ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბ.ლოხიშვილი
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2024


. . .

ერთი უცნაურობა შემოეჩვიათ აქემენ მებრძოლებს ყოველ გარიჟრაჟს, როცა სპარსეთის მზეს დენთის კვამლი შენიღბავდა:
- დამჭეეს! მოლაია, პირდაპირ ყელში გამარტყეს - გაჰყვიროდა ამირი და მოლაიას პირდაპირ ფეხებში ჩაუვარდა, ქვიშაში ჩაესვენა, რასაც ქვია...
დამჭრეს!
მოლაია სხეულის დათვალიერებას შეუდგა და თან აწ უკვე დასისხლიანებული თეთრეული გაამზადა, აჰმედმა კი ნიჩაბი მოიმარჯვა ვაიდა საფლავის გათხრა გამხდარიყო საჭირო.
დამჭრეს! მოლაია, დამპალმა მიდიელებმა პირდაპირ კისერში გამარტყეს და ახლა ასე ლაჩრულად მოვკვდები.
ზურგიდან მომხვდა, მოლაია ხანის, ზურგიდან!
რას არ მივცემდი რომ დედაჩემთან ვიყო და მის თბილ სუპში ვთამაშობდე კარგად გაწკრიალებული ალუმინის კოვზით მე კიდე სად ვარ...
და ვეღარც ვსუნთქავ! სუნთქვა აღარ შემიძლია, მოლაია, სიკვდილის გემოს ვგრძნობ.
ცოტაც, ბიჭებო, და ყველაფერი დამთავრდება ხომ ასეა?!
ომი დასრულდება! დასრულდება მონატრება
სიყვარული დედაჩემისა, რომელიც მტკენს
ხომ ასე ამბობდა ზულეიხანი, არა?! ჩვენი ძმა, რომ სიკვდილი განაქარწყლებს ყველა დარდს, დროსა და სიშორეს.
აღარ გაგვეხსნება თასმები, და მადლობა ალაჰს, აღარც ამ წყეულ მზეს ვიხილავ ვეღარასოდეს ჩვენ რომ ასე გღვრიდა ოფლად, მოლაია ხანის...
- მაგრამ... ამირ, სხეულზე ერთი ნაკაწრიც არ გაქვს
ხო, ზუსტად ასეა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ აქ ხარ, ძმაო
ამირმაც აიღო თავის წილი კალაშნიკოვი და დენთის კვამლში დაიკარგა, ისე რომ აღარ უთქვამს:
- მაშ, ერთი ტყვია თუ ამაცილეს, მეორე მესროლეთ! დალახვროს ეშმაკმა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები