ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2026


სიყვარულო...

გამარჯობა, სიყვარულო, შენი!
მიხარია, კიდევ ერთხელ გნახე...
ლამაზი ხარ, ყველაფერი გშვენის,
მინდა მუდამ გიბრწყინავდეს სახე.

ვიცი: ბევრს შურს სიყვარულო ჩვენი,
შურით უცქერს შენს ტან-ფეხს და თვალებს...
შური არის მათი განაჩენი,
მე კი ვლოცავ შენი ეშხით მთვრალებს.

2026

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები