ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2009


ახლა

ახლა შენს თვალებში ჩამახედა,
მერე, თუნდაც, სული დამელია,
აღარ მანაღვლებდა არაფერი…
მთვარე დაღვენთილა სანთელივით,
ელფერი ეცვლებათ გალაქტიკებს,
უკვე ყველაფერი ნათელია,
ალბათ, თავქვე უნდა გადავფრინდე,
ზღურბლზე დავენარცხო გამთენიას,
ღამე უთავბოლოდ გათელილა,
ჩემი უშენობა მაპატიე...
თუმცა, ვიცი ესეც რა ძნელია,
სტრიქონებიც ისე გათავხედდნენ,
ჭირსაც წაუღია ლექსის წერა,
ოღონდ შენს თვალებში ჩამახედა,
სადაც დამრჩენია ბედისწერა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები