ნაწარმოებები


ერთად უნდა შევძლოთ, რომ 2 წლის ანიტას გული არ გაჩერდეს!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ... და სხვა >> განცხადებები >> ანიტას სიცოცხლის გადასარჩენად! ->     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1505#Last

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2008


ციკლოპები, ანუ წარუმატებელი ჟურნალისტის დიალოგი სარკესთან

დგახარ სარკის წინ და თავს იცოდებ,
სწორედ რომ გულის ამრევია,
ჯერაც ვერ გაიგე- ცხოვრების გზა
სიცრუეების ბარტერია.

და როცა არ ხარ ნაძირალა,
ნიჭი გაქვს, მაგრამ იბლოკები,
მითხარი, რაში გამოგადგა
მარშალ მაკლუენის ციკლოპები?

ცხოვრებას სადღაც სხვაგან ასწავლიან,
იმ სასწავლებელში ვერ ჩაირიცხე,
შენნაირები ამრავლებენ
სტატისტიკური ბაზის რიცხვებს.

ახლაც არ გეყოფა სიმამაცე,
სათქმელს ვერ მიიყვან ფინიშამდე,
მომეშვი, მთელი საათია
შენს ბოდვას ვისმენ და გითმენ ამდენს...

დროა შენშიც რაღაც შეიცვალოს,
დროა შუბლით დახვდე გადასაწყვეტს,
თორემ ყველა ისე დაგივიწყებს,
როგორც ლექსიდან წაშლილ ნაწყვეტს.

ეჰ, როცა არ ხარ ნაძირალა,
გენიოსიც იყო, იბლოკები.
იმედიც არაფერში გამომადგა,
როგორც მაკლუენის ციკლოპები...






* მარშალ მაკლუენის ციკლოპები - მარშალ მაკლუენი არის ჟურნალისტიკის თეორეტიკოსი და მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორია არის "ციკლოპური თეორია"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები