 | ავტორი: ქეთ ჟანრი: პოეზია 5 აპრილი, 2024 |
დამალობანას თამაში - ჭიტა! თითქოს მოტივი მხოლოდ ის არის, შემოგაბრუნო ჩემკენ და გითხრა - (ეს ყველაფერი ბოდვაც კი არის), რომ თურმე ფიქრებს ჰქონიათ ჭლექი, თითქოს დავდივართ დანების წვერზე, და მე დავკარგე ყველაფრის ბედი - თუმც ერთ იმედსაც ვამყარებ "ჩვენზე".
დამალობანას თამაში - ჭიტა! ყველა მცდელობა ყოფილა ფარსი! (მოგებას სადღაც დაუსხლტა ფეხი..), რადგან მე ვეღარ ავიტან აწი, რასაც კი არ სდის სურნელი შენი.
დამალობანას თამაში - ჭიტა! მინდა დაგნებდე და გითხრა რაღაც - შენთან მკლავებში სიკვდილიც ღირდა, (თუმც არჩევანი მიიღე სხვა და) - სიცოცხლე ასე - უშენოდ გავა. და არ ექნება არაფერს აზრი - "მე ხომ მოვედი", - გეტყვი და წავალ, და შენ კი ამ დროს რომ გეთქვა - "დარჩი", არ გეყო ძალა. და ახლა მე ვარ, უძლური შენით, არ გეტყვი - ჭიტა! (შემყრია თურმე სიბრმავის სენი). და ეს ლოდინი - ყველაზე წმინდა, როგორც მდუმარე აკლდამის ძეგლი - მე აღარაფერს მოველი შენგან, სულ კი ეს იყო რაც უნდა მეთქვა... დამალობანას თამაში - ჭიტა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ძალიან, ძალიან მომეწონა. ვნებისა და ემოციების ქარიშხალი ხარ
-ჭიტა! ძალიან, ძალიან მომეწონა. ვნებისა და ემოციების ქარიშხალი ხარ
-ჭიტა!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|