ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არ-შემდგარი პოეტი
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2026


სიტყვა

სიტყვა. "პირველითგან იყო სიტყვა" და ის გაირითმა,
როცა რითმა გამოჩნდა, ქაოსი თავში — გაირინდა.

სიტყვა სიტყვას ემატა, აზრი გახდა წინადადება,
და მადლის ქნას რა აზრი აქვს, რა იცი, წინ რა დაგხვდება?

განვითარება მინდოდა, მოჰყვა ევოლუცია,
ძველად მცდარი მორალის ბოდვამ, ცოდვა ბევრს რომ უწია.

თუ კი ქაოსია სიწყნარე, სიწყნარეა ქაოსი,
ერთი იქცა ოცად, შეუცნობლის შეცნობით გაოცდი.

სამყარო ყოფილა ამოუცნობი, ნიშანი კითხვის,
შეცნობა ვიწყე თავით, თავში რითმა ვიცანი სიტყვით.

ვერ დავსვი მძიმე, მძიმე რომ სიმძიმით აქეთ დამესვა,
წერტილი ერთი ვერ დავსვი, ხელი სამისკენ გამექცა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები