ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2024


(პ)ირველი ლექსიდან მეხუთე ტექსტი

არ დაუძახო სიხარულით ადამიანებს
იმ შესაძლო მომავალიდან,
რომლშიც საკუთარი თავი აღმოჩენამდე გაანადგურე.
არც დასასრულის შესახებ ამცნო,
არც ვარაუდი გაიხადო ისეთ საყრდენად,
რომელზეც მკვდარ სიტყვებს დაასვენებ.
შუბის ტარზე მზის ნაცვლად რომ დაგხვდეს ჩამქრალი მნათობი,
მერე სიჩუმეც შეიძლება ისე გაგეფანტოს,
თითქოს მთელი მისი დიდებულება,
არასოდეს შეგინიშნავს ღრიანცელში დაბადებამდე,
როგორ იყრიდა თავს ყოველი ახალი გამოცდილებით.
მხოლოდ სიმღერას შეეცადე,
გაუცხოების დასაფრთხობად გამოგადგება.
გამოადგები მასაც ალბათ შიგადაშიგ დავიწყებისთვის,
არსებობა რომ განიმიტკიცოს, მხრებში გასწორდეს, მუხლიც გაშალოს
და გითხრას - გაშპი აქედან გულის რევის ახალი მიზეზის აღმოჩენამდე
თვალით აღარ დამენახოო.
არ შეიბრალო საკუთარი ტანის აჩრდილიც
თუ მათ შორის გაუჩინარდი,
ვისაც სიცოცხლე აღარ ემჩნევა,
რადგან ეს ერთადერთი საიიდუმლოა,
რომელიც პირველ რიგში უნდა გასცე.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები