აიჭრა ქარი, არქაული და ნამარტალი, აჰყვნენ ფანჯრები, ფოთლები და... ავტობუსები, მიყვარს, როდესაც მომყვები და დიდხანს ჭარტალებ, და მერე უცებ - მწყერივით რომ გაისუსები.
ციმციმებს ხიდი და თვალები წყალში მიცვივა, ამოდის მთვარე აღერილი ანძის ქილიკით, არ მიყვარს, როცა ვერცხლის ბრჭყალებს აჩენს სიცივე, როცა მიდიხარ, მე კი ვრჩები, ანდა პირიქით.