ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2024


აბდა-უბდები

ადექი ადრე და დაიღალე,
დაღლის შემდეგ კი ერთი კადრია,
გადაშლილ წიგნზე თავი გათეთრდა,
დრო ჩვენზე უფრო ნაწყენი ბავშვი.

გადაიკიდო ზურგზე ფიქრები,
სიტყვები, მზეზე დამშრალი ტბები,
თევზებს იჭერდე გულდამშვიდებით,
ჩამოიყვანო გრილზე კაენი.

ზის და თამაშობს,
ჰაერსაც ართობს მისი ტიტინი..
გულს რაღა ახშობს,
თვალს ზეცა ახსოვს
კბილს რეზინის სათამაშო,
ღრძილის საფხანი.


დაწყებით თუ დავამთავრებ მაშინ მიპოვი,
არაფრისგან დაწყებულს,
არიადნეს ძაფის გორგასლის ბოლო გამოქაჩვით
დავდგები იქ, სადაც ჩემი ადგილია.


×××
ავიღე და გავყავი
სამი კაკლის გულიდან,
ერთი დამხვდა ჭიანი,
ორმა პირი გამიღო.

დარდი ფუყედ დაიწყო
ტირილიმა რომ ხვრა უყო,
პიურესთან ჩავასხი
ხორცის ცოლი, საკმაზი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები