ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2024


37. მწერალთა სახლი. პაოლო

#ლექსები

ნინო დარბაისელი

37. მწერალთა სახლი. პაოლო

ვის არ ახსოვდეს მწარედ დაუნდობლობა მის ხნის!
ვერ უშუშდება ვისაც გული, თავს მუდამ ის ხრის.
დანაშაულის იყვნენ ჩამდენნი არცა მისხლის,
არცა გამცემნი  ნებით  - ვინმე კოლეგის, ძმის, სხვის…
სიზმრად მოდიან ჩემთან და ვერაფერი მიხსნის,
რომ არ  მთრგუნავდეს შიში  - თოფის გავარდნის მის ხმის,
ელვა ციური რისხვის,
კედელზე სისხლის მისხმის,
…ვერ წაშალესო დღემდე  კედლიდან კვალი სისხლის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები