ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
24 მარტი, 2009


* * *

გულგრილი დღეა... წუხანდელმა მთვარემ დაგათრო,
მერე გარიჟრაჟს მიგახეთქა ნაბახუსევი,
მზე ისრებივით გაუყარა თვალებს საათმა,
როცა ბავშვობის კადრებს სიზმრად აპაუზებდი.

და გაზაფხული ახმაურდა ჩიტების ენით,
ისე მძაფრად გრძნობ მის სილაღეს ნაალიონევს,
შიშველ ჰაერში დაეძებენ თითები შენი
ძველ მელოდიებს, რომ მოაბან შარმად სტრიქონებს.

ცრემლების გულუბრყვილობასაც ვეღარ იჯერებ,
დაგჩემდა ნოსტალგიურობის კორიანტელი,
ყველაზე ფაქიზ შეგრძნებებზეც წერ გაგიჟებით,
გაფრენილ სუნთქვის რიტმითაც კი ფორიაქდები.

გულგრილი დღეა... გაზაფხულმა მაინც იძალა,
კვირტებად იწყო სურვილების გამომჟღავნება,
შენ დაეძებდი საკუთარი თავის მისამართს,
რომელშიც უკვე გაიღვიძეს ამორძალებმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები