ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 აპრილი, 2009


სიკვდილი ახლა ისე ახლოა...

შევხედე, დამდგარა ის დრო,
სიცოცხლე  სიკვდილს რომ ერთვის.
ამაზე ფიქრები გულს კლავს,
ტანჯვაა ლოდინი ჩემთვის.

უხმოდ აცილებს ცრემლი და
კვალს ტოვებს სისხლის წვეთები,
არ წავალ, მაინც მომძებნის,
თუ წავალ - შევეფეთები.

ვხედავ, ააჩქარა ნაბიჯები,
გავხდი ჩემი თავის მგლოვიარე,
წამით  ჩამიარა მოგონებამ,
ფიქრით  მომავალიც მოვიარე.

ისე ახლოს მესმის გულისცემა,
რომ სულ გამიქარწყლა  იმედი,
მხოლოდ  მოვასწარი გამეფიქრა, 
"ღმერთთან ულოცველად მივედი..."

სიკვდილი უკვე  ისე ახლოა,
რომ ხშირი სუნთქვით სხეულს მიციებს,
თან გაიყოლებს ყველა ოცნებას,
ფუჭ სიამაყეს და ამბიციებს.

ლიკა ოხანაშვილი
7.04.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს