ამ საყდარში დარცხვენილი ჩიტი გალობს, იმ საყდრებში ბომბი გდია და თან ელავს, ვინც წავიდა საშოვარზე ისიც წვალობს, ზღვა შავია და შავეთის ფიქრით ღელავს,
ამ საყდარში სიყვარული ისევ სუფევს, იმ საყდარში გველებს უთხრეს უბიწობა, დავდივარ და კვლავ მოველი ისევ ნუგეშს, დამრჩა წვიმად ამ სიტყვების უვიცობა,
ამ საყდარში მონარქია მშვენიერი, იმ საყდარში მონარქები მოუკვლიათ, ერი კი გვყავს ამით ისევ ბედნიერი, თავისთვის რომ ვერა ვეღარ მოუვლიათ,
ამ საყდარში განდევნილი მიმიკები, იმ საყდრისთვის შვება არის,გალაღება, ამის მთქმელი აბა მითხარ ვინ ვიქნები, მშველის ლოცვა ამ ლოცვების ყურად ღება,
ამ საყდარში არ მიდიან პოეტები, ან თუ ვინმეს გულიანი სიტყვა მოხვდა, დაიწერა უჩემოდაც სონეტები, დარჩა წვიმად ეკლესია და ცა მოთქმად...
თ.გუბელიძე
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. უფრო სწორად შევეცადე
უფრო სწორად შევეცადე
6. მადლობა მუხა,შევეცდები მადლობა მუხა,შევეცდები
5. კარგი აღქმადი ლექსია. კარგი აღქმადი ლექსია.
4. მადლობა კრიტიკოს... მადლობა კრიტიკოს...
3. საინტერესოა საინტერესოა
2. მადლობთ როლანო შეფასებისთვის... იმედია საყდარი ყველასთვის შვებაა,დანარჩენს ეშველება ჩემი აზრით... მადლობთ როლანო შეფასებისთვის... იმედია საყდარი ყველასთვის შვებაა,დანარჩენს ეშველება ჩემი აზრით...
1. ამ საყდარში არაფერი გვეშველება, იმ საყდარში გაგვიმართლებს იმედია +5 ამ საყდარში არაფერი გვეშველება, იმ საყდარში გაგვიმართლებს იმედია +5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|