ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
25 მარტი, 2024


სამი გოჭი, წითელქუდა, უმცირესობათა პრობლემები და პოლიტკორექტულობა

ნინო დარბაისელი:

სამი გოჭი, წითელქუდა, უმცირესობათა პრობლემები და პოლიტკორექტურობა

მეგობარი წერს, შვილიშვილი თოჯინების თეატრში იყო სამი გოჭის სანახავად და დამდგმელებს მგელი ვეგეტარიანელი გამოუყვანიათო????????????
ეგ რა არის! ვერ შენიშნავდით, თორემ  თავიდან არც ნიფნიფა, არც ნუფნუფა და არც ნაფნაფა ფემინისტების მოთხოვნით, ქალი არ იყო და მერე საქმეში გენდერულ უმცირესობათა დამცველებიც ჩარეულან და  სამივე გოჭი - მათი მოთხოვნების შესაბამისად იყო გამოყვანილი,  “გენდერ ნეიტრალურად”.
    ტექსტი ქართულად კი  არ გასჭირვებიათ, ენაში გრამატიკული სქესის უქონლობის გამო, მავრამ აი,  იგივე წარმოდგენა უცხოენოვანი  ბავშვებისთვის მუნჯურად,  მხოლოდ მუსიკის ფონზე მიდისო.
  ახლა წარმოიდგინეთ  მაგათი დადგმული წითელქუდა:
  ალბათ მგელი ბებიას კი არ შეჭამს,  იმის კანფეტებს  ჩაიყრის  ცელოფანის პარკში და უთოფო მონადირეები ხელიდან გამოსტაცებენ….
  არა,  ვერც ეს ვერსია გაქაჩავს!
  რატომ?!
  შაქრის, კარბოჰიდრატების რეკლამა  გამოდის და დიაბეტიანების უფლება ილახება.
    ააა, მივხვდი, მაგიდაზე უშაქრო,  საწუწნი კანფეტები იქნება, მაგრამ  რაკი ცელოფანის პარკის დეკომპოზიციას 25 წელი უნდა, ანუ ეკოლოგიურად მავნეა, ამიტომ უპესტიციდოდ მოყვანილი სალათის ფოთოლი იდება მაგიდაზე და მგელი იმაში შეახვევს უშაქრო,  საწუწნ კანფეტებს, მონადირეები კი შეეცდებიან, ახსნითი საუბარი ჩაუტარონ და ისევ მაგიდაზე დაადებინონ.
  აბა,  უმცირესობაზე ხომ არ იძალადებენ და საერთოდ, მონადირეებიც არ არიან, სოცმუშაკები არიან.
    და  საბოლოოდ,  არც მგელი აღარ იქნება მგელი!
    ცხოველთა დაცვის საზოგადოება იბრძოლებს ამისათვის, ეს ხომ  კანონით დაცულ ცხოველთა მოძალადედ გამოყვანაა, მათი დისკრიმინაცია, მათდამი ანტაგონიზმისა და აგრესიის გაღვივებაო და გენდერულად ნეიტრალურ სოცმუშაკს გამოიყვანენ იმის როლში.
სახელსაც გააჰუმანურებენ, მგელის  ნაცვლად გულიას დაარქმევენ. რატომ გულიას?
გელა და იულია ან გიული  - სახელების კონტამინაციური, გენდერულად განეიტრალებული სახელია და მიტომ!
აი, ასე!
ვივა! -  ადამიანური  ადამიანის გარდა, ყოველგვარ უფლებათა ფსევდოდამცველების  თავგანწირვას
და ვავა -    მათ ხელში  - ადამიანურ ადამიანს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები