ყოველი თვის ოცდაცხრა რიცხვში მირეკავენ შვილები. მირეკავენ და მახსენებენ: პურისა და ხორცის მომატებულ ფასებს. მახსენებენ გაზისა და დენის გადასახადებს. ქორწილსა და ქელეხს. მაჩვენებენ ლანჩამძვრალ ფეხსაცმელს, გადახეხილ ჯინსებს, მოდიდან გადასულ ქურთუკებს. მირეკავენ და მიყვებიან ექიმისა და წამლის ხარჯებზე. ყოველი თვის ოცდაცხრა რიცხვში მირეკავენ ჩემი უკვე დავიწყებული სახლის ბინადრები. მირეკავენ და მახსენებენ ათას წვრილმანს. ოცდაათში ხელფასის დღეა. დღეს ექვსია. ტელეფონი ჯიუტად დუმს. სირენები კი გაჰკივიან და გახსენებენ, რა ახლოს არის სიკვდილი. ყველა გარბის. მეც საფეხურებზე ვეშვები და გზადაგზა ვიკრავ პერნაგის ღილებს. ეს ღამე სანგარში უნდა გავათენო. ვერ შევეჩვიე, ვერც შევეჩვევი, რადგან ეს სხვა ომია, ეს არაა ჩემი ომი. ტელეფონი ჯიუტად დუმს. მე მაინც მალიმალ დავყურებ და ვნატრობ, ვნატრობ მთელი არსებით, დარეკოს და მითხრან ჩემმა შვილებმა: დედა, ყველაფერი კარგად იქნება. რომ მერე რა, თუ კი ეს პალტო გასულ ზამთარსაც მეცვა, ყინვისგან მაინც დამიცავს; რომ ჩვენი სახლის სახურავს სულაც არ სჭირდება შეცვლა, იმ ორიოდე ჩამტვრეულ კრამიტს, აგერ გოგიას შევაკეთებინებთ; რომ ცხოვრება კი არა, სიცოცხლეა ყველაზე ძვირი; რომ იქნებ და სულაც არ დაგვჭირდეს ექიმი, თუ კი ტკივილებს ერთმანეთს მოვუშუშებთ... ყოველი თვის ოცდაცხრა რიცხვში რეკავენ ჩემი შვილები და მახსენებენ, ბაზარში რომ ცეცხლი უკიდია ყველაფერს. რომ მოიმატა გადასახადებმა. მახსენებენ გაზრდილ საჭიროებებს, შესაცვლელ ფანჯრებს, სახურავზე ჩამტვრეულ კრამიტს. ოცდაათში ხელფასის დღეა. სირენები გულისწამღებად გაჰკივიან. ტელეფონი კი დუმს. დღეს ექვსია, ოცდაათამდე ჯერ შორია.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. აუუუ, რა კარგი იყო???? აუუუ, რა კარგი იყო????
5. ძალიან დიდი მადლობა. <3
მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა და შეაფასა, ვინც კომენტარი დამიტოვა და გამახარა.
ყოველთვის განსაკუთრებით მაბედნიერებს ურაკპარაკის თავფურცელზე მოხვედრა. ძალიან დიდი მადლობა. <3
მადლობა ყველას, ვინც წაიკითხა და შეაფასა, ვინც კომენტარი დამიტოვა და გამახარა.
ყოველთვის განსაკუთრებით მაბედნიერებს ურაკპარაკის თავფურცელზე მოხვედრა.
4. აუ, უძლიერესია, ემიგრანტის სევდა, მინიატურად გაცოცხლებული. ბრავო! ჩემი საყვარელი ხალხი დამხვდით აქ, კომენტარების ავტორები, და მოგიკითხავთ ყველას. უმა... ბედნიერი ამბები... აუ, უძლიერესია, ემიგრანტის სევდა, მინიატურად გაცოცხლებული. ბრავო! ჩემი საყვარელი ხალხი დამხვდით აქ, კომენტარების ავტორები, და მოგიკითხავთ ყველას. უმა... ბედნიერი ამბები...
3. მიყვარს მინიატურები - მოკლედ გადმოცემული მთელი ფილმი. ეს მინიატურაც საკმაოდ ნათლად ჰყვება გრძელ , დაუღალავად განმეორებად ამბავს . დღეს 30-ია , ხელფასის დღე 5 მიყვარს მინიატურები - მოკლედ გადმოცემული მთელი ფილმი. ეს მინიატურაც საკმაოდ ნათლად ჰყვება გრძელ , დაუღალავად განმეორებად ამბავს . დღეს 30-ია , ხელფასის დღე 5
2. როგორი მცირე და კარგად საკითხავი ტექსტია. მიკვირს, რომ გამომრჩა.
როგორი მცირე და კარგად საკითხავი ტექსტია. მიკვირს, რომ გამომრჩა.
1. მომწონს თქვენი ნაწარმოებები, გულიანი და ადამიანური თვისებებით გაჯერებული , დუმილი არ ამართლებს ხშირად. სიცოცხლე მოძრაობას მოითხოვს, ბრძოლა და ბრძოლა სიცოცხლისათვის. მომწონს თქვენი ნაწარმოებები, გულიანი და ადამიანური თვისებებით გაჯერებული , დუმილი არ ამართლებს ხშირად. სიცოცხლე მოძრაობას მოითხოვს, ბრძოლა და ბრძოლა სიცოცხლისათვის.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|