ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცოტათი პოეტი
ჟანრი: პოეზია
5 აპრილი, 2024


  ჩამოტვირთვა

იასამანი

სულ ორი წამით შევჩერდი და რა უნდა მეთქვა,
მეხსიერებას წამით თითქოს დაედო ბანი,
თავბრუ დამასხა სურნელება სწვდებოდა ზეცას,
რა მომხიბვლელად რეტს მასხავდა იასამანი.

ქალს მაგონებდა აფეთქებულს გაშლილს ვნებებად,
ზღვის ღელვას გავდა გაფურჩქნული როგორც ზღაპარი,
მითრევდა მისი სილამაზე გამა უხვ ფერთა,
დგას სიამაყით გადაშლილი  იასამანი.....

ლ.ბ
2024

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები