ნაწარმოებები



ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
31 მარტი, 2009


დედის ფიქრები შვილის საფლავთან

ცხოვრების ბილიკებს დავყვები,   
თითქოს მკლავს ეს სევდა ხანდახან,           
არეულ ფიქრებში დაგეძებ, 
ჩამესმის შენი ხმა: "სადა ხარ?"

უჩემოდ წახვედი პატარავ,
არ მინდა დაგშორდე არადა,
ტკივილი დამეტყო სახეზე,
წინათ რომ ღიმილი ფარავდა.

სიცოცხლის სიყვარულს დავნებდი,
რა ვქნა, თვითმკვლელობა არ მინდა,
ცხოვრება სინათლით სავსეა,
ჩემთვის კი ადრევე დაბინდდა,

მოვდივარ საფლავზე ყოველდღე,
ცრემლებიც არ მომდის, გამიშრა,
მიზეზი ის იყო, რომ ალბათ,
უფალმა ცოდვებზე მანიშნა.

ცხოვრების ბილიკებს დავყვები,
ვგრძნობ, რომ მკლავს ეს სევდა ხანდახან,
ჩამესმის კვლავ შენი სიტყვები,
"წამოდი, დედიკო,  სადა ხარ?.."

ლიკა ოხანაშვილი
31.03.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები