ნაწარმოებები


გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლილე2025“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამოცხადდა ლიტერატურული კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე96
ჟანრი: პროზა
14 სექტემბერი, 2024


მზერა



  გამოიდარა. სადღაც შორიდან ჩიტების გალობა ისმის. დრო ძალიან სწრაფად გადის, თითქოს ვერაფერს  ვასწრებთ. ერთბაშად გვინდა სიყვარული, თავგადასავლები, წარმატებული კარიერა... და ჩემი აზრით, უფრო ტრაგიკულია, როცა დღეს უკვე დაღლილები ვიწყებთ. არ აქვს აზრი შენს მატერიალურ მდგომარეობას, არც იმას, რომ ხელში ძვირადღირებული ტელეფონი გიჭირავს. არც იმას რა გაცვია. მთავარია ვინ ხარ, რა ადამიანი ხარ.  და თუ საზოგადოებაში მოიპოვე დაფასება ყველაფერი გააკეთე, რომ სახელი არ შეგილახონ. ჩემო მეგობარო, დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა თორე მერეც მოგიტანენ გვირილებს და უკვე გაცრეცილ ლოდზე, ისე დაჭკნება რომ ყურადღებასაც არავინ მიაქცევს.
ახლა მთავარია პატივს სცემ შენ საქმეს და შენი ენერგიებიც გადამდებია.  გეძებენ, გელოდებიან და შენი იმედი აქვთ. აი, ეს არის მთავარი.

სიცოცხლეს, როგორც არ უნდა უდარაჯო მაინც მიედინება შეუმჩნევლად.  ვინ იცის, ამ სანაპიროზე რანჯერ ჩამომჯდარა კაცი, რამდენჯერ გაიხსენა პირველი შეხვედრა, პირველ კოცნა და დარწმუნებულია, რომ მისი მსგავსი გამოხედვა არცერთ ქალში აღარ განმეორდება. ნუთუ ეს ახირებაა? შეიძლება ასეც არის, მაგრამ რაც დრო გადის, მელანიას დაკარგვის უფრო მეშინია.

  ყველაფერი იმაზე კარგად მიდიოდა ვიდრე წარმოვიდგენდი.  ყოველთვის, როცა მელანია ჩემს გვერდით არის თავი ყველაზე ბედნიერი კაცი მგონია. უნდა გენახათ, როგორი იყო მისი გამოხედვა როცა მიყურებდა. დაჟინებით, თითქოს ჩემი სახიც ყველა დეტალს იზეპირებდა. მეც მაშინვე ვივიწყებდი ჩემს ასაკს და სწორედ ამ დროს, მეც მასთან ერთად მისი სურვილებით ვიწყებდი ცხოვრებას. ყველაფერს ვაკეთებდი, რასაც მოისურვებდა. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს მეტისმეტად მაღალი მუსიკა, მაინც ვუსმენდი.  იშვითად ვსვავ, მაგრამ მასთან ერთად ორი ბოთლი ღვინო გამოვცალე. წვიმაში სირბილი არასდროს წარმომედგინა, მაგრამ გზის შუა ზოლში წავიკითხე  ლექსი ,,ველური მზერით გიყვარს თამაში“ .

**
-  აქ რატომ მოვედით?
-  საზღვრებს გავცდით. არ მოგწონს?
-  კი, ძალიან ლამაზი ადგილია.
-  მერე რას უცდი? _მოულოდნელად გადავიდა მანქანიდან და წვიმაში  დაიწყო სირბილი.
-  მელანია, რას აკეთებ?
-  წამოდი შევიშალოთ! _  ხელით მანიშნებს, რომ მეც მასთან ახლოს მივიდე.
-  ეს ხომ სიგიჟეა?
-  დაივიწყე ყველაფერი და წამიკითხე ლექსი, რომელიც ახლა გაგახსენდა.
-  ველური მზერით გიყვარს თამაში...
-  მიდი,  კიდევ უფრო ხმამაღლა წაიკითხე! _ ხელებს შლის და თითქოს უნდა, სხეულით ნაცრისფერ ღრუბლებს მიწვდეს .
-  მოდი, შენ ჩემთან! _  თავი შეკავება არც მიფიქრია ისე ვაკოცე.
-  ახალგაზრდებო, ეგ ინტერესები ცოტა სხვაგან დაიკმაყოფილეთ! გზიდან გადადით!!! _  კაცმა მანქანა ფეხებთან ახლოს მოგვიყენა და თან ეს სიტყვები მკვეხარედ მოგვაძახა.

  კოცნა იყო, რომელიც გავდა მოვადნილ ქალიშხალს, აღელვებულ ზღვას, შეშლილი ოქტომბრის ფერებს...  კოცნა როგორი იყო? თავდავიწყებას დამპირდა. მელანიამ იქვე ახლო მახლოს იპოვა კოტეჯი, სადაც ღამის გათევა გადავწყვიტეთ. ვხედავ  კანკალებს და კაბას, შესვლისთანავე იხდის. ,,რას აკეთებ?“ ვიკითხე გაოცებით, მაგრამ არც მიპასუხა ისე დაიწყო ცხელი აბაზანის მიღება. ,,შენ მანდ აპირებ დგომას?“ არც მე მიფიქრია მისთვის პასუხის დაბრუნება ისე დავხურეთ ფარდები.
  ასე მგონია პატარა ბიჭი ვარ, რომელიც ზედმეტად  ცნობისმოყვარე  გოგოსთვის ყველაფერზეა წამსვლელი.  ჩაეძინა და ახლა კიდევ უფრო ლამაზია მისი თმა, სახე და თითქოს დაღლილი მხრები. წარმოდგენა არ მაქვს მან აქამდე რას გაუძლო, მაგრამ მაინც შერჩენია  ის ბავშური იერი.  მაინც დაჟინებით იღიმის და ზრუნავს არამარტო საკუთარ თავზე არამედ  გარშემყოფებზე. მიზანდასახულია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ წაიქცა. ბევრი რამ ჯერ კიდევ არ ვიცი, თუმცა ესაც საკმარისია რომ მისით მოხიბლული ვიყო.
  ჩამძინებია და მაშინვე ვიგრძენი, რომ მელანია ჩემს გვერდით აღარ იწვა. შეშინებული ფეხზე წამოვდექი და ვხედავ ჩემს მაისურში, სამზარეულოსთან იდგა და თავისთვის ფუსფუსებდა.  მუსიკას ჩავუწიე და მასთან ახლოს მივიდი. ,,შემეშინდა, როცა წარმოვიდგინე რომ აქ აღარ იყავი“. ხელი წელზე მოვხვიე და უფრო ახლოს მოვიზიდე ჩემსკენ. ,, არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ შენთან ერთად თავს მშვიდად ვგრძნობ“. გამიკვირდა ეს სიტყვები, თუმცა სასიამოვნო იყო.

**
-  გინდა ვითამაშოთ? _ ხელში მიჭირავს სამაგიდო თამაში, რომელსაც ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი.
-  ვითამაშოთ, მაგრამ არამგონია ჩემგან რამე გამოვიდეს.
-  მარტივია, ყურადღებით მომისმინე.
-  კარგი, მოდი სამამდე ავითვალოთ და ვინც წააგებს ერთ სურვილს შეასრულებს... _მოდით, ეს  სურვილი ჯერ საიდუმლოდ დავტოვოთ.
-  მზერა, _თითქოს თავისთვის რაღაც ჩაილაპარაკა.
-  რამე მითხარი?
-  ახლა გამახსენდა, რომ ამ კოტეჯებს ,,მზერა“ ქვია.

  გულმა ვერ მომითმინა და მაინც ვკითხე მის ოჯახზე. კი არ მოვისმინე, დავიტანჯე. ვერ გეტყვით, რომ მოვიხიბლე მისი განვლილი ცხოვრებით. ქაოსია, ბედნიერებას გამუდმებით ვიღაცაში ეძებს და თითქოს ჯერ კიდევ დაკარგულია. განა იმას ვერ მიაღწია, რაც უნდოდა და განა წარმატებული არ არის თავის საქმეში. პირიქით, არის იქ, სადაც უნდა რომ იყოს, მაგრამ ის რაც ადამიანს სჭირდება ჯანსაღი ურთიერთობებისთვის საკმარისი არ არის. ვხედავ, რომ ძალიან მარტივად ენდობა სხვებს და ბოლოს იმედგაცრუებული ისევ თვითონ რჩება. მძიმეა მისი წარსული და  ახლა, აქ, ამის გადაწერას ვერ დავიწყებ, მაგრამ თუ ვინმეს მელანიას გაცნობა უკეთ მოუნდება, ცოტა შეწუხდეს, ამოხსნას სიტყვა, რადგან ასე ბევრად საინტერესო წასაკითხი იქნება. ბევრი რამ მოვისმინე, თუმცა მაინც მაქვს შეგრძნება, რომ ჯერ კიდევ არაფერი ვიცი მის შესახებ.

**
  ფრენამდე 24_ საათი დარჩა. ერთ რამეს ვინატრებდი მხოლოდ _ გამაჩეროს და მითხრას: ,,დარჩი, ან მეც წამოვალ შენთან ერთად“. ახლა, ალბათ იფიქრებთ რამ გააგიჟა ეს კაცი, ქალს მხოლოდ რამოდენიმეჯერ შეხვდა. რასაკვირველია, გიჟი არ არის, მაგრამ მას აქვს გიჟური ფანტაზია. აშკარად დიდი შემოქმედია. სხვანაირად შეუძლებელია მასში ამდენი ენერგია იყოს. შევიარე საიუვერიო მაღაზიაში. აი, ასე მოულოდნელად გადავწყვიტე მისთვის  ხელი მეთხოვა და ისიც ჩემთან ერთად წამოსულიყო. გზად ქალმა წითელი ვარდები მომყიდა და სანამ მასთან მივიდოდი ვფიქრობდი ყველაფერზე, რისი გაკეთებაც მასთან ერთად მინდოდა. ბართან იდგა და თავის თანამშრომლებს წესრიგისკენ მიუთითებდა. შემომხედა და როგორც კი ყვავილებით ხელში დამინახა, მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა.

-  რატომ არ მითხარი მოსვლას რომ აპირებდი?
-  ასე გამოვიდა, _დაბნეულობისგან დამავიწყდა რა უნდა მეთქვა მისთვის.
-  ეს ყვავილები ჩემთვის არის?
-  ხო, რათქმაუნდა ._ გაეღიმა.
-  ცოტა ხანში განვთავისუფლდები და მერე სანაპიროზე გავისეირნოთ.
-  კარგი, მაშინ მე ბაღში დაგელოდები.

ვიჯექი ეზოში. თავდახრილი და ჩემთვის რაღაცას ვბუტბუტებდი. ათასი ვერსია წარმოვიდგინე გონებაში თუ როგორ უნდა მეთქვა მელანიასთვის, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ვცდილობდი, საკუთარი თავი შემემზადებინა ყველაზე ცუდი პასუხისთვის, რადგან არაა მარტივი ქალმა რამოდენიმე დღიანი ურთიერთობის შემდეგ  მოისურვოს მთელი ცხოვრების ჩემთან ერთად გაატაროს. ვიდრე მელანია ჯერ კიდევ თათბირზეა იქამდე გიორგის დავურეკე:

-  სად ხარ? რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გითხრა.
-  გისმენ ძმაო, შესვენებაზე ვარ გამოსული.
-  მელანიას ხელი უნდა ვთხოვო.
-  მეღადავები?
-  არა. მასზე დავინიშნები და ხვალ აქედან ერთად წავალთ.
-  მოიცადე, შენ მართლა არ ხუმრობ ხო?
-  ე, ბიჭო, რა არის აქ დაუჯერებელი?
-  მოიცადე, არ გააკეთო ეგ. შენ მაგ ქალს საერთოდ არ იცნობ.
-  კარგი, ახლა უნდა გავთიშო ტელეფონი.
-  არ გამითიშო. სად ხარ? მოვალ და აგიხსნი ყველაფერს...

  თითქმის ერთი საათია ვუცდი. გულმა ვეღარ მომითმინა და შიგნით შევედი. ,,მელანია, რამოდენიმე წუთის წინ წავიდა“. ეს მაშინვე მომახსენეს. დავხედე ტელეფონს, არც მისი შეტყობინება და არც მისი ზარი იყო. სულ მცირე ხომ უნდა გავეფთხილებინე, რადგან იცოდა რომ გარეთ ვუცდიდი. ზოგჯერ რა უცნაურები არიან ეს ქალები, ვერასოდეს გაიგებ ისეთ დროს გამოჩნდებიან შენ ცხოვრებაში და მერე ისე გაუჩინარდებიან, თითქოს არავინ იყავი მისთვის. ვურეკავ, მაგრამ უშედეგოდ. ის, ჩემს არცერთ ზარს არ პასუხობს. მივედი მისამართზე, რომელიც ვიცოდი მაგრამ ის სახლი ისეთ მდგომარეობაში დამხვდა, რომ ეტყობოდა იქ  წლებია არავის უცხოვრია.  კიდევ ერთი ომი გადავიტანე. დანაკარგზე ლაპარაკი ადრეა. გაირკვევა, თუმცა ჯერ კიდევ არ ვიცი წინ რა მელოდება.

გაფრენამდე რამოდენიმე საათით ადრე!

  სახლში ქაოსია. დედაჩემი ალაგებს ალბათ მთელი წლის სამყოფელს. ,,დედა, არ გინდა, იქ ისედაც ყველაფერი მაქვს“. ვეუბნები, მაგრამ ვინ გისმენს. დეიდაჩემიც აიყოლია და ჩემოდანი სულ სავსე მაქვს აქაური პროდუქტებით, საყოფაცხოვრებლო ნივთებით,  ჰიგიენით... ასე მგონია სადღაც კუნძულზე მივდივარ, სადაც არაფერი იყიდება. წასვლამდე გიორგი მოვიდა ჩემთან. ,,უნდა ვილაპარაკოთ, ეს სასწრაფოა.“ ხო, ვიცოდი ისევ სისულელეებზე დამიწყებდა საუბარს და მაქსიმალურად ვცდილობდი თავი ამერიდებინა. ისედაც ჩემი გამჭირვებია და ეს კიდევ კუდში დამსდევს და გამუდმებით მის სახელს მიმეორებს.
**
-  სანამ არ მომისმენ, აქედან არ წავალ.
-  გიო, თუ ძმა ხარ გზიდან ჩამომეცალე,_ ამასობაში დარჩენილი ჩემოდნებიც ჩავაწყე უკვე საბარგულში.
-  გისმენ.
-  შვილო, ეს როგორ დამემართა?_ განცვიფრებული დედაჩემი  ჩვენს შორის ჩადგა.
-  დედა რა მოხდა?
-  სანელებლების ჩადება დამავიწყდა.
-  აი, დედა, სანელებლები აქედან, რომ არ ვატარო, იქ ვერ ვიყიდი? _ უკვე ვატყობ ჩემ თავს, რომ ძალიან გაღიზიანებული ვარ.
-  ძმაო დამშვიდდი.
-  შენ კიდევ რაღას წელავ, მითხარი რა იცი მელანიას შესახებ?
-  შვილო, ესაც გამომართვი და ხმას აღარ ვიღებ. საწყალმა ბებიაშენმა სიკვდილამდე ორი კვირით ადრე მოგიქსოვა, _ დედაჩემი ახლა მეტისმეტად ჭრელ კაშნეს მაწვდის.
-  საბა, მელანია ერთი დღით ცხოვრობს. ამბობენ, რომ ეს დავადებაა. ის, ყოველდღე აკეთებს ვიდეო ჩანაწერებს. მეორე დღეს, როდესაც იღვიძებს  სწორედ ამ ჩანაწერებით ისევ თავიდან იწყებს ცხოვრებას.
-  შენ, ხვდები საერთოდ რას მეუბნები?
-  ძმაო ეგრეა, მაგრამ ყველაზე უარესისთვის მოემზადე.
-  გისმენ.
-  ერთი კაცია რა, ამ ქალაქში ყველაზე გავლენიანი. იმდენი ფული აქვს, რომ მოინდომოს ამ ქალაქს იყიდის და მერე გაყიდის.
-  რა შუაშია ახლა ეგ კაცი?
-  მელანია ლამაზი ქალია, ჭკვიანი, ბევრი კაცისთვის სასურველი და სწორედ ამ ყველაფრისთვის იყენებს.
-  რას ნიშნავს იყენებს?
-  ნუ... უფრო გარკვევით, როგორ აგიხსნა.
-  შენ ბიჭო..! _ხელი საყელოში ჩავავლე და სახლის უკან, ეზოში  გავიყვანე, _შენ, ხვდები საერთოდ ახლა რას მეუბნები? ვხვდებოდი ქალს, რომელსაც დაავადება აქვს და ამის გამო ვიღაც ნაბიჭვარი... 
-  ე, ბიჭო, ბევრჯერ ვცადე შენთვის ეს ამეხსნა, მაგრამ არ მომისმინე.
-  ხოდა მაგ ნაბიჭვარს ვაჩვენებ, როგორ უნდა ქალის გამოყენება.
-  არ გირჩევ, რადგან ვინც ეს უკვე სცადა, დღეს არცერთი აღარ არის არის ცოცხალი.

გაგრძელება იქნება!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები