ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2026


რომანტიკა?


რომანტიკაა?


ჩემი ბაღის აყვავებას თუ ვეღირსე,
ალუბლის ხე პატარძლად თუ ვიხილე,
სისხლისფერი მისი წვენი თუ ვიგემე,
შემიძლია იქით წყნარად წავიდე.

არც ბაღი მაქვს, არც ალუბლის ხე დამირგავს,
მომწონს შენი დაკოჟრილი ხელები,
ყველაფერი მგონი წინ მაქვს, ბაღს ვიყიდი
ხეს დავრგავ და აპრილს დაველოდები.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები