ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
21 მარტი, 2009


ტბა


ვერ გეტყვი,
რატომ არ გახსენებს ჩემი ტბა ლოჰნესს...
(ტბა ტბააო, - ასეც ვერ იტყვი),
ჰო, მართალი ხარ,
დილის ნისლი უფრო თხელია,
სამაგიეროდ,
დარდია მძიმე და სპირალივით ეხვევა ხელ-ფეხს...
შებორკილს -
გბორკავს...
ეგაა კიდევ -
დარდიც არის და...
თუკი ლოჰნესი არეკლილი ზეცის ფერია,
ჩემი ტბა მოჰგავს დაქცეულ ღვინოს,
მწყურია? - დავლევ!..
ხანდახან ვბედავ ტბის გულამდე... ჩაშლილი ბადით,
ენდემურ მოჩვენებას დავდევ,
უცნაური სახელით - "იმედი".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები