ვახ მე ნატირალი ჩემი საყვარელი, ვეღარ ავიტანე ისე შემებრალა, აღარ მოვისურვე იმ წამს არაფერი, ფიქრი უმისობას ისევ შეეპარა, ვეღარ ვეამბორე,თმები გაუშლია, და თან უებარი მისი გამოხედვა, მე რაც მომაგონდა თვალებს დაუშლია, იყო ნაღვლიანი ცრემლის ამოხეთქვად, მე თან განაყიდი ჩვენი ოცნებებით, ვერ ვთქვი ის რაც იყო ჩემი საწადელი, მისი ის თვალები ვკოცნე ისევ ნებით, აღარ მიფიქრია იყო დანაცდელი, ვეღარ დავიკვეხნე მისი გაღიმება, ვეღარც საზღაური მომყვა მშვიდობისა, ასე ჩემი იყო ის რაც არ იქნება, საქმე როდი იყო დენა ჭრილობისა, ბაგე გახევდება მისი მოწითალო, ასე დამშრალია მისი გამოხედვა, იქნებ მის საკოცნად კიდევ მოვიცალო, ვიქმენ ჯოჯოხეთად ანდა სამოთხედა, შიში მარტოობის რომ არ გამეკარა, ახლა ვეღარ მახსოვს რატომ დავიცალე, დღე ვარ მისნის მსგავსი მაგრამ ღამე არა, მას და მარტოობას ერთად გავეცალე, სიტყვით,უსიტყვობით ბინდი შეერია დღეებს უსასრულოს ღამის საპირწონონეს, ჩემი გამოხედვა თითქოს შეელია, მაგრამ მხევლისათვის კოცნა დამიწუნეს, ქალი ბობოქარი თითქოს მელანდება, ბრაზი ალმოდებულ თავში აირეკლა, მე ის შემოდგომა ისევ მენატრება, მე ვარ უსიტყვობით ის კი გაილექსა, ბილიკს ,ხავსმოდებულ ხეებს გადავხედე, ჩემი აღარ იყო მისი სინატიფე, ისევ განთიადის ხედვა გავახელე, დარჩა გაზაფხული და თან ფიქრად მყიფე, მანდილს მშვიდობისას ქალს რომ ვუმადლოდი, არის, ნადვილია მისი თეთრი შუქი, ასე ნაფიქრალსაც მხევალს ვუამბობდი, ფიქრი ნამდვილი და ფერით ისევ მუქი.
თ.გუბელძე
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. რავიცი ვაკომენტარებ ხოლმე ,ძირითადად მაინც შეფასებებით შემოვიფარგლები,არ ვთვლი რომ პასიური მომხმარებელი ვარ!თუმცა ის გავიარე უკვე უშეფასებო უკომენტარო პოსტები და მიხვდი რომ რაც უფრო მეტს ვითხოვ უფრო ნაკლებს მივიღებ,ზოგადადაც არ გამოირჩევა ეს საიტი კომპოეტენციის ზღვარის არსებობით... რავიცი ვაკომენტარებ ხოლმე ,ძირითადად მაინც შეფასებებით შემოვიფარგლები,არ ვთვლი რომ პასიური მომხმარებელი ვარ!თუმცა ის გავიარე უკვე უშეფასებო უკომენტარო პოსტები და მიხვდი რომ რაც უფრო მეტს ვითხოვ უფრო ნაკლებს მივიღებ,ზოგადადაც არ გამოირჩევა ეს საიტი კომპოეტენციის ზღვარის არსებობით...
7. გულისხმიერი კომენტარები ვიცი მე და საერთოდ რომ არ აკომემტარებთ და მხოლოდ სხვებისგან ელოდებით, რა ჰქვია მაგას?
გულისხმიერი კომენტარები ვიცი მე და საერთოდ რომ არ აკომემტარებთ და მხოლოდ სხვებისგან ელოდებით, რა ჰქვია მაგას?
6. მადლობა ვანანო ნამდვილად გულისხმიერი შეფასებისთვის,იმედი მაქვს მომავალშიც გასიამოვნებთ ჩემი რითმებით... მადლობა ვანანო ნამდვილად გულისხმიერი შეფასებისთვის,იმედი მაქვს მომავალშიც გასიამოვნებთ ჩემი რითმებით...
4. კარგია. ეს რითმა ძალიან მოუხდა. ორგანულადაა სა ბუნებრივად ჟღერს. 3ქ კარგია. ეს რითმა ძალიან მოუხდა. ორგანულადაა სა ბუნებრივად ჟღერს. 3ქ
2. გეთანხმები მუხა ,იმდენად მნიშვნელოვანია ადამიანის წარმოდგენები საკუთარ თავზე ,რამდენადაც რელური სახე მისი ყოფის,ცალსახად შეიძლება ითქვას რომ თავში მეტი პრობლემა გვაქვს ვიდრე გარემოში გვხვდება ზოგადად. გეთანხმები მუხა ,იმდენად მნიშვნელოვანია ადამიანის წარმოდგენები საკუთარ თავზე ,რამდენადაც რელური სახე მისი ყოფის,ცალსახად შეიძლება ითქვას რომ თავში მეტი პრობლემა გვაქვს ვიდრე გარემოში გვხვდება ზოგადად.
1. კარგი ფანტაზიური, მარტოსულობის ლექსი. მარტოობა გზა (აბნეულ) Fიქრთა ნავსაყუდებელია. ბრენმა თქვა:დაუმეგობრდი საკუთარ თავსო. კარგი ფანტაზიური, მარტოსულობის ლექსი. მარტოობა გზა (აბნეულ) Fიქრთა ნავსაყუდებელია. ბრენმა თქვა:დაუმეგობრდი საკუთარ თავსო.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|