ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანაბელი25
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2026


შიში


შიში
                                            (ახალი)


ჩვენ გვეშინია, ჩვენ გვეშინია
არ ვიცით ვისი.
ჩვენ გვეშინია, მნიშვნელობა
      არა აქვს რისი.
დილა თენდება, გვეშინია
დღეს რა იქნება?
შეშინებულა ჩვენი შიში
და მხრებს იჩეჩავს.
თვალდაჭყეტილი ჩვენი შიში
კვლავ რომ თან გვახლავს,
სულ მისხალ-მისხალ შეაგროვა
ჩემმა თაობამ.
მაგრამ ერთხელაც აღარაფრის
რომ შეგვეშინდეს?
შეშინებულ შიშს რაღა ვუყოთ?
ხომ არ გავუშვებთ.
ვინ შეიკედლებს, ვინ შეხვდება,
არ შეეშინდეს.
შიშის გარეშე აღარ გვინდა,
კვლავაც გვაშინეთ.

ჰა, შეგვაშინეთ.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები