ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2024


კუკუზობა

ნინო დარბაისელი

კუკუზობა

პანამა სითიში პატარა ხიდია,
როცა ჩამოვდივართ,
კუთხის საპურეში აქვე, პურს შევიძენთ,
კარგად ვანამცეცებთ
და მერე ხიდიდან 
კუთა მოსაზიდად ნელ-ნელა
ჩავაყრით ამ მდორე მდინარეს
და  სადღაც, ხუთ წუთში ის წყალი ივსება
კუთა ოჯახებით.

“ -კუ-კუზე შემჯდარი ოდესმე  გინახავთ?
  - მინახავს რედნორზე, ხშირად, გაზაფხულზე!
  - მე  ადრე დავარქვი ამას კუკუზობა.
  - თევზები?
    -ქვირითით მრავლდება, წყალქვეშა ამბები  - არასდროს მინახავს.  მინახავს ვეშაპი - ცოცხალმშობიარე,
ისე კი,  იმაზე დიდია წყალქვეშა სამყარო, მრავალფეროვანი, ვიდრე ხმელეთია.”

დედ-მამას პატარა შვილებიც თან მოჰყავთ, თევზებიც ცდილობენ,  რაიმე ირგუნონ, ჰაერში  ხტებიან, იჭერენ ნამცეცებს და
წყალქვეშ  კუთა და  თევზების ბრძოლაა ნამდვილი.

  არ ვიცი, რა მოხდა,
ეს კუს თუ შეეძლო, ვერც კი ვიფიქრებდი,
სულ რაღაც ერთ წამში ჰაერში ამხტარ თევზს,
თევზს ვეებერთელას 
მუცელში ეტაკნენ და
სისხლი შეერთო მდინარის სიმწვანეს.

ხიდის ჯებირიდან ნამცეცეულობა ერთად ჩავაყარე
და გულდაღვრემილი
იქვე, ოკეანის ნაპირზე ჩავედი.

ამათ რომ საკვები ასე არ უჭირდეთ,
ამათ რომ შვილები მშიერი არ ჰყავდეთ,
ასე თავგანწირვით რატომ იბრძოლებდნენ ერთი ნამცეცისთვის.
ერთი ნამცეცისთვის ერთურთს გაფატრავდნენ?
ერთი ნამცეცია ფასი ამ ცხოვრების.
როცა საშოვნელად ნამცეცი ძნელია.
შიმშილით სიკვდილს  კი ბრძოლას არჩევ ნებით…
ყველა  - მართალია მისივე ჩვენებით.
შორიდან ვინც გვიცქერს, კარგი ვეჩვენებით,
მოდის არჩევნები,
მოდის არჩევნები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები