 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: თარგმანი 28 ოქტომბერი, 2026 |
არა მხოლოდ ტკბილ ხმათათვის.... ალ. ბლოკი დაიზაფრა, ესენინის ამ ლექსს რომ გაეცნო. მართლა ასე ფიქრობთო? იმ დროს თურმე ნერონზე საუბრობდნენ, კერძოდ გადმოცემაზე, რომ როცა რომი იწოდა, იმპერატორი მშვიდად მუსიკას უკრავდა რაღაც სიმებიანზე. ალ. ბლოკმა ლექსის პასუხად ეს მიუწერა ესენინს ალბომში, (ნაწყვეტი პოემიდან) “სამაგიერო” ან ,, შურისძიება”):
დაე, იყოს ცხადი, მყარი აზრი მუდამ შენმიერი, წაგეშალოს ამ ნაკვთების შემთხვევითი გამოვლენა, დაინახო რომ სამყარო არის ასე მშვენიერი!
(„...Твой взгляд – да будет тверд и ясен. Сотри случайные черты – И ты увидишь: мир прекрасен.“) დღემდე აუხსნელია, რატომ იყო ესენინი თავიდანვე მიდრეკილი თვითმკვლელობისკენ. აქ ლანძღავს და ემუქრება საკუთარ გულს - როგორც სულთან დაპირისპირებულ ხორციელ, მიწიერ, ბიწიერ მხარეს თავისი არსებისა ბოლოს მუქარა მართლაც შეუსრულა (?), ოღონდ სხვანაირად. (გვედო აქ თვითმკვლელობის წინა ღამეს სასტუმროში სისხლით დაწერილი მისი ბოლო ლექსის (?) თარგმანი.
ს. ესენინი
მისმინე, დამპალო გულო - - - - *** მისმინე, დამპალო გულო, გულო, შე ქოფაკო, მართლა, ქურდობას ვერ ვიტან შენსას, ხელში სამართებელს ვმართავ. ავდგები, ადრე თუ გვიან, ცივ ფოლადს ნეკნებში ვისობ. არა, მე არ მინდა, ვდევდე სიდამპლეს სამარადისოს. დაე, იტლიკინონ მერე, რა დამღამ დახრაო, რატომ? თუ ქვეყნად არსებობს რამე, - სიცარიელეა მარტო.
1916
(თარგმანი ნინო დარბაისელისა)
Есенин ***
Слушай, поганое сердце, Сердце собачье мое. Я на тебя, как на вора, Спрятал в руках лезвие. Рано ли, поздно всажу я В ребра холодную сталь. Нет, не могу я стремиться В вечную сгнившую даль. Пусть поглупее болтают, Что их загрызла мета; Если и есть что на свете - Это одна пустота.
1916
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ბოდიშით, მაგრამ ცოტავერგავიგე, ორ ვარიანტს შორის ვმერყეობ, თუმცა შევეცდები პირველი ავხსნა და მეორე დავაკმაყოფილო:
აქვე დადებაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩემი ნაწარმოებების ქვეშ გამოვაქვეყნო, წმინდა ტექნიკური მიზეზი აქვს იმას, თუ რატომ არ მსურს ეს - 3 დღეში ერთი ნაწარმოების დადების შეზღუდვა იმისკენ მიბიძგებს რომ ამ განყოფილებაში ჩემი პირადი (მათალია სიუნჰუნის თარგმანით შეფარული, თუმცა რეალურად პირადი) პოეზია გამოვაქვეყნო, რომელიც ასევე მაქვს გამზადებული და საკმაოდაც დამიგროვდა და სწორედ ამიტომ, ხოლო თარგმანები , რადგან ეს ჩემთვიდ უფრო, ერთგვარი პარალელური ჰობია გადავწყვიტე - ისინი ჩემი დღიურების გრაფაში დავდო ხოლმე (რაც ჩემი იმედით სხვა მომხმარებლებისთვისაც ხილვადი უნდა იყოს წესით)
ხოლო აქვე დადებაში თუ აქვე, ამ კომენტარებში დადება იგულისხმეთ კეთილი და პატიოსანი:
სერგეი ესენინი «გულო გახრწნილო, ყური დამიგდე...»
გულო გახრწნილო, ყური დამიგდე! შენ, ჩემო ბილწო, ძაღლურო ძალავ! მე ხელში ბასრი დანა ჩავიგდე და შენთვის, ქურდო! ხელშივე ვმალავ. ადრე თუ გვიან, ვიცი, ჩავისობ მე ამ ცივ ფოლადს ნეკნების შორის. არა, არ ძალმიძს სამარადისოდ ვეტრფოდე დამპალ გზათა სიშორეს. აზრში, რომ თითქოს მიზნები გღრღნიან, დაე, სულელმან ისარბიელეთ! ამ ქვეყნად მართლაც თუ რამე ჰყრია, ეს არის მხოლოდ სიცარიელე! ბოდიშით, მაგრამ ცოტავერგავიგე, ორ ვარიანტს შორის ვმერყეობ, თუმცა შევეცდები პირველი ავხსნა და მეორე დავაკმაყოფილო:
აქვე დადებაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩემი ნაწარმოებების ქვეშ გამოვაქვეყნო, წმინდა ტექნიკური მიზეზი აქვს იმას, თუ რატომ არ მსურს ეს - 3 დღეში ერთი ნაწარმოების დადების შეზღუდვა იმისკენ მიბიძგებს რომ ამ განყოფილებაში ჩემი პირადი (მათალია სიუნჰუნის თარგმანით შეფარული, თუმცა რეალურად პირადი) პოეზია გამოვაქვეყნო, რომელიც ასევე მაქვს გამზადებული და საკმაოდაც დამიგროვდა და სწორედ ამიტომ, ხოლო თარგმანები , რადგან ეს ჩემთვიდ უფრო, ერთგვარი პარალელური ჰობია გადავწყვიტე - ისინი ჩემი დღიურების გრაფაში დავდო ხოლმე (რაც ჩემი იმედით სხვა მომხმარებლებისთვისაც ხილვადი უნდა იყოს წესით)
ხოლო აქვე დადებაში თუ აქვე, ამ კომენტარებში დადება იგულისხმეთ კეთილი და პატიოსანი:
სერგეი ესენინი «გულო გახრწნილო, ყური დამიგდე...»
გულო გახრწნილო, ყური დამიგდე! შენ, ჩემო ბილწო, ძაღლურო ძალავ! მე ხელში ბასრი დანა ჩავიგდე და შენთვის, ქურდო! ხელშივე ვმალავ. ადრე თუ გვიან, ვიცი, ჩავისობ მე ამ ცივ ფოლადს ნეკნების შორის. არა, არ ძალმიძს სამარადისოდ ვეტრფოდე დამპალ გზათა სიშორეს. აზრში, რომ თითქოს მიზნები გღრღნიან, დაე, სულელმან ისარბიელეთ! ამ ქვეყნად მართლაც თუ რამე ჰყრია, ეს არის მხოლოდ სიცარიელე!
6. ჰოდა, ძალიან კარგი! ნათქვამია,ჰა - ბურთი, ჰა - მოედანიო! რაღას ელით?! გქონიათ სადღაც გამზადებული და ერთად დავუბრუნოთ აქაურობას დაკარგული ფუნქცია, დადეთ აქვე ამავე ლექსის თქვენეული თარგმანი, ვეცდები შევწვდე, როგორც შემიიძლია, მის თვალშეუდგამ სიმაღლეს, ერთად ვიზარდოთ! შედეგი - ჩვენთვისაც ხომ პოზიტიური იქნება, სხვა წამკითხავიც გამოიყენებდა მას ორიენტირად! ჰოდა, ძალიან კარგი! ნათქვამია,ჰა - ბურთი, ჰა - მოედანიო! რაღას ელით?! გქონიათ სადღაც გამზადებული და ერთად დავუბრუნოთ აქაურობას დაკარგული ფუნქცია, დადეთ აქვე ამავე ლექსის თქვენეული თარგმანი, ვეცდები შევწვდე, როგორც შემიიძლია, მის თვალშეუდგამ სიმაღლეს, ერთად ვიზარდოთ! შედეგი - ჩვენთვისაც ხომ პოზიტიური იქნება, სხვა წამკითხავიც გამოიყენებდა მას ორიენტირად!
5. პირადად ჩემი აღქმით, ქალბატონო ნინო, ეს საიტი თავისეული ტექსტების (მათ შორის თარგმანებისაც) სხვებისთვის გაზიარების, მათზე მათი აზრის მოსმენისა და ამავე მიზნით სხვისეული ტექსტების გაცნობისა და მათზე საკუთარი აზრის დაფიქსირების მიზნით არსებობს. არ ვფიქრობ, რომ ცალკეული ავტორების ძასიათის ძლიერი და სუსტი მხარეების განხილვა მიზანშეწონილი იყოს აქ., ამიტომ სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს კომპეტენტურ, ავტორიტეტულ და ობიექტურ შეფასებას ჩემს ტექსტებთან მიმართებაში. უღრმესი პატივისცემით, პირადად ჩემი აღქმით, ქალბატონო ნინო, ეს საიტი თავისეული ტექსტების (მათ შორის თარგმანებისაც) სხვებისთვის გაზიარების, მათზე მათი აზრის მოსმენისა და ამავე მიზნით სხვისეული ტექსტების გაცნობისა და მათზე საკუთარი აზრის დაფიქსირების მიზნით არსებობს. არ ვფიქრობ, რომ ცალკეული ავტორების ძასიათის ძლიერი და სუსტი მხარეების განხილვა მიზანშეწონილი იყოს აქ., ამიტომ სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს კომპეტენტურ, ავტორიტეტულ და ობიექტურ შეფასებას ჩემს ტექსტებთან მიმართებაში. უღრმესი პატივისცემით,
4. ძიან ძვირფასო, აქ გამოვლენილი უკიდეგანო მოკრძალებულობა თქვენი ფოლადისებრი ხასიათის სუსტ მხარედ მეჩვენება. იქნებ გეცადათ დაძლევა თქვენეული თარგმანების აქვე დადებით. ძიან ძვირფასო, აქ გამოვლენილი უკიდეგანო მოკრძალებულობა თქვენი ფოლადისებრი ხასიათის სუსტ მხარედ მეჩვენება. იქნებ გეცადათ დაძლევა თქვენეული თარგმანების აქვე დადებით.
3. ზედმეტად სუსტი თარგმანია. ქართული ტექსტი სრულიად ვერ გამოხატავს, ვერც პოეტის ინტონაციურ ემოციას და ვერც ლექსის შინაარსობრივ არსს. თარგმანში გამოყენებული ცალკეული ფრაზები, როგორებიცაა - "შე ქოფაკო მართლა..." და "დაე იტლიკინონ...", ქართულ ვარიანტს კომიკურ ელფერსაც კი სძენს, მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალურ ტექსტს მკაფიოდ განსდევს შეგრძნება, რომ ლექსი ძლიერი ემოციური ფონის ქვეშ არის დაწერილი.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ ლექსის და ასევე ალექსანდრე ბლოკის იმ ლექსის ნაწყვეტის (რომელზეც ისაუბრეთ) უკეთეს თარგმანებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს დღიურში. პატივისცემით, ზედმეტად სუსტი თარგმანია. ქართული ტექსტი სრულიად ვერ გამოხატავს, ვერც პოეტის ინტონაციურ ემოციას და ვერც ლექსის შინაარსობრივ არსს. თარგმანში გამოყენებული ცალკეული ფრაზები, როგორებიცაა - "შე ქოფაკო მართლა..." და "დაე იტლიკინონ...", ქართულ ვარიანტს კომიკურ ელფერსაც კი სძენს, მიუხედავად იმისა, რომ ორიგინალურ ტექსტს მკაფიოდ განსდევს შეგრძნება, რომ ლექსი ძლიერი ემოციური ფონის ქვეშ არის დაწერილი.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ ლექსის და ასევე ალექსანდრე ბლოკის იმ ლექსის ნაწყვეტის (რომელზეც ისაუბრეთ) უკეთეს თარგმანებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩემს დღიურში. პატივისცემით,
2. საინტერესოა,მომეწონა შეფასება უმაღლესი რათქმაუნდა... საინტერესოა,მომეწონა შეფასება უმაღლესი რათქმაუნდა...
1. რა საიტერესო , ძალიან საინტერესო ლექსია და კარგი თარგმანი.
რატომ იკლავს თავს პოეტი?
ბორის პასტერნაკი წერს: სერგეი ესენინმა თავი ჩამოიხრჩო ისე რომ არც კი დაფიქრებულა შედეგზე და სულის სიღრმეში იმედოვნებდა: "ვინ იცის ეს არ არის აღსასრული"
რა საიტერესო , ძალიან საინტერესო ლექსია და კარგი თარგმანი.
რატომ იკლავს თავს პოეტი?
ბორის პასტერნაკი წერს: სერგეი ესენინმა თავი ჩამოიხრჩო ისე რომ არც კი დაფიქრებულა შედეგზე და სულის სიღრმეში იმედოვნებდა: "ვინ იცის ეს არ არის აღსასრული"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|