როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ, გამონაბოლქვად ატყვია ცას აგვისტოს შიში, და სიკვდილამდე მომავალსაც უნახავ მანძილს, ისევ სამშობლოს დაისიზმრებ ქაოსურ ძილში.
და გენატრება ის, რაც ადრე სიმართლე იყო, და გხიბლავს ის, რაც წარმოუდგენელიც კი არის, არ გინდა გძულდეს, მაინც ყველა სინათლეს გილპობს, ყველა გზას გითხრის, ლაბირინთებს ხლართავს პიარი,
რეკლამა ქუჩის, ფასადების, ლამპიონების, და აფიშები დამძაღებულ ნაგვის ურნებზე, ამ ყველაფერთან ერთად, წაგებული ომები, უპირველესად საკუთარი ამაოების
უზომო განცდა, და ისიც, რომ ვიღაც პოეტი გასცდა ყოველგვარ უკიდურეს უსუსურობას, დადგა მომენტი, გაურბოდი რასაც ყოველთვის, უყურებ, რისიც არასოდეს გსურდა ყურება.
სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი, გაგაუცხოვეს, მიგატოვეს შუა ქალაქში, როდესაც თავისუფლებისთვის გაგიჟებაც ღირს, როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ.
ბოლო დროს სუნთქვის ტემპიც ისე გაიშვიათდა, გრძნობ, ობი როგორ მოსდებიათ ფილტვებს კედლებზე, თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
52. გამონაბოლქვად ატყვია ცას აგვისტოს შიში,
წინათგრძნობა იყო ეს :) 555555555555555 გამონაბოლქვად ატყვია ცას აგვისტოს შიში,
წინათგრძნობა იყო ეს :) 555555555555555
51. !!!!......... !!!!.........
50. სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი, გაგაუცხოვეს, მიგატოვეს შუა ქალაქში, სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი, გაგაუცხოვეს, მიგატოვეს შუა ქალაქში,
49. როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ...
როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ...
48. მშვენიერი და პრობლემური ერთდროულად.... მშვენიერი და პრობლემური ერთდროულად....
47. მომეწონა მართლა კარგია........ მომეწონა მართლა კარგია........
46. "..თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს." მშვენიერია თეა.ჩემი მწირი 2 ქულა შენ. მოგიკითხე
"..თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს." მშვენიერია თეა.ჩემი მწირი 2 ქულა შენ. მოგიკითხე
45. "სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი" ზედმიწევნით გამოხატავს თითოეული ჩვენთაგანის მდგომარეობას დღევანდელ, შეშლილ და არეულ სამყაროში. "სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი" ზედმიწევნით გამოხატავს თითოეული ჩვენთაგანის მდგომარეობას დღევანდელ, შეშლილ და არეულ სამყაროში.
44. გაიხარე ნიჭიერო ავტორო! :) გაიხარე ნიჭიერო ავტორო! :)
43. თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს
შეძლებს... თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს
შეძლებს...
42. ბოლო დროს სუნთქვის ტემპიც ისე გაიშვიათდა, გრძნობ, ობი როგორ მოსდებიათ ფილტვებს კედლებზე, თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს.
მენიშნა! :) ბოლო დროს სუნთქვის ტემპიც ისე გაიშვიათდა, გრძნობ, ობი როგორ მოსდებიათ ფილტვებს კედლებზე, თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს.
მენიშნა! :)
41. ,,როდესაც თავისუფლებისთვის გაგიჟებაც ღირს,''.....,,თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს.'' ძალიან ლამაზია და გიჟური! :)
,,როდესაც თავისუფლებისთვის გაგიჟებაც ღირს,``.....,,თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს.`` ძალიან ლამაზია და გიჟური! :)
40. კ ა რ გ ი ა! კ ა რ გ ი ა!
39. თე.. ძალიან.. ძალიან.. მართლა.. თე.. ძალიან.. ძალიან.. მართლა..
38. აბა რა გითხრა... მწარე სიმართლეა :) აბა რა გითხრა... მწარე სიმართლეა :)
37. სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი,
მე ვიყავი მასე გუშინ, თეა....... :) სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი,
მე ვიყავი მასე გუშინ, თეა....... :)
36. მიყვარს თე..
5 მიყვარს თე..
5
35. როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ.
555555555555555 მიყვარხარ თეეეეე როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ.
555555555555555 მიყვარხარ თეეეეე
34. კენდეის,რა რიტმი,რის ბოღმა,რის შური? "ტყვია იწივლებ შურისა თეა.." მორისი ხო გახსოვთ? მაგრამ თეას პოეტურ ტალანტს ვერავინ მოუმსხვრევს ფრთებს! საუკეთესო ხარ!
კენდეის,რა რიტმი,რის ბოღმა,რის შური? "ტყვია იწივლებ შურისა თეა.." მორისი ხო გახსოვთ? მაგრამ თეას პოეტურ ტალანტს ვერავინ მოუმსხვრევს ფრთებს! საუკეთესო ხარ!
33. სალომე, შენგან ცოტა არ იყოს და, მიკვირს რიტმზე საუბარი, რამდენადაც შენს ნაწერებს ვიცნობ. არაუშავს, თუ არ მოგწონს.
გმადლობთ ყველას! სალომე, შენგან ცოტა არ იყოს და, მიკვირს რიტმზე საუბარი, რამდენადაც შენს ნაწერებს ვიცნობ. არაუშავს, თუ არ მოგწონს.
გმადლობთ ყველას!
32. შიში-ძილში და მსგავსი რითმები მთელ ლექსს აფუჭებს არც რიტმი მომწონს, მაგრამ ლექსში სხვა საინტერესო დეტალები რომ იყოს, ასეთ და საერთოდ ყველანაირ რიტმს აიტანდა კაცი. ყველაფერს ემატება ის, რომ ამ რიტმიდანაც არის რაღაც მომენტებში ამოვარდნები. რაღა რჩება... შიში-ძილში და მსგავსი რითმები მთელ ლექსს აფუჭებს არც რიტმი მომწონს, მაგრამ ლექსში სხვა საინტერესო დეტალები რომ იყოს, ასეთ და საერთოდ ყველანაირ რიტმს აიტანდა კაცი. ყველაფერს ემატება ის, რომ ამ რიტმიდანაც არის რაღაც მომენტებში ამოვარდნები. რაღა რჩება...
31. ყვირილია... ყვირილია...
27. თე თე თე ;;) თე თე თე ;;)
26. ეჰ, ნეტავ მარტო ლექსად არ ვიცოდე ჩაწერა ამ ჩემი ''დაჭერილი'' მელოდიების. იქნება მართლა კარგი რამეები გამოსულიყო.
გაიხარეთ, ბიჭებო. ეჰ, ნეტავ მარტო ლექსად არ ვიცოდე ჩაწერა ამ ჩემი ``დაჭერილი`` მელოდიების. იქნება მართლა კარგი რამეები გამოსულიყო.
გაიხარეთ, ბიჭებო.
25. აი, თე მანდ გავუგეთ ერთმანეთის ლექსებს მგონი ზუსტად. მაგ თითქოს დარღვეულ რიტმებში. :) არადა მაგარ მელოდიებს იჭერ, მართლა. აი, თე მანდ გავუგეთ ერთმანეთის ლექსებს მგონი ზუსტად. მაგ თითქოს დარღვეულ რიტმებში. :) არადა მაგარ მელოდიებს იჭერ, მართლა.
24. კი, თეას ეს ახასიათებს, რომ გგონია, რომ მუსიკა ირღვევა და ამ დროს რომ დაუკვირდები, სულაც არ ირღვევა. ამით მომხიბლა სწორედ ამ იმერელმა თავის დროზე. საიდან სად იჭერს მუსიკას... კი, თეას ეს ახასიათებს, რომ გგონია, რომ მუსიკა ირღვევა და ამ დროს რომ დაუკვირდები, სულაც არ ირღვევა. ამით მომხიბლა სწორედ ამ იმერელმა თავის დროზე. საიდან სად იჭერს მუსიკას...
23. სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი, გაგაუცხოვეს, მიგატოვეს შუა ქალაქში, როდესაც თავისუფლებისთვის გაგიჟებაც ღირს, როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ
მაგარია,ისევე როგორც მთლიანობაში.
სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი, გაგაუცხოვეს, მიგატოვეს შუა ქალაქში, როდესაც თავისუფლებისთვის გაგიჟებაც ღირს, როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ
მაგარია,ისევე როგორც მთლიანობაში.
22. თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს. ...შეძლებს_ეჭვიც არ მეპარება!!! თან ღამეს უთევ ლექსს, რომელიც იშვა ახლახან, და გაქვს იმედი, რომ შენს ნაცვლად ყვირილს ეს შეძლებს. ...შეძლებს_ეჭვიც არ მეპარება!!!
21. ''ამოვარდეს'' და ''დავუფიქრდი'' ანუ. ``ამოვარდეს`` და ``დავუფიქრდი`` ანუ.
20. გეთანხმები, ნუც. სწორად უნდა წაკითხვა, რიტმიდან რომ არ ამოვარეს. არადა, არ ირღვევა. მაგ ფრაზას რაც შეეხება, არც დავკვირვებივარ, ისე მოვიდა. ახლა დაუფიქრდი და რავი, სინათლესაც ''გვილპობენ'' მგონი, ყელში ამოსული ბაქი-ბუქით... არადა, როგორ არ მიყვარს ეგ სიტყვა, მითუმეტეს ლექსში.
მომენატრე, ნუც:-* გეთანხმები, ნუც. სწორად უნდა წაკითხვა, რიტმიდან რომ არ ამოვარეს. არადა, არ ირღვევა. მაგ ფრაზას რაც შეეხება, არც დავკვირვებივარ, ისე მოვიდა. ახლა დაუფიქრდი და რავი, სინათლესაც ``გვილპობენ`` მგონი, ყელში ამოსული ბაქი-ბუქით... არადა, როგორ არ მიყვარს ეგ სიტყვა, მითუმეტეს ლექსში.
მომენატრე, ნუც:-*
19. ძლიერი ლექსია, თეა. ოდნავ მძიმეც.
თუმცა ადგილებში რიტმი გამექცა, შეიძლება, მე თვითონ წავიკითხე არასწორი მახვილებით, ამიტომ შენს წაკითხულს მოვისმენ სიამოვნებით.
""სინათლის დალპობა"""კი რაღაც ვერ მივიღე.
მოგეფერე ;;) ძლიერი ლექსია, თეა. ოდნავ მძიმეც.
თუმცა ადგილებში რიტმი გამექცა, შეიძლება, მე თვითონ წავიკითხე არასწორი მახვილებით, ამიტომ შენს წაკითხულს მოვისმენ სიამოვნებით.
""სინათლის დალპობა"""კი რაღაც ვერ მივიღე.
მოგეფერე ;;)
18. ეჰ, რას ვიზამთ...
ანე, მთავარიც ეგაა:-*
მადლობა ყველას! ეჰ, რას ვიზამთ...
ანე, მთავარიც ეგაა:-*
მადლობა ყველას!
17. მე აქ ვიყავი :D
კარგია სიმართლე :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი. მე აქ ვიყავი :D
კარგია სიმართლე :)
საუკეთესო სურვილებით, მაჰათმა განდი. არწივი.
15. არ უნდა წერდნენ თქვენი თაობის პოეტები ასეთებს მაგრამ რა გაეწყობა... ეს შინაარსობრივად. ლექსად კი - მესუსტა შენთვის:) არ უნდა წერდნენ თქვენი თაობის პოეტები ასეთებს მაგრამ რა გაეწყობა... ეს შინაარსობრივად. ლექსად კი - მესუსტა შენთვის:)
14. და გენატრება ის, რაც ადრე სიმართლე იყო, და გხიბლავს ის, რაც წარმოუდგენელიც კი არის, არ გინდა გძულდეს, მაინც ყველა სინათლეს გილპობს, ყველა გზას გითხრის, ლაბირინთებს ხლართავს პიარი, 5
და გენატრება ის, რაც ადრე სიმართლე იყო, და გხიბლავს ის, რაც წარმოუდგენელიც კი არის, არ გინდა გძულდეს, მაინც ყველა სინათლეს გილპობს, ყველა გზას გითხრის, ლაბირინთებს ხლართავს პიარი, 5
13. გამონაბოლქვად ატყვია ცას აგვისტოს შიში, 5555 გამონაბოლქვად ატყვია ცას აგვისტოს შიში, 5555
12. მართლაც რომ ნიჭიერი პოეთეა ხარ:-* მართლაც რომ ნიჭიერი პოეთეა ხარ:-*
11. სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი
ეეე ეგ მჭირს მეც.
კაი მიგნებები გაქვს 5 სახტად დაგტოვეს საკუთარმა ნაბიჯებმაც კი
ეეე ეგ მჭირს მეც.
კაი მიგნებები გაქვს 5
10. ვიმეორებ ნუკრის და როის კომენტარებს. ვიმეორებ ნუკრის და როის კომენტარებს.
9. მესმის შენი ხმა:-* მესმის შენი ხმა:-*
8. ჩუმად ვარ... ჩუმად ვარ...
7. თაბაგარო შენ დარჩები. თაბაგარო შენ დარჩები.
5. პოეტესა ვგიჯდები შენზე, მიყვარხარ პოეტესა ვგიჯდები შენზე, მიყვარხარ
4. როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ. როცა სიტყვებიც გემძიმება, ჩუმად ხარ მაშინ.
2. 5. მენატრები ხოლმე ამოჩემებულად........................ 5. მენატრები ხოლმე ამოჩემებულად........................
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|