გამოდი და აგლისე ფეხქვეშ დიღმის ტალახი, განა მოგისაკლისებს ვინმე ,მაინც გამო ...გა... განა გულს აუჩქროლებ ვინმეს შენი დანახვით , მაგრამ გაიხმაურე,სასხლეტს ხელი გამოჰკარ , რომ ყრანტალა ყვავებმა შიშით კანი აიწვან , ჰა-ჰა...ჰა-ჰა... ჰი-ჰი-ჰი...სულ ესაა ცხოვრება... ყველა დავიკარგებით დროის ცივი ქარისგან , რადგან ასი წლის მერე აღარ ვემახსოვრებით არც ამ უბნის შენობებს , არც მარკეტის კამერებს . ხელში თბება არყისგან გავსებული მათარა. ყველას ერთად დაგლოცავთ- იმერებს და ამერებს , ყველას - ამ საახალწლოდ, ყველას -დიდს და პატარას ... დაიჯერეთ თავების , გულში ღმერთი ახარეთ და ნუ გასცემთ სიყვარულს ცოტ-ცოტას და ლიმიტით , შეაჯერეთ მთა-ველი უსაშველო ხარხარით . დრო რომ მქონდეს , სუყველას სახლში გამოგივლიდით ... მაგრამ ლექსს ვწერ,ზოგისთვის- მოძველებულს ,ბანალურს, ძველი სტილით , თუმცა ეს ხელს არ მიშლის იმაში, რომ გულწრფელი სიცილით გავაყრუო სამყარო , დიდ დიღომში ვცხოვრობდე,ისე როგორც მილანში . მიყვარს ცხელი კეციდან აფრენილი თხელკანა , ხაჭაპური , ბუხარი და სიმღერა ორ ხმაში . ღმერთო ,შენ დამილოცე ჩემი ტკბილი ქვეყანა: როგორც ლოქო ქინძმარში, ჩადებული ბოღმაში .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. გიო. :) კარგია, რასაკვირველია. :) გიო. :) კარგია, რასაკვირველია. :)
1. "ჩემი ტკბილი ქვეყანა: როგორც ლოქო ქინძმარში, ჩადებული ბოღმაში" -ამის ხათრით :) 3ქ "ჩემი ტკბილი ქვეყანა: როგორც ლოქო ქინძმარში, ჩადებული ბოღმაში" -ამის ხათრით :) 3ქ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|