ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლაკი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
10 აპრილი, 2009


ფეტვის მარცვლები

* * *
ირონიას ვერ ისწავლი!
შეიძლება  ისწავლო
რა თქვა,
როგორ
ვისთან და
რატომ..
ირონია თავისით გამოერევა...


***
მიილია ზამთარი
მიილევა გაზაფხული
მიილევა ზაფხულიც.
მიილევა შემოდგომაც.
მე არ უნდა მივილიო!


***

უსინათლოა  -
წერტილდასმული ცხოვრებით ცხოვრობს -
ჯერ ჯოხს  დაარტყამს,
მერე დგამს ნაბიჯს...


***


***
პროცესი კარგა ხნის დაწყებულია
მე - დაზარალებული ადგილზე ვარ
მაგრამ სადაა დამნაშავე (და არა ბრალდებული)
ვინც მე გამქურდა (წლები წამართვა),
ან ბრალმდებელი ვინ არის?



***
დედაჩემი ჩემი დედაა
და მე ისე არხეინად ვარ
თითქოს
ჩემი დედა  არ იყოს...



***

მე - მე ვარ
შენ - შენ ხარ
ის - ის არის
ე.ი. ჩვენ სულ ესა ვართ!
აბა, თქვენ და ისინი
ვინღა არიან?


***
აღარ მეშინია -
ხაზს ზემოთ და
ხაზს ქვემოთ
ერთნაირად გავიხაზები.

***
ასაკს უჩივისო,
სასაცილოა!
ასაკს კი არა,
კეთილმოუწყობლობას
უჩივის!!!




***

ამ ფურცელს აკლია ნაწილი
მეც მაკლია,
შენც....
მაგრამ ამას რაც აკლია - ის ავსებს
ჩვენ რაც გვაკლია - ის გვალაპარაკებს.



***

შენ წახვიდოდი...
მიხვიდოდი იქ სადაც აკლიხარ..
მაგრამ დაგიფასებს ვინმე
ამ თვითგამოცხადებას?


***

დარდები -
აწ უკვე მკვდარი,
ან მომაკვდავი
ოცნებები და იმედებია....




***

მივატოვებ!!!
ყველაფერს მივატოვებ და წავალ!!!
მაგრამ რა მაქვს მისატოვებელი ???
ან სად უნდა წავიდე???



***

სიყვარულის იწილო-ბიწილოს
მოწიფული ასაკი გულგრილობის ჭიკჭიკია,
სიბერე კი მოგონებებში ბურჭალი..


***

მე არ ვიცი რამდენი ნაოჭი აქვს ჩემს ტვინს
ან აქვს თუ არა საერთოდ.
თუ აქვს ,
ისინი პირდაპირპროპორციულნი იქნებიან იმ კითხვებისა,
რომლებიც მიჩნდებიან და ვერ ვპასუხობ.....




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები