***
თადეოზის გაუჩინარებიდან რამდენიმე დღეში დარამ მოსვენება დაკარგა, ვერაფრით გაეგო მისი ასავალ-დასავალი, მაგრამ ვერც ენეოსს კითხავდა რაიმეს. სასახლეში მათ შესახებ ყველამ ყველაფერი იცოდა, თუმცა მაინც გაურბოდნენ ამაზე ღიად საუბარს, რადგან არავის ეჯერა, რომ უფლისწულს შესაძლოა გლეხის ქალი რეალურად შეჰყვარებოდა, რაც დარასთვისაც კი დაუჯერებელი გახლდათ, მაგრამ ის რომ თადეოზი აუცილებლად გამოყვებოდა მას სოფლად მაინც ღრმად წამდა. ასე ერთ ოთახში წინ და უკან სიარულში არა ერთი დღე გავიდა, რაზეც სულ უფრო და უფრო ბრაზობდა, რომ არაფრად ჩააგდო მან მისი მღელვარება. როგორ შეიძლება კაცი ის აორთქლდეს, რომ საყვარელ ქალს ერთ სიტყვაც კი არ დაუტოვოს, მაგრამ თადეოზს ამასობაში სულ სხვა ფიქრებში შეშჩენია, რაც ისევ და ისევ დარასაც გაახარებდა. შემოღამებულს სასახლესთან ეტლი შეჩერდა. თადეოზმა ხელით ვიღაცებს რაღაც ანიშნა შემდეგ კი თავისი დაღლილი ცხენი საჯინიბოსკენ წაიყვანა. ამის შემხედვარე, დარა შესახვედრად ქვის ცივ კიბეებზე შეშლილივით დაეშვა, თუმცა თადეოზი ამასობაში თავლიდანაც გამოსულიყო და დარას პირდაპირ დერეფანში შემოეფეთა. ძალიანაც კი უნდოდა, რომ საყვარელ მამაკაცს ძლიერად ჩახუტებოდა, მაგრამ იმდენად დაღლილი ჩანდა, რომ ფეხებსაც კი ძლივს ადგამდა. ქალი გვერდით ამოუდგა, უნდოდა საძინებლისკენ წაეყვანა, რაზეც თადეოზმა იუარა და პირდაპირ სხვენისკენ ასასვლელ კიბეებს დაადგა მძიმედ. შესვლისას იქაურობა ჩირაღდნებით გაანათა, ხის კარადიდან ორი სასმისი ფრთხილად გადმოიღო და ნაჭერში საგულდაგულოდ გახვეული ღვინის ბოთლი მაგიდის შუაგულში დადგა. დარა უჩუმრად ჩამოჯდა. სასანთლეების დანთებისთანავე ბოთლიც გახსნა, მის გვერდით სკამი მოაჩოჩა და ჭიქა წითელი ღვინით სანახევროდ შეუვსო. ეტყობოდა, რომ არაფრის თქმას არ ჩქარობდა ან უბრალოდ სალაპარაკო ენერგიაც აღარ შერჩენოდა. ტუჩები ღვინით ოდნავ გაისველა და საყვარელი ქალის მხარზე თავი ჩამოდო. ჩირაღდნების ფონზე ღვინის სასმისებში პატარ-პატარა მბჟუტავი ვარსკვლავებით აკიაფებულიყვნენ სინათლეები. გეგონებოდათ რომ ვარსკვლავები ერთმანეთის მიყოლებით ჩაცვენილიყვნენ წითელ ღვინოში, იმდენად ბუნებრივად დაიარებოდნენ შიგნით. თადეოზს ამის შემხედვარე სასიამოვნოდ გაეღიმა, რადგან აქამდე მსგავსი რამ არასდროს შეემჩნია, თუმცა შეყვარებული ადამიანის სამყარო გაცილებით უფრო ლამაზია ვიდრე აქამდე. სიტყვებითაც კი არ სურდა რაიმე გაეფუჭებინა, იმდენად ღვინოსავით ტკბობაში იყო გადავარდნილი. დაღლილობაც ნელ-ნელა სადღაც გამქრალიყო და თადეოზსაც ჭიქა ზევით მოემართა. ალბათ უნდოდა სიყვარულზე ეთქვა რაიმე მაგრამ ზუსტად მაშინ მიხვდა თუ რამდენად რთულია მარტივი სიტყვებით მოყვე იმაზე, რაც საერთოდ არაა მარტივად ასახსნელი. სადაც არ პოეზია, არც ქარაგმები და არც არაფერი გეხმარება შესაბამისი სიტყვების პოვნაში, რადგან ეს მხოლოდ მათ ორს ეკუთვნოდათ და მსგავსი რამ არც არასდროს უგვრძვნია. არც დარა იქნება მერე და არც თადეოზი, არც ის ყოფილა აქამდე და არც მათი სიყვარული განმეორდება კიდევ. ის წამიერი ბედნიერებაც ისე უნდა შეერგოთ, როგორც შესარგებად სამყოფი ღვინო. რამდენიმე ჭიქის მერე თადეოზმა დარა ისევ საცეკვაოდ გამოიწვია და ასე ცეკვა-ცეკვით მათმა ბედნიერებამ იქაურობა აავსო. ისე ძლიერად იკრავდა მკერდზე თითქოს მის გაშვებას არც არასდროს აპირებდა.
- ჩემს სულს ხომ გადაარჩენ? - მთავარია გვერდით მყავდე, თადეოზ და ესეც საკმარისია ჩემი ბედნიერებისთვის. - უპასუხა დარამ. - რაც უფრო გიახლოვდები მით უფრო მქენჯნის სინდისი იმაზე ვინც ვარ. აქამდე არასდროს მაწუხებდა სინდისის ხმას, მაგრამ შენ იმდენად არაჩვეულებრივი ხარ, რომ არ დაგიმსახურებია ჩემნაირი ადამიანი... - იქნებ ყველაფერი პირიქითაა?! იქნებ მხოლოდ მე შევძელი იმის დანახვა, რაც ამ ოთახის კედლებში იმალებოდა ყოველთვის. - სიტყვა გააწყვეტინა. - იცი თადეოზ... ჩვენი სული ისეთივე ფაქიზია, როგორც ქაღალდი. ჩვენ ყველანი ქაღალდის ადამიანები ვართ, ვისთვისაც ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია რომ აალდეს და გააცამტვეროს. შესაძლოა მე გლეხის ქალი ვარ, მაგრამ იმდენი მაინც ვიცი, რომ ერთამენთის ფაქიზ სულს უნდა მოვუფრთხილდეთ. - ... და საიდან იცი ამდენი რამ? - ოდნავ წინ გაწია, რომ მისთვის თვალებში ჩაეხედა - გლეხის ქალმა რა იცი ადამიანის სულზე? ან ვინ არიან ქაღალდის ადამიანები? - ქაღალდის ადამიანები არიან ადამიანები, ვისაც თავისი ოცნებებით შეუძლიათ ეს სამყარო უკეთესი გახადონ მანამ, სანამ ცეცხლს მიეცემიან. ამიტომ მე იმისთვის ვარ, რომ ქაღალდის ადამიანად დარჩენაში მოგეხმარო. - უთხრა დარამ, თუმცა დარწმუნებული არ იყო რომ თადეოზს ზუსტად ესმოდა მისი. - უცნაური ისაა, რომ ამაზე არც მრჩეველთან მისაუბრია, არც მასწავლებელთან და მითუმეტეს არც მშობლებთან. ახლა კი საკუთარი ცოდვები იმდენად მაწევს კისერზე, რომ სუნთქვაც კი მიჭირს. - აქედან თავის დაღწევაც შესაძლებელია, უბრალოდ უნდა გწამდეს. - შენს სოფელზე მომიყევი. - მთებს შორის ხეობაშია პატარა სოფელი. ოჯახში ბაბუა და ჩემი პატარა და დავტოვე, თუმცა როდესაც მეფე აბელმა... - მათზე რა იცი? - უსიამოვნოდ გაერიდა როგორც კი მამამისის სახელი უხსენა დარამ. თითქოს უნებლიედ მაგრამ მაინც ცეცხლს უღვივებდა ამის მოსმენა. - როგორც გითხარი არ ვიცი ცოცხლები არიან თუ არა. - გიფიქრია იმაზე რა მოხდება თუ მამაჩემისგან აოხრებულ სოფელში ჩავალ და იქ შენთან ერთად დავიწყებ ცხოვრებას? - მისკენ არც გაუხედავს, რაზეც დარა გაცეცხლებული ეცა და მისკენ სწრაფად მოაბრუნა. - თადეოზ შენ აქ არ დარჩები... - არ არის მარტივი იმ სამყაროში ცხოვრება, სადაც ყველას მხოლოდ შენი სიკვდილი უნდა. მართალია მათ წინაშე ბრალი არ მიმიძღვის, მაგრამ მე ტახტის მემკვიდრე ვარ. მათთვის ისეთივე ცივ სისხლიანი, როგორიც აბელი და ენეოსია. - თვალებში ცეცხლი ჩაუდგა - დარა გონს მოეგე, ეს არ არის ის ზღაპარი რასაც ბაბუა ყოველ ღამით გიკითხავდა შუბლზე კოცნის დროს. მე იმ ოჯახის ნაწილი ვარ, რომელმაც ნახევარი კაცობრიობა მოსპო და გაანადგურა. ამის მერე, როგორ წარმოგიდგენია, რომ შენთან ერთად სოფლის ეზოში ხეებს დავრგავ და იქვე მორბენალი ბავშვების ბედნიერებით დავტკბები? მე ისეთივე მკვლელი ვარ, როგორიც მამაჩემი და ამას არაფერი ეშველება. რამდენჯერაც არ უნდა თქვა, რომ ჩემი ბრალი არაა, იმდენჯერ გიპასუხებ, რომ ჩემი უბედურებაც სწორედ ეგ არის აქ რომ დავიბადე. შენ ვერ გამოძერწავ ჩემგან „ქაღალდის ადამიანს“ მაშინ, როდესაც ის უკვე ცეცხლმა შთანთქა. ასეთ დინასტიაში დაბადება არ ყოფილა ჩემი არჩევანი, მაგრამ ვერც მიტევების მადლი დაიტევს ჩემს წყეულ სულს. - სასმისი ხელიდან გაუვარდა. დაგროვილი ბრაზი ერთიანად დააწვა თავში, რა დროსაც ოდნავ წაბორძიკდა და იქვე მდგარ სკამს ჩამოეყრდნო. - ძალიან მიყვარხარ, დარა და ალბათ ეს არის ჩემი სასჯელიც. - ამ სიტყვებზე მუხლებში ძალა დაკარგული პირდაპირ მის ფეხებთან წაიქცა.
- თადეოზ... - შეშინებული დარა მის წინ ჩაიმუხლა, თავისკენ გადმოაბრუნა და სახე პირდაპირ ხელებში მოიქცია. - ნეტავ იცოდე, როგორ მებრალები ამ სამყაროსთვის. - უთხრა თადეოზმა და თხელ და ლამაზ ხელზე მშვიდად აკოცა. - უზომოდ. - ხოდა ნუ დამტოვებ ეულად ამ სამყაროში. - ჯიუტად განაგრძობდა მის გადარწმუნებას. - მაშინ მოვშორდეთ აქაურობას.
***
- დარწმუნებული ხარ, ჯაბაალ? - დიახ თქვენო უდიდებულესობავ... - ჯაბაალის სიტყვა ყურადაც არ იღო მეფეო - ფეხზე წამოდგა ურიელი - გუშინ კი იმ ხეობიდან დაბრუნდა სტუმრებთან ერთად. - ნეტავ რა ჩაიფიქრა? - საგონებელში ჩავარდნილი ენეოსი სასახლეში დაბრუნებას აპირებდა რა დროსაც ურიელი წინ გადაუდგა. - იმ ქალის გამო სამეფოს დატოვებას აპირებს. - ურიელი მართალს ბრძანებს თქვენო უდიდებულესობავ. მომიტევეთ, მაგრამ თქვენი ძმა მზად არის ხვალ მასთან ერთად გაემგზავროს ხეობაში. - საიდან გაიგეთ ეს ყველაფერი? - გასასვლელთან მდგარი ენეოსი ისევ უკან მობრუნდა. - რა იცით, რომ მასთან ერთად აპირებს გაქცევას? - ურიელმა გუშინ ღამით ყური მოკრა თუ როგორ ესაუბრებოდა თადეოზი სტუმრებს. ორი ღამით სასახლეში მოსვენება ურჩია, ხოლო გარიჟრაზზე ერთად აპირებენ დაბრუნებას. - სტუმრებიც იმ ხეობის სოფლიდან არიან? იქნებ შეთქმულებას ამზადებს? - არა მეფეო დამერწმუნეთ. თქვენს ძმას აქაურობის დატოვება აქვს განზრახული. - უპასუხა ჯაბაალმა. - უგუნური. - მაგიდას ფეხი ძლიერად ჰკრა ენეოსმა და გაცეცხლებული ისევ ჯაბაალს წვდა. - თუ რამეს მატყუებთ სულს წამებით ამოგხდით. ინატრებთ, რომ ეს დაუსრულებელი ტკივილი ოდესმე შეწყდეს. - ჩვენც თადეოზზე დარდის გამო შეგაწუხეთ... - ხვალ შემოღამებულს ცხენები შეკაზმეთ და დესპანების არმიაც ტყეში გაანაწილეთ. ყველანი ერთად წავალთ ხეობაში და ინატრეთ, რომ ის რასაც თქვენ ჰყვებით სიმართლე აღმოჩნდეს. - ხმალი ქარქაშში ჩააგო და იქაურობას უსიამოვნოდ გაერიდა, ხოლო ურიელი როგორც კი დარწმუნდა, რომ ენეოსი თვალს მოეფარა გაკვირვებული მაშინვე ჯაბაალს გადაეღობა წინ. - ჯანდაბას შენი თავიც ჯაბაალ, რა გააკეთე? თუ იქ ჩასულებს თადეოზიც დაგვხვდება ჩვენი შეთქმულების ამბავიც გამოაშკარავდება და მერე რა მნიშვნელობა ერთი ძმა მოგვკლავს თუ მეორე? - რას ვიფიქრებდი თუ ენეოსი თავად გადაწყვეტდა წამოსვლას? - ხოდა მისი თქმისა არ იყოს ილოცე ჯაბალ, რომ იქ თადეოზი არ დაგვხვდეს.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დიახ, პაუზა ნამდვილად დიდი იყო. გაგრძელებაც აქ დევს. ვიმედოვნებ უწინდებურად აქტიურად გავაგრძელებ წერას. დიახ, პაუზა ნამდვილად დიდი იყო. გაგრძელებაც აქ დევს. ვიმედოვნებ უწინდებურად აქტიურად გავაგრძელებ წერას.
2. გიორგი დიდი პაუზა გამოგივიდა მეც პაუზა დამჭირდა, ბოლო ნაწილებისთვის გადამეხედა, სად გავჩერდი , შინაარსი რა თქმა უნდა მახსდოვდა , მაგრამ ბოლო მაინტერესებდა ამიტომ დამაგვიანდა , გაგრძელების წაკითხვა, ეს ნაწილი საინტერესოა იმით,რომ მომეწონა დარას სიტყვები: . ჩვენი სული ისეთივე ფაქიზია, როგორც ქაღალდი. ჩვენ ყველანი ქაღალდის ადამიანები ვართ, ვისთვისაც ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია რომ აალდეს და გააცამტვეროს მერე ფრაზა გლეხის ქალმა რა იცის ადამიანის სულზე? ქალაქს თუ სოფლად დაიბადება ადამიანი მაგას არ აქვს მნიშვნელობა. (აქ რა გამახსენდა იცი, ჩვენი შალვა ნუცუბიძე, მსოფლიოში ცნობილი ფილოსოფოსი სოფელი ფარცხანაყანევი -ში დაიბადა, არა და ამერიკელი მეცნიერები ,თურმე ბიოგრაფიის წაკითხვისას რუქაზე ეძებდნენ, ეგონათ ცნობილი ქალაქში იყო დაბადებული.) მოკლედ მიდის ენეოსი, თადეოზის შეხვდება თუ არა, მეც,ძალიან მაინტერესებს.
გიორგი დიდი პაუზა გამოგივიდა მეც პაუზა დამჭირდა, ბოლო ნაწილებისთვის გადამეხედა, სად გავჩერდი , შინაარსი რა თქმა უნდა მახსდოვდა , მაგრამ ბოლო მაინტერესებდა ამიტომ დამაგვიანდა , გაგრძელების წაკითხვა, ეს ნაწილი საინტერესოა იმით,რომ მომეწონა დარას სიტყვები: . ჩვენი სული ისეთივე ფაქიზია, როგორც ქაღალდი. ჩვენ ყველანი ქაღალდის ადამიანები ვართ, ვისთვისაც ერთი ნაპერწკალიც კი საკმარისია რომ აალდეს და გააცამტვეროს მერე ფრაზა გლეხის ქალმა რა იცის ადამიანის სულზე? ქალაქს თუ სოფლად დაიბადება ადამიანი მაგას არ აქვს მნიშვნელობა. (აქ რა გამახსენდა იცი, ჩვენი შალვა ნუცუბიძე, მსოფლიოში ცნობილი ფილოსოფოსი სოფელი ფარცხანაყანევი -ში დაიბადა, არა და ამერიკელი მეცნიერები ,თურმე ბიოგრაფიის წაკითხვისას რუქაზე ეძებდნენ, ეგონათ ცნობილი ქალაქში იყო დაბადებული.) მოკლედ მიდის ენეოსი, თადეოზის შეხვდება თუ არა, მეც,ძალიან მაინტერესებს.
1. ორ თვიანი პაუზის შემდგომ ისევ დაგიბრუნდით. ისევ სამეფო კარის ამბებით.) ორ თვიანი პაუზის შემდგომ ისევ დაგიბრუნდით. ისევ სამეფო კარის ამბებით.)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|