შეეხე ვნებით ,ბოლო ჟამია, აღკვეთე სულის ბრძოლის იარა, თუ განშორება ერთი წამია, მაშინ ღმერთი ხარ კაცი კი არა, შეეხე საყდარს ,ჯვარი მოსილი, იტყვის აქებდეს ყველას ერთობით, თუ განმარტება არის მოცლილი, ვერ დაიკვეხნი მაშინ ღმერთობით, ვერ იტყვი უნდო არის განგება, შორია გზების წყება მშვიდობის, თუ კი ეს ლექსი გამოგადგება, მზდიე საყდრამდე,ხვედრი გიდობის, საყდარს მისული მკვლელი როდია, და არსი ხვალის თურმე გაიქცა, და თუ ასე ხარ, გამიგონია, რაკი ღვინოა, თეფშთან დაიქცა, რაკი ერთობა ,გართობად ჟღერდა, რაკი ხვალისთვის სუფევს კამარა, ასეა ღმერთი მოვიდა ხვედრად, და სულის სითბო გადაგვაფარა, ერი დუმს ,მაგრამ განა ერები, განზე გაისვრის წყების დარებად, თუ კი ღმერთია მაშინ მშვიდობით, მაგრამ ბრძოლისთვის მოგეკარება, ომი ხვალისა ,ჩუმი წამისა, დადუმდა ერი არა მშვიდობით, და საზღაური თურმე ხვალისა, გვაწვნია ღმერთის განაყიდობით, გაგყიდეს,გამცნეს სხვისი პირიმზე, გაოცდი,მაგრამ დუმდა მთაწმინდა, ასევე დუმდა ხალხის ყვირილზე, და სული მათნი ასე გაწმინდა, როგორც ცის ჭექა ხვალით იცოდე, როდი დაეცა მზე და ბედობა, მე გულით ვნახე,თუნდაც ვიცოდე, სიცრუეს სევდა გადაეღობა.
თ.გუბელიძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ვისიამოვნე! 5 ვისიამოვნე! 5
1. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|