ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2009


ომში დაღუპულ გმირებს!

მრავალი ომი გამოვიარეთ,
არ დაგვიკარგავს მაინც ღირსება,
წლები გავიდა, მიწა ტანჯული,
ისევ ქართველთა სისხლით ივსება.
 
გმირი ხალხი ვართ, უნდა შეიგნონ,
კაცს არ ახურავს ჩვენში მანდილი,
შემოგვინახეთ ეს საქართველო,
პატრიოტები ხართ თქვენ ნამდვილი.

ვაჟკაცები ხართ, თქვენი გმირობის,
არ შეგვიძლია ჩვენ დავიწყება,
თუმცა ომი არ დამთავრებულა,
ნამდვილი ბრძოლა აწი იწყება.

რამდენი ტანჯვა გამოგვატარეს,
ვერ დაგვიკარგეს მაინც ღირსება,
და წლების შემდეგ, მიწა ტანჯული,
ისევ ქართველთა სისხლით ივსება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები