ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
26 მარტი, 2009


***

პოეტი
გაზაფხულის ხესა ჰგავს:
ფესვებში_ტკივილი,
ტოტებზე_ყვავილები.

***
მოვიდა სიყვარული
და სიცოცხლემ სიკვდილთან ერთად
გაუღო კარები
ყველაზე მშვენიერი ტაძრისა.

***
სახეზე უფლის დარდი ეწერა
და მისთვის თვალის გამსწორებელი
იყო იშვიათი,ვით ყვავილი
მოთიბულ მინდორზე...



ღმერთის ხელებით გააღებს
-------------------------------
უდაბნოებზე დაგიფენს
ოქროს წამწამა ყანებსა,
ცის ბილილებით მოგირთავს
გალავნებსა და ბანებსა,
ღმერთის ხელებით გააღებს
მაგ შენი გულის კარებსა,
შევა და აღარ გამოვა,
გაგტანჯავს,გაგახარებსა,
სივრცეებს გაგისხივოსნებს
მზის გაღმა მოკამკამესა...

და გვიან,
ბოლო წყაროსთან
ის დაგიხუჭავს თვალებსა.



ვით უფლის პეშვზე მტევნები
---------------------------------
მიეთბო,მიეღიმილა,
ხმებში ხარობდნენ ფერები,
ვისღა ახსოვდა მოწყენა
უერთმანეთო თენების,
ერთმანეთს ისე შვენოდნენ,
ვით უფლის პეშვზე მტევნები,
მკლავების წრეში ბრწყინავდა
თავდავიწყების ცრემლები...

და გულებიდან ისმოდა
გალობა ბედნიერების.

 

ერთგულება
--------------
განსაცდელის ჟამი თუ დაუდგათ,
ერთმანეთს ისე ჩაეჭიდებიან
და მიენდობიან,
როგორც მიწისძვრისას კედლები.

***
სიყვარული ასი წლის შემდეგ
იმ ხეს ხომ არ დაემსგავსება,
ორიოდე ფოთოლიღა რომ შემორჩენია.

ბედისწერა
--------------
ეს კოშკი მე ავაგე
და ვეღარ გამოვდივარ
და გარეთაც არავინაა
მისი მძიმე კარის გამღები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  natinat ვულოცავთ დაბადების დღეს