მომზადება
სრული წიგნი იხილეთ ბმულზე https://pilolit.wordpress.com/2026/01/30/%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%ac%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98-2/
იცით რა იყო უცნაური ამ დღის ბოლოს? ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძილი მქონდა არეული, ბევრი უძილო ღამეებიც მქონია. ხშირად არც ფსიქოლოგის დანიშნული საძილე საშუალებები არ მშველოდა და მთელი ღამე ან ტელევიზორის ყურებაში გამიტარებია, ან ქსელში უაზრო ინფორმაციების კითხვაში (და მიუხედავად ამისა ასეთი მნიშვნელოვანი ამბები არ ვიცოდი). იმ საღამოს როდესაც მივიღე გადაწყვეტილება რომ პლანეტიდან მივდიოდი განუსაზღვრელი ვადით, ღამე მშვიდად დამეძინა. ხო და ალბათ კარგი გამოძინების გამო, თუ ბოლოს და ბოლოს ჩემში პასუხისმგებლობამაც და ინჟინრის ინტუიციამაც ერთბაშად გაიღვიძა, დავიწყე საკითხის შესწავლა. პირველი მოვიძიე ჩემი მიწის შესახებ ყველა სახის ინფორმაცია. გამიხარდა ვირტუალურად დათვალიერების საშუალება იყო. გულს კი შემომეყარა ეგრევე, ხრიოკი უდაბნო დამხვდა. სადაც აქა იქ ქვიშიდან წვეტიანი ქვები იყო ამოშვერილი. მერე მოვიძიე გეოლოგია, იქნებ რამე სასარგებლო წიაღისეული ყოფილიყო აღნიშნული. კიდევ ერთი იმედგაცრუება ვიგემე. ჯერ რომ სიღრმისეული გეოლოგია ამ ტერიტორიაზე ჩატარებული არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში პატაკი არ იყო თანდართული, მერე კიდევ ზედაპირული რაიონული გეოლოგიის მიხედვით არანაირი სასარგებლო წიაღისეული ამ რაიონში არ მოიპოვებოდა. მივხვდი რომ ჩემით ამ მიწას ვერაფერს ვუზავდი. ფაქტია სერიოზული ცხოვრებისეული შეცდომა დავუშვი, რად უნდა დიდი ფილოსოფია რომ გროშებად წესიერ რამეს არვინ გაყიდის. გინდაც ის სამყაროს კიდეზე იყოს. მაგრამ ახლა უკვე გვიანია ამაზე დარდი. რაღაც უნდა გავაკეთო. თუ კი მანდ სასარგებლო წიაღისეული არ მოიპოვება, სხვა რა შეიძლება გაკეთდეს? აშკარაა მესაჭიროება პროფესიონალების დახმარება. ქსელში მოვიძიე ჩემი ანკეტა, რითაც შესყიდვა განვახორციელე. იქვე მითითებული იყო უამრავი რესურსები, სადაც მოგცემდნენ რჩევებს როგორც ბიოლოგები, ასევე პლანეტოლოგებიც, გეოლოგებიც და ასე შემდეგ. რაც მთავარია ყველა კონსულტაცია სახელმწიფოს ხარჯზეა. აქვე იყო მითითებული რომ კარგს ვიზავდი თუ კი პროცესის ეფექტურობისთვის დავიქირავებდი პირად კურატორს. ან ვიყიდდი დროიდს შესაბამისი განხრით. საიტზევე იყო ფორუმიც. სადაც შევისწავლე სხვა მონაწილეების კომენტარები. ყველა ერთხმად აღნიშნავდნენ რომ დროიდი აუცილებელია. რომ დროიდის გარეშე ვერაფერს გახდები სადაც არ უნდა წახვიდე. თან ზოგს რამდენიმეც ყავდა. იქვე მითითებული იყო მოდელები რომლებიც გამოდგებოდნენ. მე პირადად არასოდეს დროიდი არ მყოლია. ან რაში უნდა დამჭირვებოდა აქამდე? საიტზევე იყო გაწერილი დროიდების რეიტინგებიც. ყველაზე დიდი რეიტინგით გამოირჩეოდა მოდელი REB745. სხვა მოდელებისგან იმით განსხვავდებოდა რომ დიდი მეხსიერების ბლოკი ჰქონდა. შეეძლო ონლაინ რეჟმში ემუშავა ყველა ტიპის ქსელთან. მაქსიმალურად ადამიანური ხასიათი ჰქონდა პროგრამაში. შეგეძლო გამოგეყენებინა ყველანაირ სიტუაციაში, სამზარეულოდან დაწყებული რადიაციული დაბინძურების ეპიცენტრში ლიკვიდატორის ჩათვლით. მისი მექანიზმები -70 დან +80 გრადუს ტემპერატურულ დიაპაზონში მუშაობის საშუალებას იძლეოდა. შეეძლო ყოფილიყო ერთბაშად ძიძაც და ობიექტის შეიარაღებული დაცვაც. გარეგნულად ადამიანის ფორმები ჰქონდა. კევლარის და ნახშირბადოვანი შენადნობების წყალობით, ადამიანთან შედარებით არც ისე მძიმე იყო. ხოლო ენერგო ბლოკის მოცულობით შეეძლო 2000 საათი დამუხტვის გარეშე ინტენსიური მუშაობა. თუმცა ეს შერჩევით იყო, თუ კი პორტატულ მინირეაქტორს ჩაუდგავდი დამუხტვის საჭროებაც არ ექნებოდა. მაგრამ საკმაოდ ძვირი გამოვიდოდა მისი კომპლექტი. ბევრი არც მიფიქრია, მწარმოებლის საიტზე გადავბარგდი და შეკვეთის ფურცელი გავხსენი. სასიამოვნო სიურპრიზი დამხვდა, თუ კი ჩემი მიწის კოდს მივუთითებდი სახელმწიფო ბიუჯეტი ნახევარ თანხას მიფარავდა. პარალელურად სხვა უამრავი აზრი წავიკითხე თუ როგორ დავგეგმო ჩემი მომავალი ახალ მიწაზე. მთელი აზრი რაც გამოვიტანე იყო შემდეგი. პირველი ვარიანტი თუ მიწა ვარგისია, ყველაზე მარტივია მიწათმოქმედება. იმიტომ რომ საკვები პროდუქტი მუდამ საჭიროა. ყოველთვის გაიყიდება. ფაქტია რომ პროდუქტები აქამდე დეფიციტია და ბევრ სამყაროში მოსახლეობის საკვებით დაკმაყოფილება პრობლემას წარმოადგენს. იგივე თუნდაც ეს პროგრამა სახელმწიფომ სწორედ მაგიტომ შეიმუშავა რომ, საჭმლით მომარაგების პრობლემები დაწყებულა შიდა რგოლებში. თუმცა ჩემი მიწის სურათებიდან გამომდინარე იქ რამის მოყვანა... მეორე ვარიანტია თუ კი არის რამე სასარგებლო წიაღისეული ის მოიპოვო. ამ მომენტისთვის იმ მიწაზე ყოფნაც არაა საჭირო. მთავარია მოიძიო შესაბამისი კომპანია რომელიც ადგილობრივად მუშაობს უკვე და ხელშეკრულება გაუფორმო. შემდეგ შეგიძლია წახვიდე სადაც გინდა. ჩემს შემთხვევაში ესეც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. არ არის საკმარისი გეოლოგიური მონაცემები ამ მიწაზე. მესამე ვარიანტი თუ კი ეს მიწა რომელიმე ქალაქთან არის ახლოს, შეგიძლია ააგო რამე საწარმო, რომლითაც ქალაქისთვის საჭირო პროდუქციას დაამზადებ. მე როგორც ინჟინერს ერთი მომენტი ეგ დამიჯდა ჭკუაში. მეოთხე ვარიანტი თუ კი ძალიან ახლოს იქნება რომელიმე ქალაქთან, თან თუ კი ის ქალაქიც მზარდია, შეგიძლია სახელმწიფო სუბსიდირების გამოყენებით სამშენებლო საქმიანობა აწარმოო ამ ადგილას და ახალ მოსახლეებზე გაყიდო შენი აგებული სახლები. ჩემი მიწის მახლობლად მართლაც არის აღნიშნული ქალაქი მცირეოდენი მოსახლეობით, ასე რომ ამაზე დაფიქრებაც ღირდა. კიდევ უამრავი სხვა ვარიანტები იყო რომელიც შეგეძლო განგეხორციელებინა შენს საკუთრებაში. ამ მოძიებაში კი გამივიდა რამდენიმე დღე. საღამოს ფიქრებში გადაღლილს მეგობარმა მომაკითხა, წავიდეთ გავისეირნოთ ერთიორი ყლუპი ლუდიც ჩავისხათ ხახაში და განვიმუხტოთო. სიამოვნებით გავყევი. როდესაც მოვუყევი რაც მჭირს, ჯერ გაიცინა ეგონა ვხმრობდი, მერე სერიოზული სახით მიყურებდა და... - არ დაგიმალავ, მეგონა რომ თვითმკვლელობით დაასრულებდი სიცოცხლეს ისე იყავი ბოლო პერიოდი. ახლა გიყურებ და მგონი ჭკუიდან შეცდენილხარ... - გეთანხმები. გაუაზრებელი ნაბიჯი გადავდგი. - ვააახ ზუუ... გადამრევ რა. რო აირიდო ეგ პასუხისმგებლობა არ გინდა? - როგორ უნდა ავირიდო? სახელი გვარი გადავიკეთო, აიდი ნომერი შევიცვალო, თითის ანაბეჭდები გადავიკეთო თვალის ფერთან და ბადურასთან ერთად? - არა, წესიერი იურისტი ვიპოვოთ და იქნებ რამე გამოსავალი იყოს. არ გიფიქრია ამაზე? სიმართლე ითქვას არ მიფიქრია. და რომ დავფიქრდი არ მომეწონა აზრი. ისე მქონდა უკვე აკრეფილი ინერცია რომ, კიდევ აქ დარჩენა მართლა აღარ მინდოდა. - არა რა ვიცი, მეც მინდა წასვლა სიმართლე გითხრა. თანაც ხო არ ვკვდები, სხვაგან გადავდივარ საცხოვრებლად, აქა იქა ჩამოვალ ხოლმე. - კაი ერთი სად ჩამოხვალ, აქვე მაინც იყოს, 6000 პარსეკი. მარტო რამდენი წელი უნდა იფრინო იქამდე? ენკი გახსოვს? - რომელი ენკი? - იურისტი ძმაკაცი რომ მყავს. იმასთან მივიდეთ, არ არსებობს გამოსაძვრომი არ იპოვოს. - მოიცა... მოიცა ძმურად. არ მინდა. მართლა არ მინდა. გადაწყვეტილი მაქვს უკვე. - და როდის მიდიხარ? - წელიწადი მაქვს მოსამზადებლად. დროიდიც შევუკვეთე უკვე. - ეუუ, რატო არ მითხარი ბიჯო? იმედია მრავალ ფუნქციური დროიდია. - კი ბლომად ფუნქციები აქვს, გინდა რეაქტორში შეუშვი გინდა ცეცხლ... - რეაქტორი და ცეცხლი კი არა... იქ ქალს სად ჯანდაბაში იშოვი? აქედან არავინ მიგყავს, ან რომელი ჭკუათმყოფელი დაგთანხმდება ასეთ სიშორეზე წასვლაზე? ხო და მარტომ რა უნდა ქნა? - გადი გადიიიი... აუუუუ - თან მეცინება თან ლამის დავწიხლო ისე გავბრაზდი. ის კიდევ კვდება სიცილით. კვირის ბოლოს, სახლში მისულს კარებთან რობოტექნიკის მწარმოებელი ქარხნის წარმომადგენელი დამხვდა. - ზუბუ ხათ? - დიახ. - მე სმიტი ვარ, თქვენთვის ამანათი გვაქვს, თუ შეიძლება თქვენი ხელმოწერა დაგვიდეთ - და მაწვდის თავის პლანშეტს. ოჰო... ასე მალე? 5 დღეც არაა გასული. - მოიცათ, რამე შეცდომა ხომ არაა? ასე მალე? სულ რაღაც 5 დღის უკან შევუკვეთე და თან მომწერეს ჩემი შერჩეული კომპლექტაცია ინდივიდუალურად დამზადდებაო. პლიუს როგორც ვიცი თქვენი საწარმო სხვა პლანეტაზეა. - დიახ, მაგრამ ნამზადები ყველგან გვაქვს წინასწარ გაგზავნილი, ხო და თქვენი შერჩეული კომპლექტაცია მარტივად შეგროვდა აქვე. როგორც მითითებული გქონდათ სარემონტო პაკეტიც მოგიტანეთ სრული კომპლექტი. - დიდი მადლობა. - სანამ ხელი მოვუწერე მტვირთავმა დროიდებმა კონტეინერი შემოიტანეს სახლში. - გავითვალისწინეთ თქვენი მდგომარეობა რომ შორეულ მგზავრობას აპირებთ, ამიტომაც დროიდის კონტეინერი მრავალ ფუნქციურია, როდესაც მას ამოფუთავთ, შეგიძლიათ იქ თქვენი ბარგი განათავსოთ. ჰერმეტულია და დაცულია მაღალი და დაბალი ტემპერატურებისგან. დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ბატონო ზუბუ რომ ჩვენი კომპანია აირჩიეთ, წარმატებას გისურვებთ ახალ მიწაზე. - სმიტმა ხელი ჩამომართვა და წავიდა თავის დროიდებთან ერთად. როდესაც გავხსენი კონტეინერი შიგნით გამორთული დროიდი დამხვდა, რომელსაც მკერდზე ჩართვის და დამარქაფების ინსტრუქცია ქონდა მიმაგრებული. სწორედ მაგ დღიდან მყავს რებუ. ჩართვის მერე მთელი დღეღამე განახლება მიმდინარეობდა. შემდეგ დაწვრილებით გამომკითხა სავარაუდო მოვალეობები. როდესაც გაიგო რაც ხდებოდა რჩევაც მომცა. პირველი ვინც უნდა გვენახა იყო პალნეტოლოგი. სიაც წარმოადგინა ჩემს ირგვლივ ლოკაციაზე რამდენი პლანეტოლოგი იყო და რეიტინგებით ყველაზე მოთხოვნადი რომელი იყო მათ შორის. ავარჩიეთ სპეციალისტი კეინი, რომელთანაც ერთად მივედით მეორე დღესვე. პლანეტოლოგმა როდესაც შეისწავლა ჩემი მიწა, კეფა მოიქექა. გადმომხედა და... - ეს მიწა რატომ იყიდეთ? - შემთხვევით. - მესმის შემთხვევით მაღაზიაში მაკარონებთან ერთად ლატარიის ბილეთი შემოგაპარონ, ან საღეჭი რეზინი და არა მიწა 6000 პარსეკს იქეთ. - მოდით არ გვინდა ამაზე, ადამიანურად, ჩემი გამჭირვებია. შეგიძლიათ მირჩიოთ რამე... - ალბათ მთვრალი იყავით მაგ დროს. იმედია გროშები გაქვს მიცემული. თუ საიდუმლო არაა რა დაგიჯდათ? - მნიშვნელობა აქვს? თუმცა რა პრობლემაა, 50 პესო. - რა ამბავია? 20 სენტაბოსაც არ გადავიხდიდი ამ რაღაცაში. - ასე ცუდადაა საქმე? - წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია. ეს ადგილი არის ქალაქ 7566BF თან ახლოს. თავად ეს ქალაქი კი არა, პლანეტაც მხოლოდ მსჯავრდებულებითაა დასახლებული, მერე კიდევ, მაგ ქალაქის დანიშნულებაა მის მახლობლად არსებული ანაფტანიუმის მოპოვების კარიერის მომსახურება. და თუ აქ არსებულ მონაცემებს დავუჯერებთ მოპოვების საქმიანობა ნელნელა დასასრულისკენ მიდის, იმის გამო რომ შეზღუდული რაოდენობით იყო თავიდანვე ეს მინერალი მაგ ადგილას. ანუ როდესაც ეს იქ გათავდება, ქალაქს დახურავენ კარიერებთან ერთად. ეს კიდევ მოხდება მაქსიმუმ 5 ციკლის შემდეგ. - მესმის... შემეშალა, რას მირჩევთ ეგ მითხარით. იურიდიულად უარის თქმა უკვე აღარ გამომივა... - ამიტომაც არ უნდა გააკეთო არაფერი დალეულზე. აგერ მე ცოლი მოვიყვანე სიმთვრალეში და ბოლო 10 წელი ჯოჯოხეთად მიქცია - თან ხელით მაგიდაზე დადებულ სურათზე მიგვითითა, სადაც ის, მისი მეუღლე და 4 ბავშვი იყვნენ. - სურათს თუ დავუჯერებთ... ბედნიერი ჩანხართ - არ შევეპუე. - ოჰჰ... - ამოიოხრა პლანეტოლოგმა და მონიტორებს მიაშტერდა - აი რა გირჩიო თუ ვიცოდე. პროფესიით რა ხარ? - ინჟინერი გალხავარ. კოსმოსური ხომალდების მშენებლობის დარგში. - რა თავს იკლავდი მერე, მშვენიერი პროფესი... - გეხვეწებით, სხვებიც საკმარისად მკიცხავენ. თქვენ საქმე მირჩიეთ რამე. - საქმე... - გადმომხედა გვერდულად - ამ პლანეტაზე იცი რომ მცენარეული საფარი ძალიან ცოტაა? - თავი დავუქნიე - თავად მიწაში არაფერი არაა გეოლოგიური მონაცემებით, თუმცა სიღრმისეული კვლევა არაა გაკეთებული, მაგრამ მეეჭვება იქ მყოფ კომპანიას ეგ გამორჩენოდა. სავარაუდოდ წყალიც არაა. თავად ამ პლანეტის ისტორიაც.. მოიცა აბა კარგად ვნახოთ რა წარსულის მქონეა. მან ჰოლოგრამა ჩართო, სადაც ამ ვარსკვლავის სისტემა გამოისახა. გამოსახულებაში პლანეტები აჩქარებულად მოძრაობდნენ თავისი ღერძების და ვარსკვლავის გარშემო. ზემოთ ეწერებოდა წლები უკუ ათვლით. უცბად ყველაფერმა არევ დარევა დაიწყო, სადღაც 20 000 წლის წინანდელ პერიოდში სერიოზული არეულობა იყო ამ ვარსკვლავთან და მიზეზი კი მოხეტიალე თეთრი ჯუჯა იყო რომელმაც ჩაიარა დიდი სისწრაფით და კოსმოსში სვლა განაგრძო. უცნაური ის იყო რომ თავად ჩემი პლანეტაც მანამდე ცალკე ორბიტაზე ყოფილა, როგორც დამოუკიდებელი სხეული. ხოლო ზედაპირი სადღაც 60% ით წყლით დაფარული ქონია. ამ კატასტროფის შედეგად ჯერ რომ წყალი დაუკარგია და ამჟამად სულ რაღაც 30% მდეღა იყო ოკეანის ზედაპირი, პარალელურად გაზის გიგანტის ტყვეობაშიც აღმოჩნდა და მის მთვარედ იქცა. რის გამოც მანამდე არსებული კლიმატი სრულიად შეცვლილა. - ჰმმ... კატასტროფა გავლილი პლანეტაა. მაგიტომაც არის პრობლემები. კლიმატური კვლევების მიხედვით კონკრეტულად შენს რეგიონში საკმაოდ არასტაბილური გარემოა. - კი მაგრამ რბილი კლიმატიო ასე წერია საბუთებში - ეგ ძირითადად, მაგრამ აქვს გარკვეული ანომალიები. სავარაუდოდ გაზის გიგანტის გამოა, ამ ანომალიის დროს ან ძალიან ცხელა ან ძალიან ცივა სულ ცოტა ხნით. აი შეხედე - მაჩვენებს პლანეტის მწვანით დაფარულ ზონას. - აქ რატომღაც არაფერი მსგავსი არ ხდება, ამიტომაც არის შემორჩენილი მცენარეული საფარი. თუ ყიდულობდი რატომ აქ არ იყიდე რამე? - ბატონო კეინ, შემთხვევით ვიყიდე. აუქციონზე ვითამაშე, პირველი რაც შემხვდა ის ავიღე. არც არაფერი მის შესახებ არ წამიკითხია. პირადი პრობლემები მქონდა და უბრალოდ რაღაც გავაკეთე გაუაზრებლად, რატომ გინდათ რომ სულ ბოდიშის მოხდის რეჟიმში ვიყო? კი მაგრამ თუ ასეთი ცუდი მიწაა, საერთოდ რატომ გამოდეს გასაყიდად? თაღლითობას ხომ არა აქვს ადგილი? - კარგი გავიგე. უბრალოდ ასეთი რამე არ შემხვედრია ჯერ. მოდი აბა ვნახოთ ამ მიწის ისტორია, მართლაც ასეთი რაღაც რატომ მოხვდა ლოტზე? - კეინმა რეესტრი გახსნა და ისტორიის მოძებნა დაიწყო. რაღაც დოკუმენტები იპოვა, გახსნა და - აი ამ უთავბოლობამ ხო დამღალა ცალკე. შეხედე რა ყოფილა. იმ ანაფტანიუმის გადამამუშავებელი ფაბრიკის გახსნა ჰქონიათ იდეაში, სულ 1 ციკლის წინანდელი დოკუმენტია. ეს ადგილი განგებ აურჩევიათ, ასეთი უნაყოფო, უწიაღისეულო მიწისთვის მისწრებაა მსგავსი ობიექტის აგებაც. - და მერე რატომ არ ააგეს ეგ ფაბრიკა? - შეხედე, ტენდერიც გათამაშებულა ამ ფაბრიკის მშენებლობაზე, არის ესეც დოკუმენტებში. მაგრამ ჩავარდნილა ტენდერი, არც ერთ ახალ კომპანიას არ მოუნდა ამ ტერიტორიაზე შესვლა, იქ არსებულმა კიდევ დედაქალაქ ბოლონში უკვე აგებულ საწარმოს მიამატა ეს ხაზიც. ტენდერი ჩაიშალა, მაგრამ მიწის ნაკვეთის გაყიდვებიდან ამოღება კი ვერ მოასწრეს თუ არ მოასწრეს თუ... რას გაიგებ. შენ კიდევ „გაგიმართლა“ და „დიადი“ შენაძენიც გააკეთე. - კარგი და აწი რა ვქნა? გავიგე ეგ ყველაფერი. მე რა გავაკეთო? იმ ხრიოკ უდაბნოში ხეც არ დგას რომ ჩავიდე და თავი ჩამოვიკიდო. - ეგეთებს არ ვართ. რამე უნდა მოვიფიქროთ. დავხედოთ ერთი შენს მიწას კარგად - მან ჰოლოგრამაზე ჩემი მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორია გახსნა. კარგა ხანი ატრიალებდა, თან ხვნეშოდა უკმაყოფილოდ - აი არ ვიცი რა გითხრა. ესეთი ცარიელი ადგილით არავინ არ მოსულა. მონაცემებით ბაქტერიებიც კი არაა მანდ შემთხვევით რომ წყალი მოიპოვო და რამე მოსავალი მოიწიო. ან რა გაძლებს მანდ როცა მომენტალურად გარკვეულ პერიოდში ერთხელ მსგავსი ტემპერატურული ანომალიაა... - ეგ ანომალია ჩემი აზრით პრობლემას არ წარმოადგენს. - რაო? - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა - მესმის თქვენი, უბრალო ინჟინერი ხართ და მცენარის აგებულებაში არაფერი გაგეგებათ... - სახეზე ხელი ჩამოისვა - უბრალოდ ამ ანომალიის გამო იქ ვერაფერს გაახარებთ. ან რატომ გგონიათ რომ პრობლემა არაა? - მე დღემდე მიხდიან პატენტს ვარსკვლავმფრენების დამცავი ველის გენერატორისთვის. წარმოიდგინეთ რომ ჩემს მიერ შექმნილი გენერატორი წინამორბედებზე უკეთესი იმით არის რომ, ღია კოსმოსში შესაძლებელია ამ ველის ქვეშ სკაფანდრის გარეშე დგომა. შეგიძლიათ ხომალდის ბორტზე ისეირნოთ ფეხშიშველმა, იმ დროს როცა გარეთ ათასობით მიკრორენტგენი რადიაციაა. შეგიძლიათ მიიღოთ რუჯი ვარსკვლავისგან, რომელიც ველის არ არსებობის შემთხვევაში თქვენს სხეულს 500 გრადუსამდე გააცხელებდა... ეს ჩემი გამოგონებაა და მისი გამოყენებისთვის რამდენიმე კომპანია მიხდის ფულს. თუ კი ამ მიწას მარტო ეგ აქვს პრობლემა რომ ტემპერატურული ანომალიაა, ჩემივე გენერატორს დავდგავ ბოლო ბოლო. - ეს თქვენ ნაფიქრი გქონდათ თუ ახლა მოიფიქრეთ? - ახლა... ამ წუთას. იმიტომ რომ მანამდე ამ ანომალიაზეც არაფერი ვიცოდი. - ხოოო... კარგი ვთქვათ მოვხსენით ანომალია ამ მიწიდან. გვრჩება ბაქტერიები, ჰუმუსი, რაც მცენარეს სჭირდება. ეს სად შეგვიძლია ვიშოვოთ? - ანუ თქვენ თვლით რომ მაინც მიწათმოქმედებით სჯობს დავკავდე? - ამ პალნეტაზე საკვები პროდუქტები მეოთხე რგოლიდან მოაქვთ. იმ მცენარეულ საფარიან ტერიტორიაზე, არის გარკვეული მიწის ნაკვეთები, სადაც მოყავთ კიდევაც მოსავალი, მაგრამ დღეს იქ არსებულ მოსახლეობას ეგ არანაირად არ ეყოფა თუ კი გარედან არ მიაწვდიან საკვებს. თან იქ ისედაც ცოტა ხალხია, იმ თქვენს ქალაქში... - ისევ მონაცემებს ჩააკვირდა - 14870 ადამიანი ცხოვრობს. ოჯახებიც კი ცოტაა, 300 ოჯახია სულ. ხოლო მთელ პლანეტაზე ერთბაშად 1 500 000 ადამიანი ცხოვრობს. უმრავლესობა მათგანი კარიერებში მუშაობენ. მიწისთვის არვის სცხელა ასე ვთქვათ. ასე რომ თუ კი თქვენ აწარმოებთ საკვებ პროდუქტებს, დამიჯერეთ ის აუცილებლად გაგეყიდებათ. ახლა მთავარია მოვიფიქროთ როგორ მოვიპოვოთ საჭირო გრუნტი. - იმ მწვანე ზონიდან რომ მოვხსნა გრუნტი და ის მივზიდო? - მეეჭვება ადგილობრივმა გუბერნატორმა ნება დაგრთოს. თან ეგ მხოლოდ რკინიგზითაა შესაძლებელი. რომელიც მუდამ დაკავებულია მადნეულის გადაზიდვით და მეეჭვება ასეთი რამისთვის ვაგონები გამოგიყონ. თან იმ მწვანე ზონაშიც ... - ისევ მონაცემებს დააკვირდა - არც ისე კარგი გრუნტია. ყველაფერს ვერ მოიყვან. მაინც გჭირდება საჭირო ბაქტერიები. - აქედან ვერ წავიღებ? აი მცირე ოდენობით რომ წავიღო და იქ მერე რამენაირად გავამრავლო. - მაშინ ბიოლაბორატორია გჭირდება. პლიუს ცოდნაც. მაგრამ ასეა თუ ისე შესაძლოა მთელი ციკლის განმავლობაში ვერ მოიყვანო ვერანაირი მოსავალი. კი გიხდის ხელისუფლება სუბსიდიას რომ იქ დარჩე, მაგრამ... - მაგრამ? - რაღაცას არ ასრულებს. - უსაქმურობა მოგიწევს, შედეგად შესაძლოა ცუდ ამბებში გაეხვიო. - მაგალთად? - აიი... როგორ გითხრა არ ვიცი. ბევრი ამ დროს ან ნარკოტიკს ეძალება ან ალკოჰოლს. - დამნაშავედ დახარა თავი კეინმა, შემდეგ თითქოს რაღაც აზრი მოუვიდაო თავში თვალები აენთო - ალკოჰოლი... არა გენიოსი ვარ. როგორც გითხარი მაგ პლანეტაზე ყველაფერი შეაქვთ. მათ შორის ალკოჰოლიც. ხო და შენ შეგიძლია ალკოჰოლი აწარმოო. თან როგორც კი მოეწყობი მალევე. - რითი კი მაგრამ? თუ კი არაფერი მოდის ქვიშისგან ხო არ გამოვხდი? - კაქტუსებისგან მეგობარო. მოიცა მოგიძებნო - გახარებული მიუბრუნდა კლავიატურას. - ააჰააა... ამას ვამბობდი ზუსტად. თავად ამ პლანეტაზეც იზრდება გარკვეული სახეობის კაქტუსები. მაგრამ შეგიძლია აქედან წაიღო მარცვალი იმ კაქტუსის რომელიც გამოდგება ამ საქმიანობისთვის. მოდი აბა პარამეტრებში ჩავსვავ ამ კაქტუსებს და მოდელირება გავუკეთოთ. მცირე მანიპულაციების მერე ანალიზი ჩართო კეინმა. რამდენიმე წამის შემდეგ ჰოლოგრამაზე კაქტუსმა დაიწყო ზრდა, გვერდში კიდევ ტექსტური აღნიშვნები დაეწერა, თუ რა პროცედურები იყო ჩასატარებელი რომ შედეგი მიგვეღო. - ააჰაა - სიხარულით ტაში შემოკრა კეინმა - გაგიმართლა ჩემო მეგობარო. ჩასვლიდან მალევე შეგიძლია კაქტუსები დაირგა. თან ამ ჯიშებს რაც სიაში მაქვს, ნამდვილად არ ეშინიათ მაგ ტემპერატურული ანომალიების. პლიუს გადახარშვის შემდეგ ეგ კაქტუსები შეგიძლია მიწაზე გაშალო და დროთა განმავლობაში ჰუმუსად აქციო. რა თქმა უნდა თუ კი საჭრო ბაქტერიებს მართლა წაიღებ და იქ მოამრავლებ. - უცბად სახე ისევ ეცვალა - არა ჯობია ეს ყველაფერი ბიოლოგთან გაიარო მაგრამ... ასეა ისეა გარკვეული ბიომასა გჭირდება რომ ბაქტერიები მოამრავლო. აი ეგ ბიომასა საიდან უნდა იშოვო ნამდვილად არ ვიცი. უცბად ორივესთვის მოულოდნელად ჩემს ზურგს უკან მდგარი რებუ ალაპარაკდა. - მომიტევეთ რომ თქვენს საუბარში ვერევი. მაგრამ ერთი აზრი მაქვს თუ გაინტერსებთ გაგიზიარებთ - მე და კეინმა ერთმეორეს გადავხედეთ. - გისმენთ რებუ - ვუთხარი გაკვირვებულმა. - ხო... ბატონებო, რაც ზუბუმ ჩამრთო ამ საქმეში, მის მერე ამ ადგილმდებარეობას ვსწავლობ. ხო და ბიომასის პრობლემა წესით არ გვექნება. თუ რა თქმა უნდა ადგილობრივი ქალაქის ხელმძღვანელობა დაგვრთავს ნებას რომ მათი ბიომასა გამოვიყენოთ. - რას გულისხმობ მათ ბიომასაში რებუ? - გაკვირვებულმა იკთხა კეინმა. - აი ... ისა... კულტურულად როგორ ვთქვა, ფეკალიები. - მე პირადად გაოცებისგან პირი დამრჩა ღია. რებუმ კი განაგრძო. - მე მოვიძე ამ ქალაქის საკანალიზაციო სქემები. ის ძალიან პრიმიტიულია. იმის გამო რომ ქალაქი განთავსებულია ველობზე, მთელი ქალაქის საკანალიზაციო ქსელი თავს იყრის მის განაპირას არსებულ დიდ კოლექტორში. სადაც ხდება წყლის განცალკევება ბიომასისგან, შემდეგ მისი გაფილტვრა მავნე ელემენტებისგან და ხელახლა სასმელ წყალში დაბრუნება. ხოლო კოლექტორში დაჩენილ ბიო მასას გარკვეულ პერიოდში ერთხელ იღებენ და მიტოვებულ კარიერში ღვრიან. ჩვენ შეგვიძლია სწორედ ეგ ბიომასა წამოვიღოთ ჩვენს ფერმაში. კეინმა გადმომხედა, სახეზე ეტყობოდა რომ აზრი მოეწონა. - არ არის ცუდი აზრი. მაგრამ პირდაპირ მისი გაშლა მიწაზე არც ისე სასიამოვნო პროცედურა იქნება მე თუ მკითხავთ. ანტისანიტარიის ბუდედ იქნება თქვენი გარემო მანამ ის იქცევა ჰუმუსად. - ეგეც გავითვალისწინე. ამიტომაც ჩვენ მოგვიწევს ადგილზე ჯერ ბიოგაზის აპარატურის დამონტაჟება. ჩვენი ბიუჯეტი გადავიანგარიშე და პრობლემას არ წარმოადგენს. ეს ბიოგაზი პარალელურად მეურნეობაშიც გამოგვადგება. ენერგიის გამომუშავებისთვის მაგალთად. სრულიად დამოუკიდებლები ვიქნებით ადგილობრივი ენერგო მომარაგებისგან. - ხოო... თქვენ მგონი ყველაზე სწორად ფული ამ დროიდში გაქვთ დაბანდებული - კმაყოფილი სახით მითხრა კეინმა - სწორი აზრია. მაგ აპარატში გადადუღებული ეგ ბიომასა უკვე თავისუფლად გამოდგება შენი ბაქტერიების გასამრავლებელ გარემოდ. ერთბაშად რა თქმა უნდა ვერ ააშენებ ბაღს, მაგრამ ნელნელა დროთა განმავლობაში, ზოგი ეგ და ზოგიც კაქტუსით მიღებული ბიომასა, ცოტა ხანში მცენარეებისთვის მისაღებ გარემოდ აქცევს არემარეს. ამ პლანეტას კიდევ როგორც უკვე გითხარი სტაბილური კლიმატი აქვს. რაც ასევე კარგი რამეა მიწათმოქმედებისთვის. პლიუს იმის გამო რომ გაზის გიგანტის მთვარეა, დღე უფრო მეტი ხანი მიმდინარეობს ვიდრე ჩვეუელბრივ პლანეტაზე, შედეგად მცენარის ვეგეტაციის პერიოდიც მცირეა. ღამე პრაქტიკულად რამდენიმე საათიანია ხოლმე სულ. - იმდენ ბიომასაზეა საუბარი ახლა რომ მეეჭვება გაზი ცოტა გამოვიდეს. დანარჩენს რა ვუყო? ატმოსფეროში გავისროლო? - რატომ ატმოსფეროში, დააგროვე ბალონებში და გაყიდე - მხრების აჩეჩვით მიპასუხა კეინმა. ეგეც დამატებითი შემოსავალი. უბრალოდ გამწმენდი სტენდი დაგჭირდება. - მერე იყიდის ვინმე? ამხელა კარიერების პლანეტაზე ჩემი რამდენიმე ბალონი გაზი მეეჭვება ვინმეს დაჭირდეს. - გააჩნია ფასს და ადგილობრივ მოხმარებას. მოდი ვნახოთ ჩვენც კიდევ - კეინი ისევ კლავიატურას მიუბრუნდა - ჰეჰ... არ არსებობს... ამ პლანეტაზე სასარგებლო წიაღისეულის მხოლოდ 10% შეადგენს ნახშირწყალბადის მარაგი, ისიც გეოლოგიური კვლევებით საკმაოდ ღრმადაა და მოპოვება არც მიმდინარეობს. საჭირო რაოდენობით გაზი მეოთხე რგოლის პლანეტებიდან მოაქვთ იმპროტით. შემიძლია გითხრა რომ აქაც გაგიმართლა, თუ კი ბიოგაზს აწარმოებ, ის აუცილებლად გაგეყიდება. - კიდევ რისი მოყვანა შემეძლება მანდ თუ კი ბაღს წესიერად ავაშენებ? ან რა სახის მავნებლებს უნდა ველოდო? ცხოველი, ფრინველი, მწერი რა არის მანდ? - ყველაფრის რაც მაგ კლიმატისთვის მისაღებია. მოდი ასე ვთქვათ სიას დაგიწერ იმ მცენარეებისას რაც მანდ მოდის და გამოყენებაშია სხვადასხვა, მანდ თავმოყრილი რასების მიერ. შორიდან გაყინულ მდგომარეობაში მყოფი პროდუქტის ჭამას ახლად მოყვანილს და ცოცხალს ამჯობინებენ აუცილებლად. გაგიკეთებ სამოქმედო გეგმასაც თუ როგორ მოიყვანო ეს ყველაფერი, რა წამლები და რა პროცედურები დაგჭირდება ამ ყველაფრისთვის. ჩემს კომპანიონ ბიოლოგსაც ჩავრთავ თემაში და მომავალი კვირისთვის თქვენი ბაღის პროექტი მზად იქნება. მწერებზე არ იდარდო, გენმოდიფიცირებული ფუტკრებიც შეგიძლია გამოიწერო საჭირო დროს რომ მცენარეები დაგიმტვერონ. ესეც დამატებითი პროდუქტი, გვერდით მოვლენად თაფლსაც დაგიმზადებენ და თან შენს მიერ აღნიშნული პერიმეტრის გარეთაც არასოდეს გაფრინდებიან. პლანეტაზე კიდევ ამ მხრივ სიმშვიდეა. იმ კატასტროფების გამო ფაუნა თითქმის გადაშენდა, ყველაზე დიდი მტაცებელი ცხოველი ჩვენს კატას არ აღემატება ზომით. ადგილობრივი მწერები მხოლოდ იმ მწვანე ზონაში არიან, უდაბნოები თითქმის ცარიელია ყველა სახის ცხოველებისგან თუ მწერებისგან. ამ მხრივაც თავისუფალი ხარ განსხვავებით სხვა პლანეტებისა, სადაც ბუნებრივად კი მოდის მოსავალი, მაგრამ ადგილობრივ ფაუნასთან ბრძოლას დიდი ენერგია მიაქვს. - ანუ რეალურია იმ ადგილზე მიწათმოქმედების წარმოება? - ხოო... როგორც ვხედავთ კი, ნებისმიერ რამეს მოვიყვანთ თანამედროვე ტექნოლოგიებით ოღონდ. ბოლო-ბოლო წვეთოვან სისტემასაც დაურთავთ კვლებში. - წვეთოვანი სისტემისთვის წყალია საჭირო, რომელზეც ჯერ არ გვისაუბრია. - რომ იტყვიან ცივი წყალი გადაგვასხა რებუმ. - ხოოო... წყალი. ქალაქის სისტემები ისეა მოწყობილი რომ მოპოვებული წყალი მრავალჯერადად ბრუნდება სისტემაში გამოყენების მერე სანამ აორთქლდება. მოპოვებას კიდევ ღრმა არტეზიული ჭებიდან აწარმოებენ ქალაქის ტერიტორიაზევე - ცოტა არ იყოს ნირწამხდარი მიუბრუნდა კლავიატურას კეინი. - ამაზეც მაქვს გარკვეული მოსაზრებები - ისევ ალაპრაკდა რებუ - მე შევისწავლე ამ მიწასთან ჩატარებული გეოლოგიური კვლევები. ჩვენ გაგვიმართლა იმით რომ მიწა გვაქვს დიდი მთაგრეხილის ძირში. სპექტრული ანალიზით ამ მთაგრეხილს აღენიშნება მიწისქვეშა მდინარეები გარკვეულ სიღრმეებზე. რომლის ზოგიერთი განტოტვებაც ამოდის ქალაქის პერიმეტრის ქვეშ. ამ მდინარის ერთ-ერთი ტოტი ჩვენი მიწის ქვეშაც გადის მაღალი წნევით. თუ კი დავბურღავთ ჩვენს მიწაზე, არის შანსი რომ წყალი ვიპოვოთ თითქმის იგივე სიღრმეზე რაც ქალაქში, ან უფრო ახლოს ზედაპირთან. ამისთვის საჭრო ფულიც გვაქვს, თუ ცოტა მომჭრნედ ვიცხოვრებთ წესით გვეყოფა თანხები შემდეგ სუბსიდიამდე. მართლაც სწორი დაბანდება იყო ამ დროიდში. მომავალშიც მისი წყალობით ბევრ ხიფათს გადავრჩი. ამ მომენტში კი ეს საგანი პრაქტიკულად სიცოცხლეს ქმნიდა უსიცოცხლო პლანეტაზე თავისდა უნებურად. მე და კეინმა მოვილაპრაკეთ შემდეგ კვირაზე. ის დამიწერდა სრულ გეგმას თუ რა უნდა გამეკეთებინა იქ ჩასულს, რით დამეწყო და როგორ გამეგრძელებინა, რომ თუნდაც პირველი კაქტუსების მოსავალი მიმეღო მალევე. არქიტექტორიც ჩავრთეთ საქმეში ბიოლოგთან ერთად, რომელიც დაგვპირდა რომ რაციონალურად გაანაწილებდა მიწის რესურსს, სად რა ნაგებობა აგებულიყო. გადავიხადე ჩემი წილის წინასწარი შენატანი და წამოვედი სახლში. შერეული გრძნობები მქონდა. ერთის მხრივ შიში მომავალი ამბების მიმართ, მეორეს მხრივ აზარტი და მესამეს მხრივ კიდევ ინტერესი რა გამომივიდოდა. ყველაფერს ვიფიქრებდი სულ რაღაც 1 კვირის უკან, გარდა იმისა რომ მომიწევდა სამყაროს დასალიერში წასვლა კაქტუსის არაყის გამოსახდელად და ქალაქის ბიომასის გადასამუშავებლად. სახლის კარების შეღების თანავე მომესმა ისტერიული კივილი - ზუბოლდ ჯერი ბიჯერ, როგორ გამიბედე და არ მომიყევი შენი უაზრო გადაწყვეტილებების შესახებ? თავი მიარტყი რამეს თუ ისევ ალკოჰოლზე შეჯექი შე უბედურ დღეზე გაჩენილო?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|