ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
15 მარტი, 2009


ზამბახი

- ნუ მომწყვეტ, რობი,
მეუბნება მინდვრის ზამბახი
და პირს იმშრალებს, -
შენს შეყვარებულს ახლა მატყლის ლოგინში სძინავს,
ჩემი კი ამ გზას მიუყვება ნელი ნაბიჯით
და სანამ მოვა,
შემეცვლება შნო და იერი...
ნეტავ გადარჩეს,
კლდეს არ მოსწყდეს,
ყვავმა დაინდოს!..
ვხედავ, მიცოცავს ლოკოკინა, -
ვამბობ: არ მინდა
ნორჩი ზამბახი მოვაცილო თავის სტიქიას,
მაგრამ... მე სად ვარ,
ან როდიდან, -
ვერ გამიგია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები