ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიხეილ ჭიჭინაძე
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2024


სპანჩბობი

მე თავხედი ვარ, ჩემს წინა მუდამ ღია კარია,
მივყვები ფიქრებს მიუვალს და თანაც საშინელს.
საკუთარ ნესტრით დაღუპული ღრიანკალია...
დღეს პოეზია; პატარაა დიდობაშივე.
შენ მეგობარო; ღრუბელი ხარ, დიდი ღრუბელი,
მე ვდგავარ ცივად, შემზარავად, მკვდარი ქვის სახით
და შენთვის ვიცი პოეზია საბურველია,
მუნკის კივილად გადაგაქცევს სკვიდვარდის სახლი!
არტურ რემბოებს, შარლ ბოდლერებს და პო - ებს მზიანს...
მობერავს სიო, თეთრი ყვავი ლექსში გათოშავს
და რა ვქნა  თავხედს მუდოსავით, თუ პოეზია
ისე უბრალოდ მეყვარება სათამაშოდაც.
მიხეილ ჭიჭინაძე ( მიქაელი )

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები