ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ია-ია
ჟანრი: პოეზია
9 აპრილი, 2009


აღსარებაზე

საშრობის ქაღალდივით შეისრუტა
ჩემმა სხეულმა ყველა გრძნობა...
და აბსტრაქტული ნახატებივით
სულზე გამიჩნდა განცდის ლაქები...
ზოგი მიხარის...
ზოგს სინანულის ცრემლებით ვნამავ...
_შემინდე მამაო...
_ღმერთმა შეგინდოს ... გაგაძლიეროს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები