ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 ნოემბერი, 2026


ნათიას

რა მალე გაფრინდნენ თბილ ქვეყნებში,
ფრთები რა სწრაფად გააქროლეს -
ჩიტებმა ბუდე მიატოვეს,
ჩიტები ღრუბლებს დაეტოლენ.
რა მალე დაგრძელდნენ ღამეები,
ვარსკვლავთა ცვენაც რა სწრაფია,
ჩვევაა, ყველგან დავეძებდე,
ალისფერ შროშანებს ხალებიანს.
ყველაფერს ძველებურად ვიმეორებ,
ვუკვეთავ ორ ყავას - მიცივდება,
შენი მუდამ ყოფნის ალიბია,
შენი გარდასახვის ნივთმტკიცება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები