ნაწარმოებები



ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2009


მ ა დ ლ ი

ერთ მხარზე ქედანი რომ დააჯდეს,
ხოლო მეორეზე_ყორანი,_
არ გაგიკვირდება…

დ ე დ ა შ ვ ი ლ ო ბ ა
———————-
ჩვილმა თვალები გაახილა
და ორი ვარსკვლავი დაინახა
და მერე,მთელი ცხოვრების მანძილზე,
უფრო მშვენიერი ვარსკვლავები
არც ერთ ცაზე არ შეუმჩნევია.

***
ერთმანეთს კიდეც რომ დააშოროს
განგებამ ჩვენი ბილიკები,_
ჰორიზონტს გასცდებიან
და სივრცეში შეერთდებიან.

***
უსასრულოა,მაგრამ უფალი
ჩვენთან ერთად მოთავსდება
ყვავილის ფურცელზე…

***
მონატრების მწვანე კოშკის
თეთრი სარკმლებიდან
ისეთი მელოდია მოისმის,_
ზეცის ცარიელ ადგილებში
ახალი ვარსკვლავები დაიბადებიან.

***
ღილები ქალის მკერდზე_
მინიატურული ნაგაზები
ბაღის შესასვლელთან.
ერთმა თუ გაგატარა,
სხვები თვითონ დაგიძახებენ.

***
ყვავილებს ფეხს არიდებ
და მიწას აბიჯებ,
მაინც ცოდვილი ხარ_
მიწა ყვავილების დედაა.

***
პირველად რომ იგალობა,
ბულბულს თავი
იმ დღიდან ახსოვს…

***
დაეცა.ჩაიცინეს.
წამოდგა.გაუცინეს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები