ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
21 აგვისტო, 2026


კატური სონეტი პედროს


#ლექსები
ნინო დარბაისელი

კატური სონეტი პედროს

სადაც  წავედი,
ყველგან დამხვდა შენგვარი, პედრო!
ვამბობ, რა,  ყბედი!
შენ  - კატობა  რად დაგაყვედრო?

გაქებ ტორიანს,
ყველგან როგორ  გამომეძურწე.
მთელს ისტორიას
ოქროს აკვანს შენ როგორ ურწევ?

ზოგან  - წითური,
ზოგან -  შავი, უფრო - ჭრელები.
“ნუ ხარ ბითური,
სენს შეგყრიან -  აუცრელები!”

სუყველგან კატა!
ეს კანტატა  რას მიემატა?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები