ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
15 მარტი, 2009


სამი მარტი, თუ რვა მარტი

    ყველა დედა ქალია, მაგრამ  - არა პირიქით. დედების დღე ბევრისთვის დღესასწაულია, თუმცა, დავფიქრებულვართ იმაზე, რომ არსებობენ ქალები, რომელთაც ეს დღე გულისტკივილს უძლიერებს? რამდენი ქალია გაუთხოვარი, უშვილო, ანდა სულაც შვილმკვდარი დედა.
  წარმოდგინეთ, რას განიცდიან ასეთი ქალები სამ მარტს. ალბათ როგორ უხერხულად გრძნობენ თავს, ეს დღე ხომ მათ არ ეხებათ...
  წელს, დედების დღეს, დაბნეულმა ერთ ქალბატონს მივულოცე, ამ ქალს კი შვილი არ ჰყავს. ეხლაც კი განვიცდი ამ ამბავს და ძალიან მრცხვენია. ალბათ რამდენია ასეთი კიდევ... რა დააშავეს იმ ქალებმა, რომელთაც ბედმა დედობა არ არგუნა?
  ჩემი აზრით რვა მარტი სრულიად საკმარისია ქალთა საპატივსაცემოდ.  ეს დღე ყველა ქალისთვისაა, მოიცავს დედებსაც, შვილებსაც, ბებიებსაც....თანაბრად ეკუთვნის, როგორც ერთი დღის ბავშვს ისე, ას წელს გადაცილებულ მოხუც ქალბატონს.
  დედებისთვის განსაკუთრებული დღის შემოღება არასწორად მიმაჩნია. დედა ისეთი არსებაა, რომელიც  ყველაფერს იმსახურებს, მაგრამ მის საპატივსაცემოდ არაა საჭირო ცალკე დღე, ეს ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს. ჩვენს სიყვარულს წელიწადში ერთხელ არ უნდა გამოვხატავდეთ მხოლოდ.
  ამ დღეს ბევრ ქალს ბედნიერებას ვანიჭებთ, მაგრამ ბევრიც უბედურად გრძნობს თავს.
  ალბათ როგორ შენატრიან სხვა დედებს ასეთი ქალები, როგორ უნდათ რომ მათაც ულოცავდეს შვილი, ანდა ვინ მიულოცოს შვილმკვდარ დედას? მისთვის ხომ დედობის ბედნიერება მაშინ დამთავრდა, როცა შვილი მიწაში ჩადო.
    დავტოვოთ მხოლოდ რვა მარტი და ნუ დავჩაგრავთ ცხოვრებისგან უკვე დაჩაგრულ ქალებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები