ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2024


შეაფასეთ 1 დან 10 მდე

რომ ამბობენ იმიერში გადასახლებულ ადამიანებთან განშორებაზე:
მე მარტო არ ვარ, ის ჩემთანააო-
ისე არ მესმის, ისე არმეგულწრფელება...
როგორაა შენთან: ვერ ხედავ როგორ ემატება წლები,
ვერ ეხები მის კანს,
ვერ გრძნობ მის სურნელს,
არ გესმის ხმა... როგორ?
როგორ უნდა გაიყუჩო სიცარიელის კონვულსიები,
როცა იმ მარტივ
ვითომდა მარტივ დავალებაზე
"შეაფასეთ ტკივილი 10 ბალიანი სისტემით"
რომელიც ჟღერს
"შეაფასე სიმარტოვე და მონატრება",
არ გაქვს პასუხი
რადგან ზუსტად იცი
არ არსებობს შკალა
არც საზომი ერთეული
არც სიტყვა
არც მიმიკა
რომელიც სხვისთვის უხილავ ჯოჯოხეთს
მის ენაზე აღგაწერინებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები