3. როგორც შთაბეჭდილება მექმნება, მისი კომენტარიდან, ავტორს ლექსის ფორმა არა პოეზიისთვის, არამედ გამოუყენებია კერძო მიზნით, კერძო ადრესატს გულისხმობს და არა მკითხველ აუდიტორიას, რომლის წინაშეც გამოაქვს ტექსტი. რაკი ამ შემთხვევაში პოეზიასთან, როგორც ვერბალურ, სიტყვიერ თუ ლიტერატურულ ხელოვნებასთან არ გვქონია საქმე, მე კი მხოლოდ ამ ერთადერთი პოზიციიდან ვუდგები ნებისმიერ პოეტურ ტექსტს, ისღა დამრჩენია, გავიმეორო ვაჟასი - ” მე რა გამგე ვარ მაგისა” და რაკი ჩემს კომენტარებს სხვებიც ელიან და კითხულობენ, გავიხსენო ბესიკ ხარანაულის ერთი ძველი შედევრთაგანი:
ბესიკ ხარანაული
* ლექსები გულის მარაოა, რომლითაც ცეცხლს ვინელებთ და დარდებს გადვიყრით. მათ გამოჩენას თან მოჰყვება მკრთალი ნიავი და ჩვენს დახუთულ სულს ფურცლებად ააშრიალებს. მაგრამ ცეცხლს რამე გაგვინელებს, როცა ზურგს უკან ცხელი სუნთქვა გვესმის ცხოვრების? რა შეუძლიათ ლექსებს? მათი სუსტი ფრთების იმედით მივაღწევთ განა გაღმა ნაპირს, რომ იმედით შემოვსხდეთ ტოტზე და განსაცდელს გამოვუხედოთ? სულის შებერვით, ჭრილობაზე ნაზი ამბორით რას გვიშველიან ტკივილისგან როდესაც ვკივით! რა შეუძლიათ ლექსებს? აბა, ხანჯლად ვინ ჩაბღუჯა ისინი ხელში და ან ფარად ვინ მოიხმარა! როგორც შთაბეჭდილება მექმნება, მისი კომენტარიდან, ავტორს ლექსის ფორმა არა პოეზიისთვის, არამედ გამოუყენებია კერძო მიზნით, კერძო ადრესატს გულისხმობს და არა მკითხველ აუდიტორიას, რომლის წინაშეც გამოაქვს ტექსტი. რაკი ამ შემთხვევაში პოეზიასთან, როგორც ვერბალურ, სიტყვიერ თუ ლიტერატურულ ხელოვნებასთან არ გვქონია საქმე, მე კი მხოლოდ ამ ერთადერთი პოზიციიდან ვუდგები ნებისმიერ პოეტურ ტექსტს, ისღა დამრჩენია, გავიმეორო ვაჟასი - ” მე რა გამგე ვარ მაგისა” და რაკი ჩემს კომენტარებს სხვებიც ელიან და კითხულობენ, გავიხსენო ბესიკ ხარანაულის ერთი ძველი შედევრთაგანი:
ბესიკ ხარანაული
* ლექსები გულის მარაოა, რომლითაც ცეცხლს ვინელებთ და დარდებს გადვიყრით. მათ გამოჩენას თან მოჰყვება მკრთალი ნიავი და ჩვენს დახუთულ სულს ფურცლებად ააშრიალებს. მაგრამ ცეცხლს რამე გაგვინელებს, როცა ზურგს უკან ცხელი სუნთქვა გვესმის ცხოვრების? რა შეუძლიათ ლექსებს? მათი სუსტი ფრთების იმედით მივაღწევთ განა გაღმა ნაპირს, რომ იმედით შემოვსხდეთ ტოტზე და განსაცდელს გამოვუხედოთ? სულის შებერვით, ჭრილობაზე ნაზი ამბორით რას გვიშველიან ტკივილისგან როდესაც ვკივით! რა შეუძლიათ ლექსებს? აბა, ხანჯლად ვინ ჩაბღუჯა ისინი ხელში და ან ფარად ვინ მოიხმარა!
2. შემიძლია მხოლოდ გითხრათ "გამგებმა გაიგოს" შემიძლია მხოლოდ გითხრათ "გამგებმა გაიგოს"
1. ვიტყოდი, რომ საინტერესო ჩანაფიქრია, რომ არ მახსოვდეს ნახევარი საუკუნის წინანდელი ლექსი ვახტანგ ჯავახაძისა. ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ავტორი ირიენტირებულია რაღაც ახლის მიგნებისაკენ, რაც უკვე ძალიან კარგია! მეჩვენება, რომ სათაური - აცდენილია პოეტური ტექსტის სტრატეგიას ველი უკეთესობებს! ამჯერად - შეფასების გარეშე.
ვახტანგ ჯავახაძე
ბატონი არავინ
იუბილარის სავარძელს ცალკე დაუდგეს კარავი და ყვავილების კარავში დასვეს - ბატონი არავინ.
ზოგმა ადრესი მიართვა, ზოგმა ზეპირად ინება, აქებდნენ ბატონ არავის - ბატონი არავინები.
ერთმა ექსპრომტიც მიუძღვნა, სახუმრო და საქილიკო, ქალბატონ არავინას და პატარა არავინიკოს.
ბოლოს, როდესაც დაწყნარდნენ და ტაშიც დაცხრა ცოტათი, ადგა ბატონი არავინ - დუმილის დიდი ოსტატი,
დუმილით დაადასტურა თავისი დარდიმანდობა და სავსე დარბაზს აჩუქა სამმარცვლიანი: მა-დლო-ბა!
… დირექტორი კი ფიქრობდა დღევანდელ შემოსავალზე და თვალებს ვერ აშორებდა - ორგზის ცარიელ სავარძელს. ვიტყოდი, რომ საინტერესო ჩანაფიქრია, რომ არ მახსოვდეს ნახევარი საუკუნის წინანდელი ლექსი ვახტანგ ჯავახაძისა. ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ავტორი ირიენტირებულია რაღაც ახლის მიგნებისაკენ, რაც უკვე ძალიან კარგია! მეჩვენება, რომ სათაური - აცდენილია პოეტური ტექსტის სტრატეგიას ველი უკეთესობებს! ამჯერად - შეფასების გარეშე.
ვახტანგ ჯავახაძე
ბატონი არავინ
იუბილარის სავარძელს ცალკე დაუდგეს კარავი და ყვავილების კარავში დასვეს - ბატონი არავინ.
ზოგმა ადრესი მიართვა, ზოგმა ზეპირად ინება, აქებდნენ ბატონ არავის - ბატონი არავინები.
ერთმა ექსპრომტიც მიუძღვნა, სახუმრო და საქილიკო, ქალბატონ არავინას და პატარა არავინიკოს.
ბოლოს, როდესაც დაწყნარდნენ და ტაშიც დაცხრა ცოტათი, ადგა ბატონი არავინ - დუმილის დიდი ოსტატი,
დუმილით დაადასტურა თავისი დარდიმანდობა და სავსე დარბაზს აჩუქა სამმარცვლიანი: მა-დლო-ბა!
… დირექტორი კი ფიქრობდა დღევანდელ შემოსავალზე და თვალებს ვერ აშორებდა - ორგზის ცარიელ სავარძელს.
|