ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2026


***

      ზომიერება

უფლის ძარღვებგამოვლილმა იცის ღვინომაც:
თუ სავსე არ ხარ - აძმარდები,
ხოლო, თუ ზღვარი ვერ შეიგრძნე,
ფუჭად, ამაოდ გადმოიღვრები.


    დედამიწის დარდი

მხოლოდ მსუბუქად შევიბერტყე
ტექტონიკური ჩემი ბეჭები.
ვერ შევნიშნე, თუ რამე გავნე.
ვერც შენ გაიგე,
როგორ დადუმდა ჭრიჭინების
სიცოცხლის ქორო,
როცა მოედნის მოსაწყობად
გადათხარე დიდი მინდორი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები