ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2009


ჩემი იმერეთის გაზაფხული

ბავშვურისმაგვარი
განცვიფრებით,
ქვებდანაოჭებულ ორღობესთან
მზერას მაგებებენ
ნარცისები,
ყვითლად აღვივებენ მოგონებას _
ფერად ოცნებათა
ნამოსახლარს...
ეს ლექსიც ათასჯერ დაწერილა
მელანშეურეველ
წარმოსახვით...
მარტის მზით სხეულებდაბერილი
კვირტები ელიან
უხვ მოსავალს.
თუმცა მოწმენდილი არც ისეა,
ისე გულღია და
ახლოსაა
ცა,
არ მეჩვენება ნაცრისფერად.
მშვიდად მოსეირნე ნაკადული
მდინარევდება და
ჰკარგავს რუებს,
ჩემი იმერეთის გაზაფხული
ჩასუნთქვისთანავე
გაგაბრუებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები