 | ავტორი: ხურსი ჟანრი: პოეზია 9 ნოემბერი, 2025 |
თუ ტაძარს აგებ, ჩათვალე რომ შენი ამწე ვარ, შემწეობისთვის არავისკენ ხელს რომ არ ვიშვერ, ფენიქსს, საფანტით ჩამოვხსნი მზიდან, შენი ყველაზე შავი მშრომელი, რომ მუხლებამდე მოგიჩოჩო რაც მიწერია, წერილი თლილი, მოჩუქურთმებულ კედლების გარდა, რომ ქვა ვარ, ჩემო შავო ზღვაო, მარილმშრობელო, მოტეხილი და ავადგამხდარი, გულში ბრაზს ვიკლავ, მუცელში შიმშილს, და ვგეგმავ კიდევ ბურისით მოცულს, რომელიც მუდამ თან მახლდა და ვერაფრით მღლიდა, თუმც ვერც ვერაფრით შევცვალე და გადავაგვარე, ზნეუცნაურს და ნერვებშიშველს ხმამოცურებულს, დაცხრილული მაქვს ზურგი დანებით, და პირი მშრალი მოწმეს ღალატის, დასისხლულ სიტყვას ვეპოტინები, პირველსუნთქვიდან რომელიც მომდგამს, რაც არ მოხდება, ცალსახაა, ვერ დანებება, კუდმოძუება, არაფრიდან შურისძიების, გულღიაობის დარებებთან ფრთხილი ფოფინი, ვეღარაფერი შემაშინებს, მკვდრეთით აღდგომის ოსტატს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ვცდილობ ???? ვცდილობ ????
1. კლასი არ დაგიკარგავს. :)
თუმცა, ისეთი სახეები მახსოვს შენს პოეზიაში...
კლასი არ დაგიკარგავს. :)
თუმცა, ისეთი სახეები მახსოვს შენს პოეზიაში...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|