ეს არის ჩემი წიგნის ერთ ერთი მონაკვეთი... იმდენჯერ წავიკითხე რომ ადეკვატურად შეფასების უნარი დავკარგე... მადლობელი დავრჩები თუ შემიფასებთ...
აქამენების მიწა მიდიელებს სრულიად ოკუპირებული ქონდათ. ისინი აქემენებისთვის ნამდვილ დემონებად იქცნენ. მათ ცოლებს ბოლომდე ხმარობდნენ და არც ბავშვებს ინდობდნენ, თუ რომელიმე მიდიელი კარგად შეზარხოშებული იქნებოდა. მათთვის ყოველგვარი პროდუქტი უფასო იყო, სრულ განცხრომაში ცხოვრობდნენ და ბოლომდე გამოხატავდნენ ადამიანის პირველყოფილ ბუნებას. ქალები ძალით ისახიჩრებდნენ მჟავით თავს, რომ არც ერთი ოკუპანტი ჯარისკაცი არ მიკარებულიყო, შვილებს კი შეძლებისდაგვარად ვისაც სად შეეძლო, იქ მალავდნენ. ასეთი დამცირებული და ნამუსახდილი ქერმანელები ჯერ არავის ენახა. ყველა მიდიელს ეცვა რკინის აბჯარი, მათი სახეები თითქმის არასდროს ჩანდა. შეეძლოთ გათავისუფლება ამ მძიმე ატრიბუტიკისგან, მაგრამ ეს ფორმები თითქოს ფორმალობათ იქცა... თითქოს უნდოდათ დაეჯერათ ის, რომ ამ დანაშაულებს არა თავად, არამედ ფორმები ჩადიოდნენ. არავინ იცოდა რას ფიქრობდა მარტო დარჩენილი მიდიელი, ძილის წინ მაინც თუ ნანობდნენ მოჭრილ თავებს ან თუ ახსენდებოდათ საერთოდ რამდენი სხეული ააცვეს სარზე?! ბრძანებას ასრულებდნენ, თუ უბრალოდ ერთობოდნენ?! ასე და ამგვარად სისხლისფრად იყო შეღებილი მთელი ქერმანი. ცა ბნელს ქონდა მოცული; მზეს დამწვარი ადამიანების ფერფლი ფარავდა. აქ არ სახლობდა არც ღმერთი და არც ეშმაკი, არც სამოთხე იყო მაქაურობა და არც ჯოჯოხეთი, ეს იყო სრულიად ახალი სამყარო... სამყარო, რომლის შემოქმედიც ადამიანის პირველყოფილი შეგრძნებებია. აღარ ფასობდა სულიერი მამების სიტყვები, აღარავის სჯეროდა, რომ მათ შიგნით, სადღაც სახლობდა არსება, რომელიც აკონტროლებდა სიტუაციას. მთელი სამყარო შევიწროვდა... შევიწროვდა და ჩაიპრესა ქერმანში. თავად ზულეიხას თავისი კალაშნიკოვი კაი ხნის გადაგდებული ქონდა თავის აქემენიის არმიის ფორმასთან ერთად და მეთევზედ იყო ქცეული ეს მეომარი კაცი. მთელ დღეებს ნავზე ატარებდა ნაპირისგან მოშორებით, რომ რამენაირად მაინც დაევიწყებინა არსებული რეალობა, თუმცა სადღაც შორეთიდან მაინც შეისმენდა ტანჯული ხალხის გოდებას, ავტომატების ხმას და მიდიელების სიცილ-ხარხარს. არსებულმა სიტუაციებმა მასში სულ მთლად დათრგუნა ბრძოლისუნარიანობა და დანებდა. ერთ უჩვეულოდ ჩუმ დილას, როდესაც აღარც ჩიტების ხმაური ისმოდა, ზულეიხას ნავთან მოლაია ხანისი დახვდა და სთხოვა მეორე ნაპირზე გადაეყვანა. ერთმანეთი მანამდე არასდროს უნახავთ, არადა ქერმანი ძალიან პატარაა იყო იმისთვის, რომ სხვა ქერმანელი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, ერთხელ მაინც არ გენახა. შეიძლება ისინი ბავშვობაში ერთად თამაშობდნენ კიდეც. - როცა 18 წლის გავხდი, ინდოეთში წავედი სამოგზაუროდ. - თქვა ეს და თითქოს მარტივად შეუქმნა პასუხი იმ დაბნეულობას, თუ რატომ არ იცნობდნენ ისინი აქამდე ერთმანეთს. ნავში ჩასხდნენ და გაცურეს. თავად ზულეიხამ ერთი ჭიქა არაყი გადაკრა ალუმინის ჭიქიდან და ერთი ჭიქაც მოლაიას ჩამოუსხა, მაგრამ მან იუარა. ფხიზელი უნდა ვიყოო. ამ ჯოჯოხეთს მირჩევნია ფხიზელი ვუყურო, ვიდრე თავი დავიბრმავოო. - როცა ინდოეთში ჩავედი, იქ ერთი უცნაური კაცი გავიცანი, მდიდრულ ცხოვრებას იყო გამოქცეული და ტყეღრე სიცოცხლეს ეძებდა. მდინარის პირას ვმედიტირებდით, როდესაც დიდ, სიცოცხლით სავსე ხეს მიაშტერდა და მითხრა, შეხედეო. მეც ვუყურებდი, მაგრამ ყოველ ჯერზე მიმეორებდა, შეხედეო, იმიტომ, რომ შენ რეალურად მას არ უყურებო. შენ ხეს კი არა, უყურებ იმ ინფორმაციას, რაც აქამდე ხეზე გსმენიაო. გაასუფთავე რეალობა, გადახლიჩე შუაზეო და დაინახე ხე, რომელიც ჭეშმარიტად ხეაო. ზულეიხანამ იკითხა, თუ როგორი იყო ნამდვილი ხე. - დიდი სიბნელე დავინახე. ის უბრალოდ არარსებობდა. ხის იდეა და მისი სტრუქტურა ჩემში თავიდან დაიბადა და შემდეგ და შემდეგ, ის გახდა ზუსტად ისეთი, როგორიც მე მსურდა. ცრუ იდეაა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედებით განწყობა შენს ხელშია. რეალობა შენ გეკუთვნის, ნამდვილი ჯადოქარი ხარ, რომელსაც შეუძლია თავში მოსულ ახალ-ახალ იდეებს მატერიალური სახე მისცეს და დროის, სივრცისა და მატერიის ჯაჭვში შვას. სიცოცხლე ჩაჰბეროს მასში. ზულეიხას გაიხსენდა, თუ როგორ აუპატიურებდნენ მიდიელები ზერმიდეს და თან აიძულებდნენ, რომ პროცესისთვის თვალის დახამხამების გარეშე ეყურებინა. შემდეგ კი, წარმოროშა რაღაცა, რომ ბუდისტური ბოდვები იყო ტვინისთვის ის ალტერნატიული რეალობა, რომელსაც ყოვლად უიღბლო ადამიანი იღებდა, იმიტომ, რომ სხვა გზა უბრალოდ არარსებობს. - შეხედე ქერმანს. ზულეიხამ იგივე პრინციპით შეხედა ნაპირს, როგორც წლების წინ მოლაია აკვირდებოდა ხეს და უთხრა, ვუყურებო. - გადახლიჩე არსებული რეალობა შუაზე, და იქ, მის მიღმა, სრულ სიცარიელეში, დააშენე ქერმანი ისეთად, როგორიც გინდა, რომ იყოს. მიატოვე ეს მკვდარი თევზები და გამომყევი... ქერმანის შესაცვლელად - უთხრა ეს მოლაიამ და მის შემდეგ ზულეიხანი ნავზე აღარავის უნახავს. ზულეიხა და მოლაია ქერმანის ქუჩებში დაეხეტებოდნენ და მეგობრებს ეძებდნენ. გადაკვრით იწყებდნენ მაქაურ პრობლემებზე საუბარს, რომ იქნებ ვინმეს შეესმინა და გაყოლოდა მათ გამოსავლის საძიებლად. თან იყვნენ ფრთხილები, რათა მათი პოლიტიკური ხედვების შესახებ არც ერთ მიდიელს არაფერი გაეგო. დროთა განმავლობაში, ამხელა ქერმანში, მხოლოდ ათ კაცზე ცოტა უფრო მეტი ადამიანი გაყვა მოლაიას, რომლებიც ღამ-ღამობით ზულეიხას ქოხში იკრიბებოდნენ და ყველა თემას მოცულები იყვნენ, განიხილავდნენ ისეთ რამეებს, როგორიც შეიძლება იყოს სამყაროს საზრისი და ამასთან, ქერმანის პოლიტიკური თუ ეკონომიკური მდგომარეობა. უყვარდათ ცეკვაც, სიმღერაც, და სადმე თუ ვინმე პატარა წვეულებას გააკეთებდა სარდაფში, მალულად, ისინიც იქ იყვნენ. როდესაც სტუმრები ცოტა შეზარხოშდებოდნენ, მოლაია და მისი მეგობრები თავიანთი პოლიტიკური ხედვების გაზიარებას იწყებდნენ, რასაც ყველა ქერმანელი უპირობოდ ეთანხმებოდა, მაგრამ დილაობით, როდესაც ალკოჰოლის ზემოქმედებიდან გამოდიოდნენ, ყველას ყველაფერი ავიწყდებოდა და აგრძელებდნენ მონობასთან შეგუებას. ღამ-ღამობით სოფლის საზღვრიდან იპარებოდნენ და რამდენიმე კვირას ბუნებაში ატარებდნენ, ცდილობდნენ პირდაპირი კავშირი ქონოდათ სამყაროსთან. მოლაია მათ ასწავლიდა ასტრონომიას და პირდაპირი გაგებით, ასტრონომიული ინფორმაციის მიღებით ისინი თვრებოდნენ, ოღონდ ეს იყო ნამდვილი თრობა, რაც კი არ გაბრმავებდა, პირიქით, თვალხილულს გხდიდა. მათ აღარ ეგონათ, რომ დედამიწა იყო ის სიბრტყე, რომელიც კუს ზურგზე იყო განლაგებული და სწორად მიღებულ ცოდნასთან ერთად, ცხადია, მათი ცნობიერებაც უფრო და უფრო იზრდებოდა. ამ ენერგიებით დატვირთული მეგობრები კვლავ ბრუნდებოდნენ სოფლად და აგრძელებდნენ ადამიანებში ქადაგებას, ამჯერად კი ქადაგება უფრო ფართო მასშტაბის იყო, მას ქონდა არათუ მხოლოდ პოლიტიკური სახე, არამედ ფილოსოფიურიც და ზოგჯერ, მეცნიერულიც, თუმცა ეს უკანასკნელი, ხშირად მოსახლეობისთვის გაუგებარი იყო, გაუგებრობა კი უნდობლობას და აგრესიას იწვევდა. - ეგ თქვენი ღმერთი, თუ ასეთი სამართლიანია, მაშ იყოს უპირობო, და თუ უნდა თავისუფლების მოცემა, მოგვცეს. - ამბობდნენ ქერმანელები. მოლაია კი მათ ყოველ ჯერზე უმტკიცებდა, რომ ღმერთი მოძრაობაში იყო, რეალობას მხოლოდ მოძრაობა ქმნიდა, ან კიდევ ცვლიდა. რაც მეტ სიმართლეს ამბობდა ის, მით მეტი მტერი უჩნდებოდა. მალევე შეამჩნიეს იქაურმა მღვდლებმა მოლაია და მოლაიას მეგობრები, მათ კი ეს ამბავი მიდიელებამდე მიიტანეს. მიდიელებს არ ადარდებდათ ქერმანის შიდა სამზარეულო, მაგრამ მღვდლებმა წააქეზეს, რომ ისინი, მათ წინააღმდეგ კრებდა ლაშქარს. ამ ცივსისხლიან არმიასაც მეტი რა უნდოდა, დაირაზმნენ და გაუდგნენ მეგობრების გზა-კვალს. თუმცა ამასობაში, ისინი უკვე ქერმანის ტყეებში იმალებოდნენ. მოლაიას დათრგუნულობა ჭამდა. ხვდებოდა, რომ ფუჭი იყო მისი ბრძოლა და სჭირდებოდა გეგმა, რითიც ხალხს შეაგონებდა თავის ხედვებს, რომელსაც, წესით ყველაფერი სასიკეთოდ უნდა შეეცვალა. ამ ფიქრებით გართულმა, ზულეიხას მთის მწვერზე წაყოლა თხოვა და როდესაც იქიდან გადახედეს მთლიან სოფელს, მოლაიამ მას სთხოვა, რომ ის წასულიყო მიდიელებთან და ეთქვა, თუ სადაც ემალებოდა. - ხომ იცი, მოგკლავენ მოლაია... აზრს ვერ ვხედავ ამაში... ხომ იცი, მთელი ქვეყანა შემიძულებს ეს რომ გავაკეთო. ჩვენ მეგობრებში დავმცირდები. რატომ მავალებ ასეთ მძიმე მისიას მე?! მაგრამ მოლაიას სიტყვებს ისეთი დიდი ძალა ქონდა, რომ თრგუნავდა ყველანაირ ეგოს ამოძახილს. მისი სიტყვები ბნელს აფარებდა პიროვნების იმ ნაწილს, რომელიც პატივმოყვარე იყო. თქვა მან: - ცოცხალი თესლი ცალად რჩება, ხოლო მკვდარი ნაყოფს იღებს. ქერმანში როგორც ჩანს ცოცხლებს არ უსმენენ, ხოდა ვიყო მკვდარი, თუ ეს ნაყოფს მოისხამს... აქემენი ზულეიხანი გაემართა მიდიელებისკენ და მათ ყველაფერი მოუყვა. უთხრა, თუ სად იყო მოლაია მის მეგობრებთან ერთად, ის კი რამდენიმე დღით უკვალოდ გაქრა. სირცხვილი ჭამდა შიგნიდან და უნდოდა ამ პროცესს ისე ჩაევლო, რომ არც ერთ სულიერს ენახა ამგვარი ტანჯვა. შემდეგ დღეებში, როდესაც მოლაია კედელთან მიაყენეს და მიდიელებმა ავტომატები გადატენეს მის დასახვრეტად, ქერმანელებს, ასეთი სიტყვები დაუტოვა: - ახლა ცახცახებს ჩემი სხეული, რომელიც მე არ ვარ და არც არასდროს ვყოფილვარ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. საინტერესოდ წერთ და დასაწყის, რამდენიმე თავსაც წავიკითხავდი აქ თუ გააგრძელებთ გამოქვეყნებას. თვითონ ჟანრს რაც შეეხება თითქმის არავინ აღარ წერს დღეს საქართველოში ასეთ ტექსტებს. ფაქტობრივად თავისუფალი სივრცეებია დატოვებული მაგიურ-რეალიზმსა და ფენტეზის მიმდინარეობაში. მითუმეტეს ისტორული კუთხითაც. დოჩანაშვილისა და ქარჩხაძის შემდგომ თითქოს ავტორებს ფანტაზიები აღარ აქვთ და მხოლოდ თანამედროვე რეალობის წერაში შემორჩნენ. მოკლედ, უკეთ აღსაქმელად გაგრძელებას დაველოდები. საინტერესოდ წერთ და დასაწყის, რამდენიმე თავსაც წავიკითხავდი აქ თუ გააგრძელებთ გამოქვეყნებას. თვითონ ჟანრს რაც შეეხება თითქმის არავინ აღარ წერს დღეს საქართველოში ასეთ ტექსტებს. ფაქტობრივად თავისუფალი სივრცეებია დატოვებული მაგიურ-რეალიზმსა და ფენტეზის მიმდინარეობაში. მითუმეტეს ისტორული კუთხითაც. დოჩანაშვილისა და ქარჩხაძის შემდგომ თითქოს ავტორებს ფანტაზიები აღარ აქვთ და მხოლოდ თანამედროვე რეალობის წერაში შემორჩნენ. მოკლედ, უკეთ აღსაქმელად გაგრძელებას დაველოდები.
1. ფანტაზიის უნარი გაქვს :) ცოტა არ იყოს, უცნაური თემაა ფანტაზიის უნარი გაქვს :) ცოტა არ იყოს, უცნაური თემაა
|
|
მონაცემები არ არის |
|
|