 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 1 ოქტომბერი, 2026 |
არის! ასრულდა ოცნება! კომპოზიტორ ვახტანგ რაქვიაშვილის მიერ ტაო-კლარჯეთზე სიმღერა დაიწერა! ტექსტიც ბატონ ვახტანგს ეკუთვნის!
https://www.facebook.com/reel/889177680445578
სულ მიკვირდა და გაოცებული ვიყავი: ჩვენი ლეგენდარული კომპოზიტორებიდან რატომ არავინ დაწერა ტაო-კლარჯეთზე სიმღერა, გასულ საუკუნეშიც იწერებოდა ტაო-კლარჯეთზე ლექსები ჩვენი სასიქადულო პოეტების მიერ!
ეს მამულიშვილური საქმე ბატონმა ვახტანგ რაქვიაშვილმა იკისრა და მშვენივრად გაართვა თავი. დარწმუნებული ვარ, ბატონ ვახტანგს სხვა კომპოზიტორებიც მიბაძავენ.
რამდენიმე დღის წინ კი ეს სიმღერა აღმოვაჩინე, ტექსტი და მუსიკა ნათია ჯიმშელეიშვილს ეკუთვნის, თვითონვე ასრულებს. ძალიან მომწონს, სიმღერაც, ლექსიც და შესრულებაც. გული სიამით მევსება, როდესაც ტაო-კლარჯეთზე ლექსებს ვკითხულობ და ახლა სიმღერებსაც ვუსმენ.
https://www.facebook.com/reel/1545590780673851
ტაო-კლარჯეთზე ლექსების მთელი ციკლი მაქვს შექმნილი. ჩემი ლექსები (და ასევე ჩემი მეგობრების ლექსები) კომპოზიტორ მიხეილ ზაქარიაშვილისთვისაც მაქვს გაგზავნილი. ბატონმა მიხეილმა მითხრა: ,,შევეცდები მუსიკა მოვარგო შენს მიერ გამოგზავნილ რომელიმე ლექსსო“. დარწმუნებული ვარ, ბატონი მიხეილ ზაქარიაშვილიც მშვენივრად გაართმევს თავს ამ მამულიშვილურ საქმეს. კიდევ ბევრი ლექსია ასამღერებელი ტაო-კლარჯეთზე. დაე, ხელოვნებაში მაინც ცოცხლობდეს ეს ჩვენი ისტორიული კუთხე!
პატივისცემით - ოთარ რურუა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|