ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: პროზა
1 აპრილი, 2009


თავი 18. სახლში ("გაცვლა")

ჯაბას სახლში კარგა მოზრდილი სუფრა დახვდათ გაშლილი, დაახლოებით 20 სულზე....
გაოცებული შეჰყურებდა თეონა ამ სუფრას, რადგან ჯაბას არაფერი წამოცდენია, რომ ვინმეს დაბადების დღე ყოფილიყოს....
ჯაბას დედა, - დეიდა მაყვალა ისე შეხვდა თეონას, თითქოს დიდი ხნის უნხავი ახლობელიაო, გულში ჩაიხუტა და მოეფერა.

საოცარი სითბო დახვდა ჯაბას ოჯახში... ოჯახური სითბო!
თავი საკუთარ ოჯახში ეგონა, - ხომ არც იქ ჰქონდა ამ სითბოს ნაკლებობა?!

მალე ჯაბას უფროსი და, მეგი მოვიდა შვილებთან ერთად.
4 წლის თათიამ და 6 წლის ნიკუშამ, თეონა რომ დაინახეს, ისე გაიხარეს და ისეთი ჟივილ-ხივილით შემოეხვივნენ, გეგონებოდა მასზე ახლობელი აღარავინ ჰყავთო!

თეონამ გონებაში გადათვალა: ბავშვებიანად – 8 სული იყვნენ... და ვის ელოდნენ დანარჩენს? ისიც ვერ დაუშვა, რომ 4-6 წლის ბავშვებს დასვამდნენ სუფრასთან.…

თეონა ნანას მოსვლას ელოდა. …
თავი ეზედმეტებოდა კიდეც ამ სიტუაციაში. წასვლა დააპირა და, - არ გაუშვეს. თათიასთან და ნიკუშასთან დაიწყო თამაში.

ცოტა ხანში ზეიკომ ჯაბა გაიყვანა გვერდით ოთახში.
- გაგიჟდი, ზეიკო? – მოისმა ჯაბას, ლამის, ყვირილი...…
- მე გავგიჟდი? შენ ადამიანთან დალაპარაკება არ შეგეძლოს, მე ვარ დამნაშავე?
- ეს ჯერ ჩემთვის უნდა გეკითხა! რა ვუთხრა ან ერთს, ან მეორეს? რით ვიმართლო თავი?!
- და რა გაქვს თავის სამართლებელი?... რა გჭირს დასაწუნი?! ერთხელ არ მოვიდა... დარეკვაც კი არ იკადრა!... მაგის სახელი აღარ ახსენო აქ!
- და ამას რა ვუთხრა?! ჯერ ნორმალურად არც კი დავლაპარაკებივარ!
- ამასაც მე მაბრალებ? გეთქვა მერე...
- მაცალე, რო? – კიდევ უფრო ხმამაღლა იყვირა ჯაბამ.
- ხმას დაუწიე, ჯაბა! უფროსი და უმცროსი ნუ გავიწყდება!...

ოთახიდან აწითლებული ჯაბა გამოვიდა, თეონასთან მივიდა და ფეხზე წამოაყენა.
- თეონა, საქმე მაქვს შენთან.
- გისმენ, ჯაბა...
- გვერდით ოთახში გავიდეთ, რა? – ხელი ჩაავლო და ასე, ხელჩაკიდებული გაიყვანა.
- ჯაბა, ნანა არ მოვა?...
- არა, თეონა... ნანა აქ აღარასოდეს მოვა!
- მოხდა რამე?
- მოხდა... მოხდა ის, რომ საცოლე ცოტა უფრო მეტად ყურადღებიანი უნდა იყოს საქმროს მიმართ. შენ არავინ იყავი ჩემთვის და... ყოველ დღე მოდიოდი ჩემს სანახავად. ის კი…არ მოსულა!... არცერთხელ!... არც დაურეკავს!... დანარჩენს ნურაფერს მკითხავ! და ერთს გთხოვ, - დღეს აქ რაც ხდება, ამაში მე ნუ დამადანაშაულებ, მე არაფერი ვიცოდი.
- და რა ხდება დღეს, ჯაბა?
- არაფერი... – ჯაბამ თეონას სახე მოიქცია ხელებში. ოოო, როგორ უნდოდა, დაეკოცნა ეს ზღვისფერი თვალები, ეს ვარდისფერი ტუჩები, ეს ნაზი, თეთრ-ყირმიზა…სახე და გულ-მკერდი... მის ოქროსფერ გრძელ დალალებში ჩაემალა სახე და ასე დარჩენილიყო სიცოცხლის ბოლომდე... მაგრამ უფლება არ ჰქონდა! ჯერ არ ჰქონდა უფლება!
- ჯაბა, რატომ მიყურებ ასე უცნაურად? – გაეცინა თეონას და ჯაბას ხელებს თავისი ხელები შემოაწყო.

ამდენს კი ვეღარ გაუძლო ჯაბამ და... ლოყაზე აკოცა თეონას.
- შენ არ მაკოცებ? – ჰკითხა და მის შუბლს დაადო შუბლი.
- აჰა, მეც გაკოცებ, - თეონამაც ლოყაზე აკოცა ჯაბას და ხელები გააშვებინა.

მალე დაიწყეს მოსვლა სტუმრებმა. ძირითადად – ასაკოვანი ნათესავები იყვნენ. თეონა თან ბავშვებს ეთამაშებოდა და თან მოსულ სტუმრებს ათვალიერებდა.
ვიღაცამ იკითხა, - მისი მშობლებიც მოვლენო?
მერე ვიღაცამ უპასუხა, - არა, იმათ სულ არ იციან ჯერო...

- ხალხნო, ყველანი ვართ, დასხედით სუფრასთან, - გამოაცხადა ზეიკომ და თეონას გასძახა, - თეონააა, თეეე... დაანებე ამ ბავშვებს თავი და მოდი აქ.
- ზეიკო, ის მაინც მითხარი, რა ხდება? – მიიხედ-მოიხედა დაბნეულმა თეონამ, რადგან ყველა სტუმარი მას შეჰყურებდა.
- არაფერი... ჯაბა ხომ 25 წლისა გახდა?! ჰოდა დაბადების დღე გადმოვიტანეთ აქეთ...
- თეონააა, შენ სად ჯდები? მე შენთან მინდა! – თათია გვერდზე დაუდგა თეონას და კაბაზე ჩაავლო ხელი.
- თეონა ჯაბას გვერდით დაჯდება... და შენ ჩემთან მოდი, დეიდა...
- არა, მე თეონასთან მინდა... – ცრემლებით აევსო თვალები თათიას.
- მე კიდე – თათიასთან მინდა... - თქვა თეონამ, დაჯდა და თათია კალთაში ჩაისვა.
- მეც თეონასთან მინდა, ვაა, - გაიბუტა ნიკუშა.
- ჩემთან არ მოხვალ, ნიკუშ? – უთხრა ჯაბამ და ბავშვი ხელში აიყვანა.
- თუ თეონასთან ახლოს დავჯდები, - კი...
- კი, ნიკუშ... თეონას გვერდით...

მეგი ბევრსაც ეხვეწა შვილებს, - “ჩემთან დასხედითო”, მაგრამ, ვერცერთი მოაშორა თეონას.

მიუხედავად იმისა, რომ თეონას სახელმა მხოლოდ ერთხელ, თეონას სადღეგრძელოში, როგორც ჯაბას მეგობარმა, ისე გაიჟღერა სუფრაზე, მაგრამ, მაინც, თეონა საერთო ყურადღების ცენტრში იყო!

ვეღარაფრით მალავდა თეონა თავის უხერხულობას. დაიძაბა, აწრიალდა...
და როცა ნიკუშამ დედამისს გასძახა, - “დედა, თეონას “ბიცოლა” უნდა დავუძახო-ხოლმეო”? – ფეხზე წამოხტა!
- ჯაბა, ამიხსენი, რა ხდება აქ?
- დამშვიდდი, თეონა!... – სცადა გაღიმება ჯაბამ, მაგრამ თეონას სახეს რომ შეხედა, ღიმილი სახეზე შეეყინა...
- დავმშვიდდე? როგორ?... ჯაბა, მე მივდივარ! მაპატიეთ ყველამ... მე ასაკით პატარა ვარ, მაგრამ სათამაშო ვერავისთვის ვიქნები... ეს ჯერ ჩემთვის უნდა გეკითხათ, მინდოდა თუ არა, ამ “გადანახულებაში” მონაწილეობა!...
- თეონა, მაპატიე... ეს ჩემი იდეა იყო, - ზეიკო თეონასთან მიიჭრა და მხრებზე დაეყრდნო, თან ცდილობდა, ისევ დაესვა სკამზე, მაგრამ...
- არა, ზეიკო, ჯერ ვერ გაპატიებთ, ვერცერთს... თქვენ მე არაფრად ჩამაგდეთ! ისე, უბრალოდაც კი არ მკითხეთ, რას ვფიქრობდი ჯაბაზე და მასთან ურთიერთობაზე. სხვა შემთხვევაში – იქნებ გამხარებოდა კიდეც, მაგრამ ახლა საშინლად შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს! მაპატიეთ, მე მივდივარ!

თეონამ პიჯაკს დაავლო ხელი და ოთახიდან გავიდა.
ჯაბა უკან გამოეკიდა.
- თეონა, მოიცადე... მე მართლა არაფერი ვიცოდი, დამიჯერე!
- მჯერა, ჯაბა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის... ზეიკომ არც შენ ჩაგაგდო რამედ! მესმოდა თქვენი საუბარი და ამიტომ ნაკლებად ვბრაზდები შენზე, მაგრამ... ვერაფრით დავრჩები! დამიჯერე, ასე ჯობია, ორივესთვის!
- გაგაცილებ... ამის უფლება მაინც მომეცი!...
- მხოლოდ ტრანსპორტამდე! მე ჩემით წავალ და შენ - სტუმრებთან დაბრუნდი!…

ქუჩაში გამოსვლისთანავე გამოიარა თავისუფალმა ტაქსიმ და თეონა სახლში წავიდა.

ჯაბა სახლში აბრუნდა და ნახა, რომ მეგი და ზეიკო პატარა ნიკუშას ეჩხუბებოდნენ, - “შენ რომ არ წამოგესროლა ის სიტყვები, არაფერი მოხდებოდაო”.
- დაანებეთ ბავშვს თავი!... – ჯაბამ ატირებული ნიკუშა კალთაში ჩაისვა და მოეფერა, - თეონაც მართალი იყო, თუ წავიდა!
- ზეიკო, შენ კი არ გეწყინოს, მაგრამ... კარგი გოგო ყოფილა თეონა, რომ წავიდა. ჩემს თვალში ერთი ათად გაიზარდა ამით, - თქვა ჯაბას ბიძამ, - ეს რომ ჩემთვის ან ჩემი შვილისთვის ეკადრებინათ, სისხლს დავღვრიდი, ალბათ!
- ხო, კარგი, ყველა ერთად ნუ დამესევით და დამკორტნით!... – ჩაილაპარაკა ნაწყენმა ზეიკომ, - მე მეგონა, კარგს ვაკეთებდი, და თქვენ კიდე...
- არაფერი ვიცი... როგორც გამიქციეთ ეს გოგო, ისე შემოირიგეთ! ძალიან მომეწონა! – დანანებით თქვა მაყვალამ, ხელი ჩაიქნია და სამზარეულოში გავიდა.
- კაი, ბატონო! შემოვირიგებ, აბა რას ვიზამ?! ჯაბა, რა გითხრა თეონამ, რომ მიდიოდა?
- რა მითხრა და “ზეიკო ჩვენს საქმეში აღარ ჩაერიოსო”!...
- უუუფ, რაც გინდათ ის ქენით! ეს გოგო – არ არის ხელიდან გასაშვები... მე ეს ვიცი მხოლოდ!
- მაცალე, რა?! შეიძლება, რომ შენი ნებართვის გარეშე ვისუნთქო მაინც? – აშკარად გაღიზიანდა ჯაბა, ფეხზე წამოხტა და გვერდით ოთახში გავიდა.

სტუმრები მალე დაიშალნენ.
მეგიმ და ზეიკომ სუფრა აალაგებინეს დედას და ისინიც სახლებში წავიდნენ.
ჯაბა საწოლზე წამოწვა. მაყვალა მივიდა, ადიალა გადააფარა და იქვე, საწოლზე ჩამოუჯდა.
- ჯაბა, შენ რას ფიქრობ თეონაზე?
- რა გითხრა, დედა?! ჯერ კიდევ 10 დღის წინ ვფიქრობდი, რომ საცოლე მყავდა... სა-ცო-ლე, მეგობარი კი არა?...  მე ვერაფერს ვიტყვი მანამ, სანამ ნანასგან არ გავიგებ, რა მოხდა! მასაც აქვს თავის მართლების უფლება!
- კი, მართალი ხარ, დედა! მაგრამ... კარგი გოგოა თეონა!
- დედა, იცი, რამდენი კარგი გოგო დადის ჩვენს გარშემო? ნანა არ იყო კარგი? რა ვიცი, არასოდეს წამოგცდენია, “არ მომწონსო”...
- კი, დედა, კი... ნანაც კარგი გოგოა!
- ხოდა, ის მაინც არ გავიგო, რატომ აღარ დარეკა, არც მოვიდა... იქნებ ისიც რამეზეა ნაწყენი?! არ ვიკითხო მაინც?
- მართალი ხარ, ჯაბა... უნდა იკითხო. და მაინც, თეონაზე რას ფიქრობ?
- თეონა არაჩვეულებრივია, დედა! იმდენად არაჩვეულებრივი, რომ მეშინია კიდეც! ამ პატარა გოგოში იმხელა შინაგანი ენერგიაა, გაგიჟდები! ხმაც კი მეკარგება-ხოლმე, როცა ველაპარაკები!
- არ მოგწონს? ვერაფერი გავიგე...
- მომწონს, ძალიან მომწონს! სიგიჟემდე მომწონს და ცოტა მიყვარს კიდეც, მაგრამ... არ ვიცი, დედა! ჯერ ნანასთან უნდა გავარკვიო ყველაფერი! მერე – თეონა უნდა შემოვირიგო და მხოლოდ შემდეგ... უუფ, არ ვიცი, დედა! აღარაფერი ვი-ციიიიი! წადი, დაწექი. მეც მეძინება...
- ხო, დაიძინე... და ლოგინში ჩაწექი ბარემ. მეც დავიძინებ... 

მაყვალამ მალევე დაიძინა, ჯაბა კი ძალიან დიდხანს წრიალებდა ლოგინში. ჩასთვლემდა, ისევ იღვიძებდა, უამრავი სიზმარი ნახა და.. მის ყველა სიზმარში ერთი და იგივე ხდებოდა, - გზის გასაყარზე იდგა-ხოლმე: ერთი გზა – სწორად მიდიოდა, მეორე კი – ზევით მიემართებოდა. სწორად მიმავალ გზაზე – ნანა იდგა, თუმცა კი ზურგშექცევით და ისე შორდებოდა ჯაბას, რომ უკანაც აღარ იყურებოდა... მეორე, მაღლა მიმავალ გზაზე – თეონა იდგა, ჯაბასკენ სახით მობრუნებული! ეს გზა ესკალატორივით მიიწევდა მაღლა, - ანუ თეონა თავად კი არ შორდებოდა? ის რაღაც ძალას მიჰყავდა მისგან შორს და ზევით! და მალე ჯაბა ორივეს კარგავდა თვალთახედვიდან, თეონასაც და ნანასაც!


(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები