ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 ოქტომბერი, 2026


მასწი, მასწი! ( ურბანისტული ფოლკლორის სასკოლო ნიმუშებიდან)

#ოპუსები

ნდს

მასწი, მასწი!

(ურბანისტული ფოლკლორის სასკოლო ნიმუშებიდან)

  გასული საუკუნის ბოლოს ურბანისტული, კერძოდ თბილისური ფოლკლორის ისეთი  ბუმი იყო,  ლამის სერიოზულ ლიტერატურასაც ჩაენაცვლა.
ცხადია, აქ უტრირებას მივმართავ.

საერთოდ, გასაგები მიზეზების გამო,  იმ დროს საზოგადოების გემოვნება არათუ დაქვეითდა, არამედ ნულს ქვემოთ ჩავარდა, ახლა ალბათ უკვე ვარსკვლავებს ეთამაშება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვისურვებდი.

  მაშინ ჩემს სფეროში აშკარად გამოიკვეთა ურბანისტური  პოეტური ფოლკლორის  ძირითადი ნიშნები: მცირე ფორმა,  იუმორისტულ-კარიკატურული შინაარსი,  პაროდიულობა - მოკლედ, ხასიათი,  სარითმო სიტყვის განმეორებები,  თამაში რითმით და სკაბრეზ-ინვექტივა, გამოვლენილი ძირითადად  სარითმო  წყვილის მეორე ცალში და ა.შ.
      ამის ერთი მიზეზი ლიტერატურული პოეზიის კრიზისიც უნდა ყოფილიყო:  ტრადიციული ფორმა შინაარსები მოძველდა, ახალი და მნიშვნელოვანი - ჯერ არაფერი იქ
ნებოდა.
    სერიოზულად წერა ლამის სასაცილოც გახდა. 
  ამას დაუმატეთ ზოგად-საზოგადოებრივი დეპრესიაც და უფრო სრული ბუკეტი თუ პაკეტი გამოვა. 
    დიდი იყო ურბანისტული ფოლკლორის მომძლავრების საქმეში კოტე ყუბანეიშვილის  პოზიტიური დამსახურება.
    მას ბევრი ბაძავდა,
      განსაკუთრებით სკოლის მოწაფეები.
     
    შინ  იმ დროს ორი მოწაფე მყავდა, სკოლასთან ახლოს ვცხოვრობდით, რაც ჩვენისთანა სტუმრიანი ოჯახისთვის იმას ნიშნავდა, რომ გუნდი და გუნდი ბავშვებისა სულ  ჩვენს ირგვლივ ტრიალებდა, მათი წყალობით  კი ბევრი ვიცოდი, სულ სხვადასხვანაირი, თავის დროზე არ ჩამიწერია ნიმუშები, გონებას კი ესენი შემორჩა.
  ვიდრე ნიმუშებს შემოგთავაზებდეთ, ერთსაც ვიტყვი. დღეს მეეჭვება, ურბანისტული ფოლკლორი კიდევ იქმნებოდეს. თავისი დრო მოჭამა და მასობრივად ჩანაცვლდა ინტერნეტ- ფოლკლორით.  მასზე, მის  ზოგადსა თუ კერძო სპეციფიკაზე  ადრე მისაუბრია და  როცა მოვიცლი, კიდევ ვაპირებ. ახლა კი  ამ სიძველეებით ცოტა ვიხალისოთ.

1. დირექტორი - ფულის ღორი,
  დირექტორი - ფულზე ტორი!
2. სასწავლო ნაწილი -რა გინდა რა  -წილი?
3. მასწავლებელი - მაწვალებელი
4. მასწი - მასწი - ნაღდი მასტი!
5. მოდის მასწი - ტრაკი ასწი!
6. ექთანი, ექთანი, დაიბანე ეგ თავი!
7. ექთანი, ექთანი -  შენ გაგიხმა ეგ თავი!
8. დარაჯი,  დარაჯი - მიდი,  დროზე გააჯვ-აროსნე!
9. სკოლის  დამლაგებელი - ტრაკის არდამდებელი
10. სკოლის დამლაგებელი - ტრაკის დაბლა მდებელი.
11. მოიყვანე მშობელი - სისხლის გამაშრობელი!
12. . საპირფარეშო, საპირფარეშო - მოფსმის გარეშე გაითარეშო. ( ეს ბიჭებისაზე, კარზე  ეწერა, მგონი გარედან)
13. რუხაძე, რუხაძე - შემჯდარია ტრუხაზე.
14. პედსაბჭო და პედსაბჭო - გასარჭობი - გაირჭო
15. თუ გიყურებს ნორჩი - ტრუხა ბაზარს მორჩი!

ამწუთას მეტი არ მაგონდება. აქაც, რომელი სიტყვაც ვერ აღვიდგინე, ჩემით ჩავსვი.
თქვენც ბევრი გეხსომებათ,  კომენტარებში დაწერეთ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები