ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2009


კ რ წ ა ნ ი ს ი

                      საქართველოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას


გამოვეკიდე მთვარის მტევანს,
სისხლის წვეთი ვარ...
მტკვარს მიაქვს ტივი,
ტივს - საფანტი...
ფხიზლობს მეტივე.
ტაბახმელასთან შიშნარევი შაჰის აჩრდილი
გაურბის მსტოვარს, -
წვიმების დროა...
თუ ქარმა შემძრა,
ერთიანად დავფარავ ქალაქს,
და მაინც,
ფრთხილად,
ფრთხილად, მეფევ, -
ღამე სულს ღებავს...
ხომ გიჭრის "ავი მუსაიფი",
ვერცხლის ბებუთი?..
(არ უყვართ წვიმა შაჰს და ბებუთოვს).
არაგველები ჩაწვებიან დღეს ამ ფერდობზე...
ჩვენც აქ დავეცით,
საქართველომ როცა ინება, -
შევრჩით ლიანებს...
"სისხლად წვიმდაო", -
ასე წერდა მემატიანე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს