ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: imedi
ჟანრი: პოეზია
6 აპრილი, 2009


ღვთისგან შექმნილი

ღვთისგან შექმნილი
ფაქიზი სულის უკვდავება
რწმენას მიბრუნებს!
გატეხილ გულშიც სათნოების
ჩნდება ფიქრები.
მე ძალზედ მიკვირს-
სევდიანი რატომ მიყურებ?
კდემით მოსილი-
ცრემლიანი შენი ვიქნები.
თუ თვალთა შენთა
სხივის სითბო-
ყინულს გაალღობს.
გულში ნაღველიც დაიშლება,
დაიფერფლება-
და თუ კიდევ გწამს
სიყვარულის ძალა
ამ ქვეყნად-შენ გაგიხდიდი
ჩემი ტანჯული
სულის საფიცრად!
........................
მთვარეზე თუ გაფრინდები-
თან წერილი წაიღე.
იქ დაგხვდება ჩემი სული-
გულის კარი გაუღე!
გულში მაგრად ჩაიკარი-
და იმედიც არგუნე!
და თუ ღმერეთმა გიკარნახის-
უკვდავებაც აპკურე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები